Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის ლაქია თუ სამკაული რუსეთის იმპერიისა?

აშშ-ის ლაქია თუ სამკაული რუსეთის იმპერიისა?

2095
კარიკატურა

ღმერთო, ნუ მიიყვან რუსებს ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებული შეიქნას, დატოვოს საქართველო, რომელიც უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება”, _ ეს სიტყვები, რომლის ჭეშმარიტებაში ბოლო 25 წლის განმავლობაში დავრწმუნდით, დაახლოებით 150 წლის წინათ ბრძანა მეფე ერეკლე მეორის შვილიშვილმა, დიდმა ქართველმა პოეტმა და მამულიშვილმა გრიგოლ ორბელიანმა.

და მართლაც, ვინც რეალობას ადეკვატურად აღიქვამს, კარგად ხედავს, რა შავ დღეშია საქართველო რუსების წასვლის შემდეგ, როგორ პატარავდება ჩვენი სამშობლო შაგრენის ტყავივით. ახლა მავანი იტყვის, თვით რუსეთმა “დაგვაცოტავაო” და ნაწილობრივ მართალიც იქნება. დიახ, ნაწილობრივ, რადგან საქართველოს არც ერთ მოსაზღვრე ქვეყანასთან (გარდა თურქეთისა, რაც, ჩვენი კი არა, სსრკ-ს დამსახურებაა) არ აქვს საზღვრები დადგენილი. ბევრს ვლაპარაკობთ ცხინვალის რეგიონში რუსების ე.წ. მცოცავ ანექსიაზე, რომელიც, როგორც ირკვევა, ანექსია კი არა, ყოფილი საბჭოთა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების აღდგენაა. სამხრეთ ოსეთისა, რომელსაც, შეურაცხადი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წყალობით, ახალგორის რაიონიც დაემატა, რომ აღარაფერი ვთქვათ ანალოგიურ ქმედებაზე აფხაზეთში, რომლის შედეგადაც კოდორის ხეობა დავკარგეთ. თითქმის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს აზერბაიჯანსა და სომხეთთან საზღვრებზე _ ხან დავითგარეჯას დაპატრონებას ცდილობენ, ხან ჯავახეთზე აცხადებენ პრეტენზიას. ამას სულაც არ ვამბობ სომხებისა და აზერბაიჯანელების გასაღიზიანებლად.

სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოს ხომ, პრაქტიკულად, ხელისუფლება, პატრონი არ ჰყავს და ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მიესადაგება ანდაზა: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. 2008 წლის ომის შედეგად რუსეთს, პრაქტიკულად, ოკუპირებული აქვს მის მიერვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული სოხუმისა და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ რა გავაკეთეთ ჩვენ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლიდან დღემდე რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად? _ არაფერი, გარდა ნატო, ნატოსა და ოკუპანტი, ოკუპანტის ძახილისა, რითაც რუსეთს მხოლოდ ვაღიზიანებდით, სანაცვლოდ კი აშშ-დან და ევროპა-ნატოსგან დასტა-დასტა ვიღებდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებებსა თუ რეზოლუციებს… თუმცა ამ წერილის მთავარი თემა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაა, დღეიდან არც ერთ ანტირუსულ გამოხდომას უპასუხოდ აღარ დავტოვებთო.

დიახ, აღარ, რადგან ვლადიმერ პუტინს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტრატეგიული პაუზა ჰქონდა აღებული, რადგან აქამდე ითვალისწინებდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პრობლემებს. ტრამპს კი დაუპირისპირდა ამერიკის ლიბერეალური ისტებლიშმენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ამჟამად მართავს აშშ-ს და, შესაბამისად, დასავლეთს. ამიტომ ელოდა ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგას 6 თვის განმავლობაში _ იქნებ მოხდეს სასწაული და დონალდ ტრამპმა ნამდვილი პრეზიდენტობა შეძლოსო, მაგრამ, როდესაც მისტერ ტრამპმა ე.წ. უსქესო ტუალეტების გაუქმებაც კი ვერ შეძლო, დარწმუნდა, რომ მისგან ხეირიანი არაფერი გამოვიდოდა, რადგან, თუ გაჯიქდებოდა, უკეთეს შემთხვევაში, იმპიჩმენტი ხელში ეჭირა და უარესში კი არლინგტონის სასაფლაოზე პომპეზური დაკრძალვაც არ იყო გამორიცხული. რა, ერთი და ორი პრეზიდენტი მოუკლავთ მსოფლიოს დემოკრატიის ფუძემდებლებს?

დონალდ ტრამპმა გაჯიქებას დემოკრატი ვირებისა და რესპუბლიკელი სპილოების (ეს უწყინარი ცხოველები ამ მაწყინარ პარტიათა სიმბოლოებია) მარიონეტობა არჩია _ ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება, ვნახოთ… მაგრამ პუტინი ხვალეს დალოდებას აღარ აპირებს და ამიტომ განაცხადა, _ არც ერთ ანტირუსულ გამოხდომას უპასუხოდ არ დავტოვებთო.

და რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

ნათქვამია, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო და, თუ ეს მართალია, მაშინ ასეც შეიძლება თქმა: ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია! ამის ნათელი დადასტურებაა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. პეტრე პოროშენკოს, ვლადიმერ პუტინის მტერს, მეგობრულად დახვდა გიორგი მარგველაშვილი, ანუ მარგველამ პუტინი მტრად მოიკიდა. პოროშენკოს ჩამოსვლას მოჰყვა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი, რომელსაც ვაზელინით უხვად შეზავებული შეხვედრა მოუწყო ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. სანაცვლოდ კი მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრისგან ვერბალური მხარდაჭერა მიიღეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ვაზიანის ბაზაზე ორიოდე ამერიკული ტანკიც აახრიგინ-ჩაახრიგინეს და “ბაი, ბაი!” _ საქართველო კვლავ მარტო დარჩა მცოცავ ანექსიასთან. იყო თუ არა ეს ყოველივე ანტირუსული გამოხდომები?

რუსებმა ჩათვალეს, რომ იყო და საპასუხო ნაბიჯმაც არ დააყოვნა _ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თვითმფრინავი, ალბათ, ატლანტის ოკეანის თავზე იმყოფებოდა, როცა 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 9 წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაეშვა.

პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და, ვისაც ჰგონია, რომ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში მაინცდამაინც 8 აგვისტოს უბრალო დამთხვევაა, ის თვითონ არის დამთხვეული. აგვისტოს ომის დაწყების მე-9 წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტის სოხუმში ვიზიტი იყო ჟესტი, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო გაფრთხილებას ნიშნავდა ან უფრო უარესს _ რუსების მოთმინების ფიალის ავსებას და, აქედან გამომდინარე, ისინი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გაუფრთხილებლად იმოქმედებენ საქართველოში.

მაგალითად, შესაძლოა, აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალი აამუშავონ სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზასთან სახმელეთო და, შესაბამისად, იაფი გზით დასაკავშირებლად; სარკინიგზო მაგისტრალის დასაცავად კი, თუ საჭირო იქნება, ჯარსაც შემოიყვანენ და მერწმუნეთ, აშშ, მორიგი აღშფოთება-შეშფოთების გარდა, ვერაფრით დაგვეხმარება.

იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს ჩვენი ხელისუფლება _ ნატოს ღრუბლებიდან დედამიწაზე დაეშვას და სასწრაფოდ დაიწყოს დიალოგი მოსკოვთან თუ, რა თქმა უნდა, უკვე გვიანი არ არის…

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა სერგეი დორენკომ არანაკლებ ცნობილ ვლადიმერ პოზნერთან პირდაპირ ეთერში საუბრისას, ზუსტ ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, შინაარსობრივად ეს განაცხადა:

“საქართველო 200 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის ძვირფასი სამკაული იყო. ქართველები კარგი ექიმები, კარგი მომღერლები, მსახიობები, კარგი თამადები არიან, ხოლო იქ, სადაც ვაჭრობა იწყება, სომხები ჯაბნიან ქართველებს; ჩვენ (რუსებს _ დ.მ.) გვიყვარს ქართველები და საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს სოხუმსა და ცხინვალს, თუ რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდება. თუ არა, ტანკებით უნდა გავათავისუფლოთ კახეთი და დასავლეთ საქართველო და დავიბრუნოთ საქართველო”.

თითქმის ყველაფეში შეიძლება დაეთანხმო დორენკოს, გარდა ბოლო პასაჟისა _ რუსეთი არათუ ტანკებით დაგვიბრუნებს, არამედ, ძალიანაც რომ ვეხვეწოთ, არ მიგვიღებს თავის შემადგენლობაში, რადგან რუსეთი ძველი რუსეთი აღარ არის. რუსებმაც ისწავლეს ჭკუა და აღარ აპირებენ, კიდევ 200 წელიწადს მათ კმაყოფაზე იყოს ვინმე. რუსეთთან ორი საუკუნის განმავლობაში ერთ ოჯახად ცხოვრებისას, რა თქმა უნდა, ავიც ყოფილა და კარგიც, მაგრამ, თერგდალეულთაგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთათავისუფალი საქართველოსნეოლიბერალებს, მხოლოდ ავი ახსოვთ და კარგი ავიწყდებათ.

არადა, თერგდალეულთა აღიარებულმა ლიდერმა ილია ჭავჭავაძემ XIX საუკუნის ბოლოს ისტორიის სასწორზე აწონა რუსეთთან ერთად ყოფნის ავი და კარგი და, რადგან კარგმა გადასძლია, დაწერა 1899 წელს ბრწყინვალე წერილი “ასის წლის წინათ”…

რუსეთთან ურთიეთობის სიკეთეებზე წერდნენ აკაკი, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა თერგდალეულებიც

რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას დადებითი კუთხითაც შეიძლება შევხედოთ: ქვეშაფსია ლიბერალ მენშევიკებს ლამის ნახევარი საქართველო მიყიდული ჰქონდათ უცხოტომელებისთვის. გაყიდულის დაბრუნება უფრო ძნელია, ვიდრე წართმეულისა.

გაყიდულის დაბრუნება მხოლოდ რევოლუციით შეიძლება და საბჭოთა საქართველომ გაყიდული ქონების ნაციონალიზაცია გამოაცხადა, ანუ მყიდველს ნაყიდი ქონება ჩამოართვა და საბჭოთა საქართველოს გადასცა, ხოლო თბილისი დღეს ქართული ქალაქი რომ არის და ქვემო ქართლში ქართული სული ასე თუ ისე ფეთქავს, ლავრენტი ბერიასა და სტალინის დამსახურებაა. ამის უარყოფა შეუძლებელია. აღარაფერს ვიტყვი დღეს დაკარგულ აფხაზეთსა და ცხინვალზე _ როგორც იტყვიან, კაი დედის შვილი იყო და ვინმე სეპარატისტს თავი წამოეყო!

მოკლედ, იმის სანაცვლოდ, რაც 2 საუკუნის განმავლობაში რუსეთმა, ნებსით თუ უნებლიეთ, კარგი გაგვიკეთა, XXI საუკუნის დასაწყისში ამერიკელთა მიერ წაქეზებული საქართველოსგან უმადურობის მეტი არაფერი მიუღია. ამიტომაც წარვუმძღვარე წინამდებარე სტატიას ეპიგრაფად გრიგოლ ორბელიანის სიტყვები, ეგებ ახლა მაინც მივხვდეთ ქართველები, რომ ჩვენი ხსნა ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი გადაგვარებისგან ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან მოკავშირეობაშია. 700 ათასზე მეტი ქართველი რუსეთის მოქალაქეა, აღარაფერს ვამბობ არალეგალ ქართველებზე, რომლებიც, ამ ქვეყნის მოქალაქე ქართველებთან ერთად, ქართველთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორაა, და სწორედ მათ მიერ გამოგზავნილი თანხებით უდგას ნახევარ საქართველოს სული.

საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თითქმის ყოველთვის იდგა არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის, დღეს კი დიდი ხნის შემდეგ პირველად აქვს არჩევანი ცუდსა და კარგს შორის:

ან გარყვნილი ნეოლიბერალური დასავლეთი (წაიკითხე, აშშ), თავისი უღმერთობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებებით, იეღოველი ხლისტების სექტებით, ინცესტითა და .., მოკლედ: ან აშშისშნირობა”, ან ერთმორწმუნე რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა და ფიზიკურ განადგურებას გადარჩენა, ქართველობის, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და რუსეთის იმპერიის სამკაულობა!

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: რუსებს მართლა უყვართ ქართველები, მაგრამ რუსეთი ეჭვიანი ცოლივითაა: ვერაფრით გაუგია, რატომ უჩევნია საქართველოს გარყვნილი დასავლეთი ერთმორწმუნე რუსეთს?! თუმცა არა, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი სხვადასხვა რამ არის. ქართველი ხალხის უმრავლესობა, მიუხედავად ყველაფრისა, კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ.

დავით მხეიძე

3 COMMENTS

  1. АРЦ ИЛИА ЧАВЧАВАДЗИС, АРЦ ГРИГОЛ ОРБЕЛИАНИС ДА АРЦ ТКВЕНС ПАТРИОТОБАШИ , БАТОНО ДАВИТ МХЕИДЗЕВ, ЕЧВИ ВИСАЦ ЕПАРЕБА, МАС САКАРТВЕЛО АР УКВАРС.

  2. ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი.
    მიხეილ ჯავახიშვილი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: АКАКИЙ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here