აშშ ბირთვული შეიარაღების 2046 წლამდე შენახვა–მოდერნიზაციისთვის დამატებით 1,2 ტრილიონ აშშ დოლარს დახარჯავს, რაც დაგეგმილს 20%-ით აღემატება.
ამის შესახებ ინფორმაციას Defense News ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხიდან 800 მილიარდი დოლარი არსებული შეიარაღების ექსპლუატაციასა და შენახვაზე, ხოლო 400 მილიარდი – მის მოდერნიზაციაზე დაიხარჯება.
ანგარიშის თანახმად, მოდერნიზაციას დაექვემდებარებიან ატომური წყალქვეშა გემები, სტრატეგიული ბომბდამშენები, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები.