Home ახალი ამბები აშშ ბირთვულ შეიარაღებაზე 1,2 ტრილიონ დოლარს დახარჯავს

აშშ ბირთვულ შეიარაღებაზე 1,2 ტრილიონ დოლარს დახარჯავს

894

აშშ ბირთვული შეიარაღების 2046 წლამდე შენახვამოდერნიზაციისთვის დამატებით 1,2 ტრილიონ აშშ დოლარს დახარჯავს, რაც დაგეგმილს 20%-ით აღემატება.

ამის შესახებ ინფორმაციას Defense News ავრცელებს.

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხიდან 800 მილიარდი დოლარი არსებული შეიარაღების ექსპლუატაციასა და შენახვაზე, ხოლო 400 მილიარდი – მის მოდერნიზაციაზე დაიხარჯება.

ანგარიშის თანახმად, მოდერნიზაციას დაექვემდებარებიან ატომური წყალქვეშა გემები, სტრატეგიული ბომბდამშენები, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here