ჰიუსტონში ცათამბჯენ Market Square Tower–ის სახურავზე მოაწყვეს აუზი “გაბედულთათვის”.
უჩვეულო კონსტრუქცია გაკეთებულია ორგანული მინისგან და 150 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი აბსოლუტურად გამჭვირვალე ფსკერი, რომლის სისქე 20 სანტიმეტრია, საშუალებას აძლევს მობანავეებს, ქვემოთ მიწა დაინახონ.
ფოტოსურათების მიხედვით ჩანს, რომ საკუთარი ნერვების გამოცდის მსურველები საკმარისზე მეტი აღმოჩნდნენ.