Home რუბრიკები საზოგადოება არის თუ არა დაპირებული ვაქცინები უსაფრთხო?

არის თუ არა დაპირებული ვაქცინები უსაფრთხო?

არის თუ არა დაპირებული ვაქცინები უსაფრთხო?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაპირებულისასიცოცხლოდმნიშვნელოვანი ვაქცინა, რომელსაც თებერვალში ველოდებოდით, არ შემოვიდა. “ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლა, ვაქცინები მესამე მსოფლიო ომია. გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000 მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად. 200 000 ადამიანს ნამდვილად ავცრით მაისის ბოლომდე”, _ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. “საქართველო აღარ ითვლება დაბალშემოსავლიან ქვეყნადამან შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, რადგან ვაქცინა ჯერ დაბალშემოსავლიანებს გადასცეს”, _ განმარტავს ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. რატომ არ შემოვიდა სინამდვილეში დაპირებული ვაქცინა და არის თუ არა ის სანდო მოსახლეობისთვის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე საინფორმაციო სააგენტოპატრიოტისხელმძღვანელი გიორგი ირემაძე და მედიცინის მეციერებათა დოქტორი, აკადემიკოსი თინათინ თოფურია გვესაუბრებიან:

გიორგი ირემაძე
გიორგი ირემაძე

ფაიზერისადაასტრაზენეკასვაქცინები დიდი რისკის შემცველია

გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტოპატრიოტისხელმძღვანელი:

_ “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” სრული ტესტირება გავლილი არ აქვს და ეს ვაქცინები არ უნდა გაევრცელებია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. აღნიშნული ვაქცინიების უკან დგას ბილ გეიტსის ორგანიზაცია, კაცის, რომელიც პირდაპირ ამბობს: “ადამიანის პოპულაციის შემცირება აუცილებელია”, რაც გენოციდს ნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოიყვანა, მათთან კავშირზე უარს აცხადებს ბევრი ევროპული ქვეყანაც. იმას, რომ ვაქცინები, რომლებსაც საქართველო ელოდება, ბილ გეიტსის ორგანიზაციაშია წარმოებული, ამირან გამყრელიძეც არ მალავს.

“ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინები დიდი რისკის შემცველია და არ შეიძლება მათი გავრცელება. ამ ვაქცინების მწარმოებლები მის გავრცელებას იმ ქვეყნებში ცდილობენ, რომლებშიც, ასე ვთქვათ, გაუვათ. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს არ გაუვიდათ, ხალხის რეაქცია იყო ძალიან უარყოფითი, აქვე დავძენ _ უფალმა დაგვიფარა, ვაქცინას საქართველო არ მიიღებს!

ჩემზე უკეთ ვაქცინის შესახებ აკადემიკოსი თინათინ თოფურია გესაუბრებათ. პირადად მე, სწორედ მისგან მაქვს მიღებული ყველა ინფორმაცია. სჯობს, მასაც მიმართოთ. სამწუხაროდ, მასთან და მისნაირ პროფესიონალებთან კონსულტაციები ჩვენს “წამყვან” ექიმებს არ აქვთ.

თინათინ თოფურია
თინათინ თოფურია

ჩვენმა ექიმებმა თავიდანვე მიაგნეს მკურნალობის სწორ ტაქტიკას, რომელიც შედეგებმა დაადასტურა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩვენგან გადაეღოთ მკურნალობის ტაქტიკა, თითი დაუქნიეს: როგორ გაბედეთ და პაციენტები იაფიანი წამლებით მოარჩინეთო!”

თინათინ თოფურია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი:

_ კოვიდის ვაქცინებზე ბევრი რამ ისეა გასაიდუმლოებული, გეგონება, სამხედრო ოპერაციასთან გვაქვს საქმე და არა ვაქცინაციასთან.

საქმე ის არის, რომ მწარმოებელი ცდილობს, მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორი გართულებებიც არ უნდა მოჰყვეს მისი ვაქცინის გამოყენებას, ფირმა არ აგებს არავითარ პასუხს _ არც ფინანსურს, არც იურიდიულს და არც მორალურს. პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთ ქვეყანას, რომლის მთავრობაც იღებს ვალდებულებას, თავად აგოს პასუხი მოსახლეობის წინაშე. ეს მოითხოვა ყველა მწარმოებელმა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაქცინები კვლევის შუალედურ ფაზაში იყო და მიიღეს კიდეც თანხმობა.

არსებობს ნიურნბერგის კოდექსი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენთა დასასჯელად, რათა მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს. ამ კოდექსის მიხედვით, ადამიანებზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარება სასტიკად აკრძალულია. არსებობს ასევე ბიოეთიკის კოდექსი და სხვა საერთაშორისო ნორმები, რომლებიც იცავს ადამიანს ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან, ასევე არის დამცველი მექანიზმი ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მკურნალობის მეთოდის არჩევანის უფლება. ამ კანონების მიხედვით, ვაქცინაცია მიეკუთვნება იმ სამედიცინო ჩარევებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ მისიინფორმირებული თანხმობის საფუძველზე”! განვითარებულ ქვეყნებში ბევრი იყენებს ამ უფლებას და დაზარალების შემთხვევაში კომპენსაციასაც ითხოვს. ამ ახალი ვაქცინების შემთხვევაში, შესაძლოა, მწარმოებლის დასჯაც მოითხოვონ.

ვაქცინები ექსპერიმენტულია. ყველა, ვისაც ის უკეთდება, ექსპერიმენტის მონაწილეა, თუმცა არ იცის, არ არის ინფორმირებული ამის შესახებ. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა! სწორედ ამიტომაა, რომ სულ გაიძახიან, “ვაქცინაცია ნებაყოფლობითიაო”. არადა, რეალურად უკვე დაიწყო ძალდატანება აუცრელებისთვის შემოღებული შეზღუდვების სახით. აუცრელი არ დაიშვება სხვადასხვა დაწესებულებაში, ეზღუდება გადაადგილების უფლება და სხვ. გამოდის, რომ რეალურად იძულებითია, მაგრამ, ეს რომ აღიარონ, ბევრ საკანონმდებლო პრობლემას შეიქმნიან.

ვაქცინები ნაჩქარევადაა დამზადებული და ამიტომ არასაკმარისადაა გამოცდილი; უცნობია, როგორც მათი მოსალოდნელი თანამდევი მოვლენები, ასევე მოგვიანებით რა გართულებები მოჰყვება. ყველა ეს ვაქცინა კვლევის სტადიაშია, ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. ყველას შეუძლია, იყოს წამლის გამოცდის მონაწილე, მაგრამ მან ამის შესახებ უნდა იცოდეს.

ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური წამალი, როგორც აცხადებენ, უკვე არსებობს, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავთ ამ მიმართულებით აქტივობას. ჯერ მაქსიმალურად უნდა აგვცრან, ის თანხა უნდა ამოიღონ, რომელსაც ვაქცინებისგან მოელოდნენ. არნახული ტემპით მოხდა მათი შექმნაც და აპრობაციაც. ახლა საკითხავია, როგორ გადაინაწილებენ მსოფლიო ბაზარს. როგორც ირკვევა, ის წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული, მაგრამ რუსეთმა აურიათ გეგმები _ პირველმა გამოაცხადა, რომ ვაქცინა უკვეე მზად აქვს და დაიწყო ვაქცინაცია.

_ სანდოა რუსული ვაქცინა? მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი რომ არის, უკვე ვიცით

_ ამ ეტაპზე არც ერთი ვაქცინა არ არის სანდო! ძალიან მცირე დროა გასული, რაც ეს ახალი კორონავირუსი გამოჩნდა და ჯერ ძალიან ადრეა რაიმე დასკვნის გამოტანა. არ აქვს მნიშვნელობა, რუსულია, ამერიკული, ჩინური თუ ევროპული.

ვაქცინები ძალიან სწრაფი ტემპით შეიქმნა. დარღვეულია როგორც ვაქცინის შექმნის, ასევე მისი აპრობაციის ვადები. არსებობს წესები და სტანდარტები, რომელთა დარღვევაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ საქმე ადამიანების სიცოცხლესთან გვაქვს და ასეთი რისკები არამხოლოდ გაუმართლებელი, არამედ დანაშაულის ტოლფასია. ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე სჭირდება, ნაწილობრივ გამოცდას _ 5 წელი, ხოლო სრულყოფილს _ 10 წელი და მეტი. ჯერ ხდება მისი გამოცდა ლაბორატორიულ ცხოველებზე, რაც ამჯერად გამონაკლისის სახით გამოტოვეს.

_ რა ინფორმაციაა იმ ვაქცინის შესახებ, რომელიც საქართველოში შემოვა?

_ ჩვენთან შემოაქვთ ოქსფორდის ვაქცინა. ინფორმაცია ოფიციალურადაა გამოქვეყნებული. ეს არის გენმოდიფირებული რეკომბინირებული ვაქცინა, რომლის მისაღებადაც შიმპანზეს ადენოვირუსია გამოყენებული. მასში ჩანერგილია კორონას დნმ. ანტისხეულების გამოყოფა იწყება 7 დღის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 14 დღეში, რაღაც დროის მერე იწყებს კლებას და 56 დღეში სართოდ აღარ არის, ამიტომ ეფექტის გასახანგრძლივებლად საჭიროა მეორე დოზაც

_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინით აცრას გართულებები მოჰყვა

_ ვაქცინაციას ბევრი ალერგიული რეაქცია მოჰყვა. იყო ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებიც. პირველივე დღეებში გამოაცხადეს ინგლისელებმა, რომ არ აძლევენ რეკომენდაციას, ამ ვაქცინით აცრან ალერგიული ადამიანები და რომ იქ, სადაც ვაქცინაცია მოხდება, უნდა მოეწყოს რეანიმაციის ოთახები. იყო ინფორმაცია სიკვდილის შესახებაც, მაგრამ შემდეგ უარყვეს. აგრეთვე, გაირკვა, რომ მისი ეფექტიანობა ძალიან დაბალია, განსაკუთრებით 60 წლის ზევით, ხოლო 70 წლის ზევით საერთოდ არ მოქმედებს. ამის გამო ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა ან შეზღუდა მისი გამოყენება. სამხრეთ აფრიკამ განაცხადა, რომ იქ გავრცელებულ ახალ შტამზე ვაქცინა არ მოქმედებს და ამოიღო ხმარებიდან. შვეიცარიამ თავიდანვე უარყო “ასტრაზენეკა”, რადგან ჩათვალა, რომ არ არის არსებული ინფორმაცია მის შესახებ საკმარისი და დამაკმაყოფილებელი.

იმისათვის, რომ ხალხმა ნებაყოფლობით გაიკეთოს ეს აცრა, გვაჯერებენ, რომ კორონა მონსტრია და ჩვენი ცხოვრების განუყრელი კოშმარი იქნება, რომელთან ცხოვრებაც მოგვიწევს და გადარჩენის ერთადერთი პირობა ვაქცინაა. მწარმოებლები გვაფრთხილებენ, რომ ვაქცინა არ დაგვიცავს ინფიცირებისგან. ის მხოლოდ შეამსუბუქებს მიმდინარეობას. ჩემთვის ეს არგუმენტი მიუღებელია, რადგან არავინ იცის, ვის როგორ შეხვდებოდა აცრის გარეშე.

ვირუსი არც ისეთი საშიშია და ამას აცხადებს ჩვენი ზოგიერთი ინფექციონისტიც. ლევან რატიანი, დიდი ხანია, ამას ამბობს, გვაიმიდებს: ნუ გეშინიათ, თუ დაგემართათ, მოგარჩენთო, ვიცით, როგორც გიმკურნალოთო. ჩვენმა ექიმებმა თავიდან მიაგნეს მკურნალობის სწორ ტაქტიკას, რაც შედეგებმაც დაადასტურა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩვენგან გადაეღოთ მკურნალობის ტაქტიკა, თითი დაგვიქნიეს: როგორ გაბედეთ და პაციენტები იაფიანი წამლებით მოარჩინეთო! და ეს წარმატება ბევრი უსიამოვნების მიზეზი შეიქნა.

ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ეს ვაქცინები აღიარებულია ჯანმოს მიერ. იმას კი არ აზუსტებენ, რაც ინსტრუქციაში წერია _ არ არსებობს დღეისათვის არც ერთი ლიცენზირებული ვაქცინა! ისინი დაშვებულია ჯანმოს მიერ მხოლოდ სასწრაფო (ექსტრემალური) გამოყენებისთვის. კლინიკური გამოცდა გრძელდება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here