ხუთი წლის ბიჭი ნაპრანუმის აბორიგენების თემიდან, რომელიც ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთის სანაპიროზე სახლობს, 10-13 წლის ოთხმა ბავშვმა პლაჟზე შეიტყუა და გააუპატიურა.
ბიჭი ისე ცუდად შეიქნა, რომ ექიმების სასწრაფო დახმარება დასჭირდა. ნიშანდობლივია, რომ ეს არასრულწლოვანთა მიერ უმცროს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამონაკლისი შემთხვევა არ არის, _ ხაზგასმით აღნიშნავს The Daily Mail..
მასმედიის მონაცემებით, ინციდენტი 2020 წლის 1 ივლისს მოხდა. ნაპრანუმის თემი შეძრა 5 წლის ბიჭზე არასრუწლოვანების კოლექტიურმა თავდასხმამ. ყმაწვილები დააპატიმრეს.
მედია იუწყება, რომ თავდასხმა ისე დაუნდობელი იყო, რომ აუცილებელი შეიქნა მსხვერპლის დაუყოვნებლივ გადაყვანა კერნსის საავადმყოფოში, რომელიც სანაპიროდან 800 კილომეტრით არის დაშორებული.
ეს სექსუალური დანაშაული დაემთხვა 14 წლის წინანდელ საზარელ ფაქტს, როცა 13-დან 25 წლამდე 9 მამაკაცმა 10 წლის გოგონა კოლექტიურად გააუპატიურა მეზობელ ორუკუნის თემში, რომელიც ნაპრადუმიდან სამხრეთით 40 კილომეტრით არის განლაგებული და ავსტრალიის უღარიბეს, დანაშაულის ჩადენისა და უმუშევრობის მაღალი დონით გამოირჩევა.
ასეთი ინციდენტი რუსეთშიც ხდება. მაგალითად, შარშან, ზაფხულში კალუგის მხარეში 14 წლის ყმაწვილმა 6 წლის ბიჭი გააუპატიურა.
საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, მოძალადე არასრუწლოვანი რამდენიმე წელიწადს კოლონიაში გაატარებს.
ბავშვთა კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტმა ასეთი შემთხვევები ორი მიზეზით ახსნა: პირველი. მშობლების მხრიდან სუსტი კონტროლი, რომელიც აუცილებელია წინაპუბერტატულ პერიოდში შესვლის გამო, როცა ამოქმედებას იწყებს ჰორმონები.
მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ტრავმა _ სექსუალური ძალადობა ან მშობლების მიერ აგრესიული და მკაცრი მოპყრობა. თავისი ქცევით ბავშვი ცდილობს, გამოხატოს, რომ ძლიერია.
სექსუალური ძალადობა ყმაწვილურ პერიოდში ხორციელდება არა სურვილის მისაღწევად და საკუთარი სიამოვნებისთვის, არამედ სუსტზე დომინირების მიზნითა და მსხვერპლზე კონტროლის დასამყარებლად. ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობს სოციალური პრობლემები, კონფლიქტების დაძლევისა და თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების უუნარობა.