შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანების დაჭრაში ბრალდებული 1 ექსპერიმენტული სკოლის მისწავლეა.
პირველი არხის ინფორმაციით, უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ პირი, ვინც დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანა ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექიმის ცნობით, არ იგეგმება ქირურგიული ჩარევა.
საავადმყოფოში იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.