Home ახალი ამბები არასრულწლოვანების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

არასრულწლოვანების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

1719

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანების დაჭრაში ბრალდებული 1 ექსპერიმენტული სკოლის მისწავლეა.

პირველი არხის ინფორმაციით, უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ პირი, ვინც დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანა ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის ცნობით, არ იგეგმება ქირურგიული ჩარევა.

საავადმყოფოში იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here