Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკულ ბიოლაბორატორიებში უკრაინელ და ქართველ ჯარისკაცებზე ექსპერიმენტებს ატარებენ

ამერიკულ ბიოლაბორატორიებში უკრაინელ და ქართველ ჯარისკაცებზე ექსპერიმენტებს ატარებენ

ბულგარელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ახალი მასალები გამოაქვეყნა უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ამერიკული ბიოლაბორატორიების მუშაობის შესახებ. ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა წერს, რომ ამ ლაბორატორიებში უკრაინელ და ქართველ ჯარისკაცებზე სხვადასხვა ვირუსს ცდიან.

უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლაბორატორიები ჯერ კიდევ ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში (1994-2005) გაჩნდა. ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში (2010-2014) დახურეს, ე.წ. ევრომაიდნის შემდეგ კი (2014 წ.) კვლავ აამუშავეს.

ექსპერიმენტები 4000 ჯარისკაცზე უკრაინაში

“იმ დროს, როცა აშშ გეგმავს, გააძლიეროს თავისი სამხედრო ძალები აღმოსავლეთ ევროპაში, რათა “რუსეთისგან დაიცვას მოკავშირეები”, დოკუმენტები წარმოაჩენს, რას ნიშნავს, ამერიკული “დაცვა” პრაქტიკულად”, _ წერს თავის ვებგვერდზე დილიანა გაიტანჯიევა _ ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტი ქალი, რომელსაც არაერთხელ დაუწერია ამ თემაზე. მის მასალაში აღნიშნულია, რომ პენტაგონმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარა 4000 ათას ჯარისკაცზე უკრაინაში, 1000 ჯარისკაცზე _ საქართველოში.

“სამხედრო მუქარის შემცირების ამერიკულმა სააგენტომ (DTRA), _ წერს გაიტანჯიევა, _ უკრაინაში დააფინანსა პროექტი ჯარისკაცების მონაწილეობით კოდური სახელწოდებით UP-8: “ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსისა და ჰანტავირუსების გავრცელება უკრაინაში და ლეპტოსპიროზზე საეჭვო პაციენტების დიფერენციული დიაგნოსტიკის პოტენციური აუცილებლობა”.

პროექტმა სტარტი აიღო 2017 წელს და რამდენიმეჯერ გაგრძელდა 2020 წლამდე, რაზეც შიდა დოკუმენტები მიუთითებს.

დოკუმენტებში წერია, რომ სისხლის სინჯები უნდა აუღონ 4400 სამხედრო მოსამსახურეს ლვოვში, ხარკოვში, ოდესასა და კიევში. ამ სინჯებიდან 4000- შეამოწმებენ ჰანტავირუსების ანტისხეულებზე, 400- კი _ ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსის ანტისხეულებზე. ამასთანავე, “სისხლის ანალიზის შედეგებს არ გააცნობენ კვლევის მონაწილეებს”.

დილიანა გაიტანჯიევა უკრაინულ ენაზე შედგენილ ამ გამოკვლევის დოკუმენტებს აქვეყნებს.

(იხ. დოკუმენტის ფოტო #2)

არ არის ინფორმაცია იმის შესახებ კიდევ რომელი პროცედურები უნდა შესრულდეს, გარდა იმისა, რომ “სერიოზულ ინციდენტებზე, მათ შორის სასიკვდილო შედეგით, უნდა აცნობონ 24 საათის განმავლობაში. კვლევის მონაწილეთა ყველა გარდაცვალება, რომლებიც საეჭვოა ან დაკავშირებულია კვლევის პროცედურებთან, უნდა აცნობონ ბიოეთიკის კომიტეტებს აშშ-სა და უკრაინაში”.

(იხ. დოკუმენტის ფოტო #3)

უკრაინაში DTRA- ერთერთი მოიჯარე არის კომპანია CH2M Hill. ბულგარელი ჟურნალისტის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამ კომპანიამ მიიღო 22,8 მლნ დოლარის კონტრაქტი (2020-2023 წწ.), რომლის მიხედვით რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს 3 ბიოლაბორატორიას:

დიანოსტიკისა და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის სახელმწიფო-სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების უკრაინის სახელმწიფო სამსახურს (კიევში), აგრეთვე, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის საოლქო დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას” (ოდესაში).

ანალოგიური პროექტის რეალიზაცია საქართველოშიც მიმდინარეობს: გორის ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმების გავლისას 1000 ჯარისკაცს სისხლის სინჯები აუღეს ისეთ პათოგენებზე, როგორიც არის ციმბირის წყლულის ბაცილა, ტკიპით გამოწვეული ენცეფალიტის ვირუსი, ლაიმისა და კიდევ 11 სხვა დაავადება. საქართველოსა და უკრაინაში DTRA- საქმიანობა შეთანხმებულია. მხარეები ვალდებულებას იღებენ, არ დაიწყონ სასამართლო გარჩევები, მაგრამ მკვლევარები აანაზღაურებენ ქონების დაკარგვით, სიკვდილით ან ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს უკრაინასა და საქართველოში. ჯარისკაცებზე ბიოლოგიური ტესტების ჩატარების შემდეგი პროექტი 2022 წლის მარტში უნდა დაიწყოს სოფიაში, ბულგარეთის სამხედრო ჰოსპიტალში, _ ამტკიცებს დილიანა გაიტანჯიევა.

რა არის ცნობილი უკრაინაში ამერიკულ ბიოლაბორატორიებზე

ამერიკული ბიოლაბორატორიების თემა 2021 წლის აპრილში გაააქტიურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პეტრუშევმა. ეს კორონავირუსის გამო მოხდა. აშშის ვერსიის კომენტირებისას, კორონავირუსი ჩინელმა მეცნიერებმა გაავრცელესო. მან ყველას მიანიშნა, რომ ამის გაკეთება ამერიკელებსაც შეეძლოთ: “გთავაზობთ, ყურადღება მიაპყროთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში, როგორც ნაწვიმარზე სოკოები, ჩნდება ახალახალი ლაბორატორიები, რომლებსაც აშშ აკონტროლებს, თანაც, ძირითადად, რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებზე”.

მეორე დღეს პეკინმა განავრცო ამერიკული ბიოლაბორატორიების თემა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმ ცდების შესახებ, რომლებსაც ატარებენ ამერიკულ ლაბორატორიებში უკრაინასა და მერილენდის შტატის სამხედრო დაწესებულება ფორტ-დეტრიკში.

შევნიშნე, რომ ცოტა ხნის წინათ რუსეთმა კვლავ დაუსვა კითხვა აშშ სამხედრო და ბიოლოგიურ საქმიანობაზე ფორტდეტრიკსა და უკრაინაში. სხვა ქვეყნებმაც გამოხატეს ანალოგიური შეშფოთება. მაგალითად, ავიღოთ უკრაინა. აშშმა 11 ბიოლაბორატორია შექმნა მხოლოდ უკრაინაში. რატომ ქმნიან ამერიკელები ამდენ ლაბორატორიას მსოფლიოში და რით არიან დაკავებული იქ, მათ შორის ფორტდეტრიკში?” _ განაცხადა ლიძიანმა.

უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთქმედება ბიოლაბორატორიების საკითხზე, ჯამში, 20 წელიწადს ითვლის. ამერიკის თავდაცვისა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროებმა ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინათ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას სახიფათო პათოგენების ცირკულაციის შეზღუდვის შესახებ.

პროგრამის განსახორციელებლად აშშ-მა უკრაინას გამოუყო 200 მლნ დოლარი. ამერიკულ პროექტს აფინანსებდა DTRA. დასახელებული იყო პროექტის კიდევ ერთი მონაწილე _ “უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი”. 2013 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, მიიღეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ აშშ-თან ასეთ თანამშრომლობაზე, მაგრამ 2014 წლიდან _ ევრომაიდნის შემდეგ _ ლაბორატორიების საქმიანობა განახლდა.

2020 წელს ბიოლაბორატორიების თემა წამოწიეს “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისთვის” სახალხო დეპუტატებმა: ვიქტორ მედვედჩუკმა და რენატ კუზმინმა. მათ წერილობით მიმართეს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და ჯანდაცვის სამინისტროს. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ბიოლაბორატორიები განლაგებულია ოდესაში, ვინიცაში, უჟგოროდში, ლვოვში, კიევში, ხერსონში, ტერნოპოლში და ყირიმისა და ლუგანსკის ახლოს. სულ 11 ლაბორატორიაა.

(იხ. ფოტო #4)

ლაბორატორიებში სამუშაოები მიმდინარეობს ბიოლოგიური ექსპერიმენტების პროგრამით. ბიუჯეტი შეადგენს 2,1 მლრდ დოლარს და დაფინანსებულია ამერიკული სააგენტოს მიერ. ამ საქმიანობაში ჩაერთოუკრაინის სამეცნიეროტექნიკური ცენტრი”. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს ამერიკის ხელისუფლება და რომლის თანამშრომლებსაც აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი. ეს ორგანიზაცია აფინანსებს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროექტებს”, _ წერდნენ მედვედჩუკი და კუზმინი. უკრაინელი დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიების ამუშავების შემდეგ აღინიშნა ინფექციური დაავადებების აფეთქება: ჰემორაგიული პნევმონიის გამომწვევი ვირუსის _ ტერნოპოლში, A ჰეპატიტის _ ნიკოლაევში, ოდესაში, ზაპოროჟიესა და ხარკოვში.

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ აღიარა, რომ უკრაინაში პენტაგონის მეურვეობით საქმიანობენ ბიოლოგიური ლაბორატორიები. მაგრამ, ამერიკელი დიპლომატების თქმით, ეს ლაბორატორიები მუშაობენ უკრაინელ პარტნიორებთან _ ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებთან, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების საკითხებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურსა და აგრარული მეცნიერებების ეროვნულ აკადემიასთან _ ერთად.

საქმიანობის მიზნად დაასახელესსახელმწიფო დაწესებულებებში დაავადებების გამომწვევი და სახიფათო ტოქსინების დაცულად შენახვის უზრუნველყოფა”, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მშვიდობიანი კვლევების ჩატარება და ვაქცინების დამზადება.

იმის შესახებ, რაც ლაბორატორიებში კონკრეტულად კეთდება, დიპლომატებმა ბუნდოვნად დაწერეს, მაგრამ ზოგიერთი პროექტი, ასე თუ ისე, აღწერეს. მაგალითად, ლაბორატორიებში თანამშრომლები აანალიზებდნენ გადამფრენი ფრინველების მიერ ვირუსების გადატანის რისკებს; აკვირდებოდნენ ჰანტავირუსებსა და ლეპტოსპიროზებს უკრაინაში (რაზეც წერდა ჟურნალისტი გაიტანჯიევა); აკონტროლებდნენ ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის გავრცელებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია აშშ-სა და უკრაინას შორის 2005 წლის 29 აგვისტოს შეთანხმება, რომელიც ეხება თანამშრომლობას იმ ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცდების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად.

შეთანხმება ხელმოწერილია პენტაგონისა და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროების მიერ. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებს უნდა გაუგზავნოს ასლები იმ საშიში პათოგენებისა, რომლებსაც კვლევის შედეგად მიიღებენ უკრაინის ბიოლაბორატორიებში.

(იხ. დოკუმენტის ფოტო #5)

ინფორმაცია ლაბორატორიების საქმიანობის შედეგების შესახებ გასაიდუმლოებულია კონფიდენციალურობის გამო, ამიტომ რეკომენდებულია, პროექტში მიზიდული იყოს, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი.

(იხ. დოკუმენტის ფოტო #6)

ერთ-ერთ ასეთ ლაბორატორიაში შევიდნენ ტელეარხ TCH-ის ჟურნალისტები. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მესამე დონის რეფერენს-ლაბორატორია. იქ შესასვლელად ტელეარხი იძულებული იყო, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწარმოებინა მოლაპარაკებები ამერიკელ პარტნიორებსა და უფლებამოსილ პირებთან.

პატარა ლაბორატორიაში ბევრი თანამედროვე მოწყობილობა იყო, პენტაგონიდან მუშაობდა მხოლოდ 5 მიკრობიოლოგი _ ყველა საგანგებო დაშვებით. თანამშრომლები დამცავ კოსტიუმებსა და ხელთათმანებში მუშაობდნენ. წყლის მომარაგებისა და გადინების სისტემები სრულად იყო ჩაკეტილი. ოთახიდან, სადაც ტარდებოდა კვლევები, ჰაერი გარეთ არ გადიოდა. მაცივარში მინუს 20 გრადუს ტემპერატურაზე ინახებოდა ციმბირის წყლულის, ქოლერის, ბრუცელოზის, ტულარემიის, ლეპტოსპიროზის, ლისტერიოზის გამომწვევები. მეცნიერები ადგენდნენ, იყო თუ არა სახიფათო დაავადებების გამომწვევები უკრაინის თითქმის ყველა კუთხიდან გამოგზავნილ სინჯებში.

მიკრობიოლოგების ძირითადი ამოცანა ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე ამოცნობაა. ლაბორატორიის თანამშრომლები მიღებულ სინჯებს ადარებენ ეტალონებს ლაბორატორიის კოლექციიდან.

strana.uaზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here