Home რუბრიკები პოლიტიკა “ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში დგას ქორვაჭარი”

“ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში დგას ქორვაჭარი”

2366
იაკობ კედმი

იაკობ (იაშა) კედმი ისრაელის გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწეა. 1992-1999 წლებში ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურნატივს”, არის სამხედროპოლიტიკური და საერთაშორისოპოლიტიკური საკითხების აღიარებული ექსპერტი. 14 აპრილს მიწვეული იყო ტელეარხ ЦТის პროგრამაშიცოდნის უფლებადა უპასუხა რუსი ექსპერტების შეკითხვებს. ამ თოქშოუს გადმოქართულებულ საგაზეთო ვარიანტს ვთავაზობთსაქართველო და მსოფლიოსმკითხველებს. თემა: ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ურთიერთობა ამ მოვლენების ფონზე.

_ ამერიკის მეთაურობით შექმნილი კოალიციის სირიაზე თავდასხმის პრაქტიკული შედეგი ერთია: დამასკოს ბიოლოგიური ინსტიტუტის განადგურება, _ დაბეჯითებით აცხადებს კედემი და დასძენს, რომ რაკეტებით სირიისქიმიური ობიექტებისდაბომბვას წინ უსწრებდა ტრამპის დისკუსიები ამერიკელ სამხედროებთან, ინგლისელებთან და ფრანგებთან.

_ სამხედროებს არ სურდათ შეტევა, რადგან ამ ოპერაციას შეიძლებოდა გამოეწვია რუსეთთან შეტაკება. ინგლისელები მოითხოვდნენ, ემოქმედათ ისე, რომ რუსები არ გაეღიზიანებინათ.

როგორი იყო რუსეთის რეაქცია?

არავის უთქვამს, რომ რუსეთი დაიცავდა სირიას ან დამასკოს, ან სირიის საჰაერო სივრცეს. ითქვა მხოლოდ, რომ დაიცავდა სირიაში მყოფ რუს ჯარისკაცებს.

ტრამპი ხელებს შლიდა და ყველას არწმუნებდა _ არა და არა, ეს თავდასხმა არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგო.

ფორმალურად ასეც იყო.

შეკითხვასთეთრი ჩაფხუტებისმიერ ქიმიური დაბომბვის ინსცენირებული ტელესიუჟეტის შესახებ იაკობ კედემიმ უპასუხა:

_ დღეს ცინიზმი იმ ზომამდე მივიდა, რომ ფაქტები საერთოდ არავის აინტერესებს. ტრამპს სურდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ შესწევს ძალა ქადილისა და შეუძლია მკაცრად მოეპყროს რუსეთს.

“თეთრი ჩაფხუტები” ბრიტანეთის კრეატურაა, მისი შექმნილი და ორგანიზებულია და იგი მართავს.

სირიაზე თავდასხმით აშშ-მა, ინგლისმა და საფრანგეთმა თავიანთი კერძო მიზნები განახორციელეს. ტრამპმა თავის ამომრჩევლებს დაანახვა, რომ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ალფა-მამრია… იგი ასეთი იყო ყოველთვის. ქალბატონმა მეიმ გვაჩვენა, რომ ბრიტანეთი “არ მომკვდარა”, ჯერ კიდევ რაღაცის ქმნა შეუძლია და ბრიტანეთის ლომივით დაიბრდღვინა. მაკრონმა კი დაგვარწმუნა, რომ საფრანგეთი დიადია და საფრანგეთის არმია კვლავაც არსებობს.

ტრამპის გაგზავნილჭკვიანრაკეტებს სირიის დაძველებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პირობებში უკეთესი შედეგებისთვის უნდა მიეღწია. ეს უკვე ამერიკელების პრობლემაა. თუ ისინი აპირებენ იმავე პრიმიტივიზმით იმოქმედონ რუსეთისა და ჩინეთის ჰაერსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების წინააღმდეგ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მე არ ვურჩევ!

 _ ტრამპი ამბობს, რომ მისია შესრულებულია, ძნელია წარმოიდგინო ამაზე ბრწყინვალე შედეგები, ყველა მიზანი მიღწეულიაო.

_ იმას, რასაც ტრამპი, მეი და მაკრონი ამბობენ, რეალობასთან შემთხვევითი შეხებაც არ აქვს. ისინი ლაპარაკობენ იმას, რისი თქმაც სურთ. სრულიად არ აინტერესებთ, სწორი და დასაბუთებული თუ არის, რასაც ამბობენ. დაკარგეს არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ელემენტარული პატიოსნების უკანასკნელი ნარჩენები და გადააჭარბეს ცინიზმის ყველა ნორმას. არ დაელოდნენ სირიის ქალაქ დუმაში სპეციალურად გაგზავნილი ექსპერტების ჯგუფის კვლევის შედეგებს და დაარტყეს. ფაქტები არ აინტერესებთ. თუ ფაქტები არ ემთხვევა მათ ნათქვამს, მით უარესი ფაქტებისთვის! ამიტომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იყო თავდასხმის შედეგები.

ხომ გახსოვთ, რა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ერაყის შესახებ? _ ჩვენ გავიმარჯვეთო. ერაყი, ახლო აღმოსავლეთი და სრულიად მსოფლიო დღემდე ცახცახებს ამ “გამარჯვების” კვალზე. მან (პრეზიდენტმა) თქვა, რომ გაიმარჯვეს, ომი კი დღემდე გრძელდება და მისი არმიის ჯარისკაცები იღუპებიან, აქაც და ავღანეთშიც. მათ კი გაიმარჯვეს(!).

_ რუსეთისა და აშშის შეტაკება ამჯერად, მადლობა ღმერთს, თავიდან ავიცილეთ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შეტაკება მომავალში არ მოხდეს?

_ ვურჩიო რამე სხვა ქვეყნებს, ჩვეულებად არ მაქვს. ეს დამოკიდებულია თქვენს (რუსეთის) ინტერესებზე, თქვენს შეფასებაზე, თქვენს შესაძლებლობებზე.

ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ბევრს რომ ლაპარაკობენ და ბევრს ყვირიან, მოჩვენებითობაა, რაც სისუსტის ბრალია. როცა გაკეთების თავი არ აქვთ, ალაპარაკდებიან, აყვირდებიან, ეს უძალობაა. სირიაში რაიმე პრაქტიკული საქმის გაკეთება ამერიკელებს არ შეუძლიათ, მაგრამ სურთ, გამკეთებლებად წარმოგვიდგნენ, და ასეც იქცევიან. ამიტომ ეს ვარიანტი (თავდასხმა) პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს ნიშნავს, უსარგებლოა და წუთითაც ვერ შეაფერხებს სირიის ტერიტორიის გათავისუფლებას ასადის არმიის მიერ.

რას გააკეთებენ მომავალში (კოალიციის წევრები)? _ კვლავ ილაპარაკებენ.

აქვე შევნიშნავ: ამერიკელებმა რუსეთის პრეზიდენტის გონიერება პრიმიტიულად შეაფასეს. არ დაიწყებსო ომს, ასეთი წვრილმანის გამო არ გააკეთებს იმას, რასაც თვითონ (ამერიკელები) სჩადიან.

ასეთია მათი შეფასების ერთი მხარე.

მაგრამ არის მეორე მხარეც. რუსეთს სურს იყოს დიდი სახელმწიფო _ “ველიკაია დერჟავა”, რუსეთს შეუძლია იყოს “ველიკაია დერჟავა”. თუ რუსეთი არ იქნება “ველიკაია დერჟავა”, რუსეთი არ იქნება საერთოდ. “ველიკაია დერჟავად” ყოფნა კი ავალდებულებს, შესაბამისად იმოქმედოს, ამიტომ, თუ რუსეთს მართლა სურს, იყოსველიკაია დერჟავა”, ასეთი უტიფრობა, უმნიშვნელოც კი, მან არ უნდა მოითმინოს.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

რუსეთმა იცოდა, რომელ მიზნებს დაარტყამდნენ კოალიციის წევრები. იცოდა და ელოდა შეტევას.

როცა რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი ამბობდა, რას დაიცავდნენ, ამით იმაზეც მიანიშნებდა, რას არ დაიცავდა რუსეთი. რუსეთს შეეძლო სხვა ობიექტების დაცვა, იქ თავისი ჯარის ნაწილების გაგზავნით, თუნდაც სიმბოლურად, ორიოდ კაცის რაოდენობით, და ამერიკელებისთვის ეცნობებინა ამის შესახებ, მაგრამ რუსეთი ასე არ მოიქცა თავისი ინტერესებისა და მოსაზრებების გამო. ეს კი იმის დამამტკიცებელია, რომ რუსეთმა ზუსტად იცოდა, სად შეუტევდნენ (ამერიკელები) და სად _ არა. იგი დაინტერესებული იყო, არ დაერტყათ იქ, სადაც მას არ სურდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ ღირდა, შეეტია თავდამსხმელებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ, სხვა სიტუაციაში იმავეს გააკეთებს. ის, რომ მათ (აშშის კოალიციას) რუსეთის რეაქციის ეშინია, ერთმნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად მაინც ამერიკელები უფრთხიან. ერთმნიშვნელოვნად ასეა.

როცა რუსეთის პრეზიდენტი და გენერალური შტაბის უფროსი ლაპარაკობენ თავიანთ იარაღზე, არ უნდა ვაიძულოთ, გამოცადონ ეს იარაღი, არავინ უნდა დარჩეს იმის იმედად, რომ რუსები ყოველთვის ზეფრთხილად იმოქმედებენ და ყოველთვის აპატიებენ ნებისმიერ უტიფრობას, ვინც უნდა იყოს თავხედი.

_ ჩვენ უკვედაგვარწმუნეს”, რომ მაკრონი ნაპოლეონია, მეი _ დაბერებული ლომი, ტრამპი კი _ მაჩო. რა მოჰყვება ასეთ თავდაჯერებას? ერთი წლის შემდეგ კვლავ უნდა ეძებონ მიზნებად ახალი ფარდულები, რომლებსაც ისე დაარტყამენ, რომ რუსეთს არ შეეხონ?

_ საზღვრები რუსეთმა უნდა გაავლოს: სადამდე აპირებს უტიფრობა მოითმინოს? თუ ჩათვლის, რომ ახალი პროვოკაცია მისი ყურადღების ღირსი არ არის, მოიქცევა ისე, რისი მოწმენიც ამჯერად ვიყავით.

_ ამერიკელები რას გააკეთებენ?

_ გააკეთებენ იმას, რის უფლებასაც რუსეთის არმია მისცემს.

_ სამხედრო თვალსაზრისით, გასაგებია, მაგრამ სტრატეგიულად რა სურთ?

_ დასავლეთის პოლიტიკოსებზე ლაპარაკი იმ ვითარებაში, რომელსაც დასავლურ დემოკრატიას ვუწოდებთ, მათ სტრატეგიაზე (ეცინება)?! მათი სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში, ამიტომ სახელმწიფო სტრატეგიაზე მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ამერიკის გარკვეულ წრეებს სტრატეგიად ჰქონდათ 2018-2020 წლებამდე რუსეთზე აბსოლუტური სამხედრო უპირატესობისთვის მიღწევის მიზანი: იმის გამო, რომ ძველი, ქალამნიანი რუსეთი, რომელიც დაანგრიეს და გაძარცვეს, არაფრის შემძლე არ არის, ჩვენ, ბირთვული იარაღის ახალი თაობის, რაკეტების ახალი თაობის გამოყენებით, ფლოტის გაძლიერებით, რომელიც რუსეთს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, შევძლებთ ამ მიზნის განხორციელებასო.

ახლა ნახეს, რომ არ გამოსდით. ერთი ნაწილი ამბობს, უნდა დავფიქრდეთო, მაგრამ მას ყურს არავინ უგდებს. ამბობენ, უნდა გავძლიერდეთო.

სცადონ.

მაგრამ მათი ძირითადი მიზანი, რუსეთი კი არა, ჩინეთია.

საქმე ის არის, რომ ძლიერი რუსეთის არსებობის პირობებში ჩინეთის დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ ამჟამად გადაუდებელი ამოცანა რუსეთის მოცილებაა. თუ 2030 წლამდე ჩინეთს ვერ შევაჩერებთ, ამბობენ ამერიკელი სპეციალისტები, 2030 წლის შემდეგ მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში დგას ქორვაჭარი, ფსიქოლოგიით წვრილი ვაჭარი, მაგრამ დიდი ფულის პატრონი. რას ამბობს იგი ჩრდილოეთ კორეის შესახებ?

_ ჩვენ ვიყიდით ჩრდილოეთ კორეას. ფული სჭირდება? _ მივცემთ.

რას ამბობს რუსეთზე? _ თქვენ (რუსეთს) გაქვთ სუსტი ეკონომიკა, რომელსაც კიდევ უფრო დავასუსტებთ. თუ გსურთ, დაგეხმარებით, მაგრამ ამისთვის ყური უნდა დაგვიგდოთ. მას არაფერი გაეგება ეროვნული ინტერესების. მისი ინტერესები შემოსაზღვრულია ყიდვა-გაყიდვით. მსგავსი ფსიქოლოგიის პატრონი კი გამოიყენებს იმ საშუალებებს, რომლებიც გააჩნია.

აშკარაა, რომ აშშის პოლიტიკა მიმართულია რუსეთის დელეგიტიმაციისკენ, დასუსტებისკენ, მისი სრული ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური იზოლაციისკენ. აქეთ მივდივართ.

საერთაშორისო პოლიტიკაში რიტორიკას უეჭველად უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ მთავარი მაინც მოქმედებაა.

ასადი გამოყენებული იყო სიტყვის მასალად, მაგრამ უკანასკნელი (და მთავარი) სიტყვა იყო პუტინი. ასეთია პოლიტიკური რიტორიკა. გარჩევა უნდა შეგვეძლოს.

ამერიკელი სამხედროებისა და ამერიკის პრეზიდენტის კამათი, ამერიკელების საფუძვლიანი შიში, რომ ქვეყანა შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეს რუსეთთან საომარ კონფლიქტში, ისინი კი ამისთვის მზად არ არიან, არ სურთ, რადგან ძალიან საშიშია, ამაზე ლაპარაკი უკვე ქმედების სფეროს განეკუთვნება. სწორედ ეს აჩერებს ამერიკელებს.

რაც სურთ, ის ილაპარაკონ. ამისთვის არსებობს პროპაგანდა, კონტრპროპაგანდა. გაეროში არიან რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენლები. იდისკუსიონ, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი არ განსაზღვრავენ პოლიტიკას. პოლიტიკას პოლიტიკური საუბრები არ ქმნის, პოლიტიკას პოლიტიკური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, ამ გადაწყვეტილებების რეალიზაციით იქმნება პოლიტიკა.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, კარგმა, პატიოსანმა გენერალმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა: “ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა განისაზღვრება ამერიკის არმიის ძლიერებით”.

მათი პოლიტიკა მხოლოდ ძალას ეყრდნობა, ძალას კი ძალითვე უპასუხებენ. ასეთია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი გადარჩენის კანონი. თანაც ისეთი ძალით საჭიროებს პასუხის გაცემას, რომელიც გამეორების სურვილს წაუხდენს მოძალადეს.

ამერიკელების მცდელობა რომელიმე ქვეყანაში რეჟიმის შესაცვლელად ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდებოდა ყველასთვის და ამერიკელებისთვისაც.

_ ნაპოლეონის გამოთქმას: “დიდი ბატალიონები ყოველთვის მართლები არიან”, ხომ არ ეყრდნობა ძალისმიერი პოლიტიკა? ლიონ ფეიხტვანგერის რომანშიიუდეველების ომიარის ფრაზა: “აღმოსავლეთში მიზნისკენ ყველაზე უფრო დახლართულ გზებს მივყავართ”. შეიძლება იგივე ითქვას დღევანდელ აღმოსავლეთზე?

_ ყველა მიიჩნევს, რომ იგი (რუსეთი) სწორ ნაბიჯებს დგამს სირიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს აღსადგენად, რაც სამართლიანია და, რაც უფლებას აძლევს, ჰქონდეს თავისი სამხედრო ბაზები სირიის ტერიტორიაზე. სამხედრო ძალების აქ განლაგებით იგი ახერხებს, გააწონასწოროს ნატოსა და აშშ-ის მეექვსე თუ მეხუთე ფლოტების ყოფნა ამ რეგიონში.

სირიის საკითხის გადაწყვეტა იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რუსეთის დიპლომატია, რომ საუდის არაბეთმა აღიაროს სირია. თუ ამას მიაღწევს, ყველა საკითხი გადაიჭრება ახლო აღმოსავლეთში.

_ დართავს კი აშშ საუდის არაბეთს ამის ნებას?

_ რუსეთს აქვს შესანიშნავი თვისება: შეუძლია ელაპარაკოს ყველას _ ირანს, ისრაელს, სირიას, საუდის არაბეთს… ყველას ახლო აღმოსავლეთში. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს ამის შესაძლებლობა.

რატომაა, რომ იაპონია, შტატების ერთგული მეგობარი, ასე შეყვარებულია პუტინსა და რუსეთზე? რა დაემართათ იაპონელებს?

_ ეჭვობენ, რომ ამერიკელები მათ დაიცავენ ნებისმიერ სიტუაციაში. გარშემო მიმოიხედეს: ვინ ჰყავთ მეზობლად, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ? ასეთი რუსეთი აღმოჩნდა. რუსეთიც მეგობრად უნდა მოეკიდოს იაპონიას, რადგან მას შეუძლია მთელი ამ წრის კვადრატურის საკითხების მოგვარება.

_ წავა ამერიკა სირიიდან ისე, როგორც ვიეტნამიდან წავიდა?

_ სანამ წავიდოდნენ, ერთი წლით ადრე, ამერიკელები იფიცებოდნენ: სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთო. ვიეტნამი რომ წაქცეულიყო, მთელი აღმოსავლეთი წაიქცეოდა დომინოს პრინციპით. ეს იყო მათი (ამერიკელების) ვიეტნამში შესვლის მიზეზი.

რატომ წავიდნენ ამერიკელები ლიბანიდან? ფრანგებიც წავიდნენ ამერიკელებზე ადრე. ჩვენც წავედით. ლიბანის ავანტიურა 1000-ზე მეტი დაღუპული დაგვიჯდა.

რატომ ვერ ყოფენ ამერიკელები ცხვირს სომალიში, ამ პრიმიტიულ სახელმწიფოში? _ იმიტომ, რომ ვერაფერი მოიგეს. მოგება რომ ჰქონოდათ, დარჩებოდნენ. იარაღს თუ გაყიდდნენ _ დარჩებოდნენ, მაგრამ არ შეუძლიათ იქ დარჩენა, რადგან აშშის არმიას, როგორც ერთ დროს პენტაგონმა განაზოგადა, არ შეუძლია ერთზე მეტი სერიოზული სამხედრო კონფლიქტის წარმოება მსოფლიოში.

ერთადერთი სერიოზული სამხედრო კონფლიქტი, რომელიც შტატებს აქვს, არის ჩინეთთან დაპირისპირება. მათ არ აქვთ ძალა, მოედონ ევროპას, რომელიღაც სირიას, უკრაინას ან გვატემალას. არ აქვთ.

_ აბა, რისთვის ირჯებიან პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები?

_ 2019 წელს მთავრდება უკანასკნელი, 70 მილიარდი ევროს ტრანში. როგორ მიიღონ კიდევ, დამატებით? სულ ეს არის მათი სადარდებელი.

შეკითხვას _ ტრამპის გავლენით პენტაგონი ალოგიკურად იწყებს ლაპარაკს _ სარაკეტო დარტყმა მხოლოდ ლოკალურ ამოცანას ითვალისწინებდა _ ქიმიური იარაღის ობიექტების განადგურებას, და რომ აშშ სულაც არ არის დაინტერესებული ასადის რეჟიმის შეცვლით, კედმიმ უპასუხა:

_ ეს ნიშნავს, რომ ძლიერდება მისი გავლენა აშშ-ის პოლიტიკაზე. დაე, ილაპარაკონ, რაც სურთ. ვის აინტერესებს! ან, როგორც ერთ ძველ ებრაულ ანეკდოტშია, თქვენც ილაპარაკეთ! თუ ლაპარაკობენ მოქმედების ნაცვლად, კარგია. თუ მათ გადაწყვიტეს, ეს (ლაპარაკი) წარმოგვიდგინონ “ისლამური სახელმწიფოს”, სატანის წინააღმდეგ ბრძოლად, ესეც მათი საქმეა.

აი, ჩავესი დადგა გაეროს ტრიბუნაზე ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, რომ სატანა ლაპარაკობდა მის გამოსვლამდე. ისიც ებრძვის სატანას, აზროვნების იგივე დონეა… არასოდეს დამწყვეტია გული, როცა შემინიშნავს, რომ ჩემი მოწინააღმდეგე უგნური იყო. მხოლოდ გამხარებია.

_ ამერიკელები ამბობენ, სირიაზე დარტყმით გავანადგურეთო ქიმიური იარაღის ინდუსტრია.

_ გაანადგურეს? კარგია! ალილუია! დამშვიდნენ, წავიდნენ და დალიონ ვისკი.

საგაზეთო ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

2 COMMENTS

  1. ამერიკის სათავეში დგას ლომი , რომელსაც პუტინი ვერ აჩერებს და ესაა სიმართლეა , ეს ადამიანი კი რა თამაშს თამაშობს ეგაა საინტერესო რადგან მისი ქვეყანა ამერიკის მთავარი მოკავშირეა , ეს ერთ – ერთი ებრაული სპეცსამსახურის ყოფილი მეთაური რომელიც ახლა უცბდა რუსეთის ძმა და მეგობარი გახდა? ტრამპი არის ლომი რომელიც ასე აკლდა მსოფლიოს პოლიტიკას. პუტინს წინ ძალიან მძიმე 7 წელი ელოდება და ძალიან საინტერესოა კორუმპირებული რუსული ეკონომიკა ამ წნეხს როგორ გაუძლებს. არადა წნეხი ძლიერდება და ძლიერდება! 🙂

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here