Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელები განგაშს ტეხენ

ამერიკელები განგაშს ტეხენ

3429
ამერიკელები განგაშს ტეხენ

40 ფაქტი, რომლებიც ამტკიცებს, რომ ამერიკის მორალური კრახი კონტროლს აღარ ექვემდებარება

  1. ამერიკაში მოკლეს 60 მილიონი ბავშვი მას შემდეგ, რაც 1973 წელს მიიღეს გადაწყვეტილება საქმეზე როუ უეიდის წინააღმდეგ. ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ამ საქმიანობას ქვეყანაში აბორტის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი დაფინანსებით. აბორტმახერები და მათთან გარიგებული მაფია გარდაცვლილი ბავშვების ორგანოებით ვაჭრობენ. პარალელურად მსჯელობენ ამოკვეთილი ორგანოების გამოყენების პრობლემაზე.
  2. Quinnipiac Unicersity-ის გამოკვლევის თანახმად, რომელიც შარშან ჩატარდა, ამერიკელების 63 პროცენტს სურს, რომ აბორტებთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში უცვლელად დარჩეს.
  3. ამერიკა მსოფლიოში ლიდერობს სექსუალური გარყვნილების კუთხით.
  4. ამერიკელები ამჟამად ოპიოდების გადამეტებული დოზის მიღებით უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ავტოავარიების შედეგად.
  5. ქალაქ ბალტიმორში ყოველი მეოთხე ბავშვი ოპიოიდ ნარკომანად იბადება.
  6. ნარკოტიკების გადამეტებული დოზით მიღება 50 წლამდელი ამერიკელების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გახდა.
  7. მაკდონალდსი მსოფლიოში ერთ დღეში 70 მილიონამდე ადამიანს კვებავს. ქვეყნის წამყვან პორნოსაიტში 78 მილიონზე მეტჯერ შედიან.
  8. მოზარდთა მიერ მშობიარობის დონე აშშ-ში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქვეყანაში.
  9. CDC-ის მონაცემებით, დაახლოებით 110 მილიონი ამერიკელი ამჟამად ვენერიული სნეულებით არის დაავადებული.
  10. CDC იუწყება აგრეთვე, რომ აშშ-ში ყოველწლიურად ვენერიული დაავადებით 20 მილიონამდე ადამიანი სნეულდება.
  11. აშშ-ში დაქორწინებული წყვილების რაოდენობამ, რომლებსაც შვილები ჰყავთ, ეს-ესაა მიაღწია 56-წლიან მინიმუმს.
  12. გაეროს ხალხთა დასახლების ფონდის მონაცემებით, აშშ-ში ქორწინების გარეშე მშობიარობის რაოდენობა 40 პროცენტს უდრის. 1970 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 10 პროცენტი იყო.
  13. დღეს აშშ-ში ყოველი მესამე ახალშობილი ცხოვრობს უმამოდ.
  14. მთელი მსოფლიოს “ციხეების მოსახლეობის” დაახლოებით ერთი მეოთხედი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
  15. იმ დროისთვის, როცა ამერიკელ ბავშვს 18 წელი უსრულდება, მას ტელევიზიით დაახლოებით 40 000 მკვლელობა აქვს ნანახი.
  16. მაიოს კლინიკის გამოკვლევით, ამერიკელების თითქმის 70 პროცენტი ერთ რეცეპტულ პრეპარატს მაინც იღებს. გამაოგნებელია, რომ ამერიკელების 20 პროცენტი სულ ცოტა რეცეპტული პრეპარატით მკურნალობს.
  17. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად მოქალაქეებს ანტიდეპრესანტების 250 მლნ-ზე მეტ რეცეპტს უწერენ.
  18. აშშ-ში ამჟამად რამდენიმე მილიონი უსახლკაროა, მაგრამ ბევრ ქალაქში სულ უფრო მეტ კანონს იღებენ, რომლებიც მათ კვებას კრძალავს.
  19. ერთ-ერთი უახლესი გამოკვლევით, ერთი საშუალო ამერიკელი თვეში 86 საათს მობილურ ტელეფონს არის მიჯაჭვული.
  20. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი მოზარდების ერთ მესამედს ბოლო წელიწადის განმავლობაში არც ერთი წიგნი არ წაუკითხავს.
  21. ამერიკელები მატერიალური მომხვეჭელობით არიან შეპყრობილი და მზად არიან, ვალის უღელი დაიდონ იმის მისაღებად, რისი სურვილიც გაუჩნდებათ. ამ დროისთვის ამ ქვეყანაში ამოქმედებულია 480 მილიონი საკრედიტო ბარათი, რაც 2015 წლის მონაცემზე 13 პროცენტით მეტია.
  22. ამჟამად 37 მილიონი საკრედიტო ბარათის ანგარიშები აშშ-ში ვადაგასულია.
  23. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების მონაცემებით, 15-დან 24 წლამდე ყველა ამერიკელი ორალური სექსით ერთობა.
  24. აშშ-ში ყოველი მეოთხე მოზარდი გოგონა დაავადებულია მინიმუმ ერთი სენით, რომელიც სქესობრივი გზით გადადის.
  25. გამოთვალეს, რომ ყველა ინტერნეტტრაფიკის 30 პროცენტი ამჟამად მოზრდილთა საიტებს ხმარდება.
  26. პენტაგონის მონაცემებით, ახალგაზრდების 71 პროცენტს არმიაში სამსახურისთვის არ იღებენ ან იმის გამო, რომ ძალიან ტლუა, ან ძალიან მსუქანია, ან კრიმინალური წარსული აქვს.
  27. ქალაქმა სან-ფრანცისკომ 2018 წელს 5,8 მილიონი შპრიცი უფასოდ დაურიგა ნარკომანებს.
  28. შარშანდელი შვიდდღიანი უქმეების შემდეგ სან-ფრანცისკოში შეიტანეს 16000 ოფიციალური საჩივარი ადამიანის უამრავი ფეკალიის გასატანად, რომლებიც ქუჩებში იყო დაგროვებული.
  29. გადაუხდელი ვალდებულებების ჩათვლით აშშ-ის სახელმწიფო ვალი 222 ტრილიონი დოლარია.
  30. აშშ-ში თვითმკვლელობების დონე 2000 წელთან შედარებით ამჟამად 34 პროცენტითაა გაზრდილი.
  31. თვითმკვლელობები ამჟამად 15-დან 24 წლამდე ამერიკელების გარდაცვალების მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია.
  32. აშშ პირდაპირი გაგებით ანადგურებს ჩვენს პლანეტას. ვარაუდობენ, რომ პლასტმასის საერთო ოდენობა მსოფლიო ოკეანეებში 2050 წლისთვის ყველა თევზის ოდენობას გადაწონის.
  33. დღეისთვის აშშ-ში აღრიცხულია 85000-ზე მეტი სქესობრივი დამნაშავე.
  34. ყოველწლიურად დასაბადებელთა რაოდენობა, რომლებსაც აბორტების შედეგად კლავენ, დაახლოებით იმდენივეა, რაც აშშ-ის მიერ წარმოებულ ყველა ომში დახოცილი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა.
  35. ამერიკელი ქალების დაახლოებით ერთმა მესამედმა აბორტი 45 წლამდე გაიკეთა.
  36. დაახლოებით 3000 ამერიკელი დაიღუპა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 11 სექტემბერს. ყოველდღიურად 3000-ზე მეტი ბავშვი იღუპება აბორტების შედეგად (ყველა ფორმატის აბორტის ჩათვლით).
  37. ერთი ფრიად გამაოგნებელი გამოკვლევით დადგინდა, რომ ყველა აბორტის 86 პროცენტი კომფორტისთვის კეთდება.
  38. აშშ-ში ყოველ კვირაში საშუალოდ 100-ზე მეტი ეკლესია იხურება.
  39. საშუალო ასაკის ამერიკელების მხოლოდ 37 პროცენტი რეგულარულად დადის ეკლესიაში.
  40. “რელიგიური” ამერიკელების რაოდენობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 266 პროცენტით შემცირდა.

6 COMMENTS

  1. რა სისულელეებს წერთ. ქვენი აზრით გამოდის რომ ამერიკელები უზნეო და გაუნათლებელი ხალხი, სირცხვილია!

  2. ამავე დროს რუსეთი მსოფლიო სიწმინდის კერაა.
    ეს უნდათ თქვან ამერიკის მაგინებლებს

  3. საქართველოში აბორტები რამდენია?
    მილიონ დაუბადებელ ბავშვს კლავენ
    ანუ ყველა ქალი იკეთებს აბორტს
    ეს ერის სიკვდილია

  4. მსოფლიოში ყველაზე გახრწნილი და გაფუჭებული ქვეყანა ამერიკაა
    და აქეთ მიყავთ კურსი ჩვენ პოლიტიკოსებს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თემური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here