Home სხვადასხვა დაიჯესტი ამბოხებული ამერიკა _ შიში, ძალადობა, სიძულვილი…

ამბოხებული ამერიკა _ შიში, ძალადობა, სიძულვილი…

ამბოხებული ამერიკა _ შიში, ძალადობა, სიძულვილი...

2 ივნისს აშშის ათეულობით ქალაქში კომენდანტის საათი დააწესეს, მაგრამ არც საპროტესტო აქციები შეწყვეტილა და არც ძალადობა. დემონსტრაციები, რომლებიც 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა გამოიწვია, გრძელდება. ჯორჯ ფლოიდიმინეაპოლისის ერთერთი რესტორნის მცველი _ პოლიციელებს დაკავებისას შემოაკვდათ.

“აქციები, რომლებიც ძირითადად მშვიდობიანია, საღამოობით მასობრივ არეულობებში გადაიზრდება ხოლმე ძალადობისა და მაროდიორობის გამოყენებით”, _ იუწყება “ამერიკის ხმა”. 2 ივნისს დემონსტრაციები გაიმართა ლოს-ანჯელესში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში. დედაქალაქში გამართულ აქციაში რამდენიმე კანონმდებელიც მონაწილეობდა, მათ შორის, ელისაბედ უორენი, რომელიც ადრე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პრეტენდენტი იყო დემოკრატიული პარტიიდან. ნიუ-იორკში ათასობით ადამიანმა 86-ე ქუჩაზე ჩაიარა ჯორჯ ფლოიდის სახელის სკანდირებით. წესრიგს ასობით პოლიციელი იცავდა. ჰიუსტონში, ჯორჯ ფლოიდის მშობლიურ ქალაქში, მისი მეგობრებისა და ოჯახის მიერ ორგანიზებული მარში გაიმართა. მშვიდობიანი დემონსტრაციის დასრულების შემდეგმშვიდობიანი დემონსტრანტებისმონაწილეობით დაიწყო ძარცვა და მაროდიორობა. დემონსტრანტები ამტვრევდნენ ვიტრინებს და ძარცვავდნენ მდიდრულ მაღაზიებს ნიუიორკის მეხუთე ავენიუზე, ცეცხლი წაუკიდეს სავაჭრო ცენტრს ლოსანჯელესში. ხელისუფლების განცხადებით, სენტლუისში დემონსტრანტებმა დაჭრეს 4 პოლიციელი, ლასვეგასში _ 1, რომელიც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, კიდევ ერთი პოლიციელი დაჭრეს ნიუიორკში, ბრონქსში. სამხრეთ შტატებში კი დაიწყეს 1861-1815 წლების სამოქალაქო ომის გმირების მემორიალის აღება. 1 ივნისს მონტგომერში, ალაბამას შტატში, კვარცლბეკიდან ჩამოაგდეს კონფედერაციის გენერლის, რობერტ ლის, სტატუა. რიჩმონდის (ვირჯინიის შტატი) მერმა დემოკრატიული პარტიიდან _ ლევარ სტოუნიმ განაცხადა, რომ აღებული იქნება რობერტ ლის, კონფედერაციის პრეზიდენტ ჯეფერსონ ჯექსონის, კონფედერაციის გენერლების ქანდაკებები. “ამ სტატუების ჩამოგდება შესაძლებლობას მოგვცემს, დავიწყოთ რიჩმონდისა და ვირჯინიის ბევრი შავკანიანი მცხოვრებლის განკურნების პროცესი”, _ განაცხადა სტოუნიმ. _ რიჩმონდი აღარ არის კონფედერაციის დედაქალაქი. ის სავსეა მრავალფეროვნებითა და ყველას მიმართ სიყვარულით და ჩვენ ეს ყველას უნდა ვაჩვენოთ”.

კვარცხლბეკიდან აგდებენ და შეურაცხყოფენ არა მხოლოდ კონფედერაციის გმირების, არამედ გვიანდელი კონსერვატორების ქანდაკებებსაც.

პროტესტისა და არეულობების რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ში 11 ადამიანი დაიღუპა, დაკავებულია 4500 მანიფესტანტი. მათ ადანაშაულებენ მაროდიორობაში, კომენდანტის საათის დარღვევაში, გზების გადაკეტვაში, მანიფესტანტები კი, კომენდანტის საათის დაწესების მიუხედავად, ქუჩებს არ ტოვებენ. 3 ივნისს ვაშინგტონში, თეთრ სახლთან შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი სკანდირებდა: “ძირს თქვენი კომენდანტის საათი!”, “ჩვენ არ წავალთ!”

ამბოხებული ამერიკა _ შიში, ძალადობა, სიძულვილი...

ამბოხებული ამერიკა _ შიში, ძალადობა, სიძულვილი...

Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების არეულობები მოხდა იმ ქალაქებსა და შტატებში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები.

ყველგან, სადაც პრობლემებია, მმართველობის საჭესთან არიან არა რესპუბლიკელები, არამედ ლიბერალები დემოკრატიული პარტიიდან”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა. მან გააკრიტიკა მერები, რომლებსაც არ სურთ, თავიანთ ქალაქებში ეროვნული გვარდია შეიყვანონ, და მაგალითად მოიყვანა მინესოტა, სადაც ეროვნულმა გვარდიამ ერთ დღეში ჩაახშო პროტესტი და აღადგინა წესრიგი.

უფრო ადრე აშშის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ არეულობების დაწყების ინიციატორი იყომემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები”, “ანტიფასტერორისტული ორგანიზაციის ჩათვლით”, _ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში 31 მაისს. იმავე დღეს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკინანმა თქვა, რომანტიფასაქტივისტებიპროტესტების მნიშვნელოვანი ელემენტია”.

“ანტიფა” _ ეს არის მოძრაობა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ გამოდის და მას ნაციონალისტად და ანტიმუსლიმანად მიიჩნევს. მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი, ავტორი წიგნისა “ანტიფა: ანტიფაშისტების ცნობარი”, ისტორიკოსი მარკ ბრეი აღნიშნავს, რომ მოძრაობის აქტივისტები ეწევიან საგანმანათლებლო კამპანიას, ქმნიან საზოგადოებრივ კოალიციებს, აკონტროლებენ ფაშისტებს, ცდილობენ მათზე ზემოქმედებას, რათა არ ჩაატარონ ღონისძიებები, ვარჯიშობენ, რათა ფიზიკურად დაუპირისპირდნენ რადიკალ მემარჯვენეებს, როცა ეს აუცილებელი იქნება”.

“ანტიფას” ჯგუფებს კოორდინაციას უწევს ნაკლებად ცნობილი ორგანიზაცია One Peoples Project, OPP (ერთობლივი სახალხო პროექტი), რომელიც თავს ანტიფა CIA-ს (antifa CIA) უწოდებს. მათი მთავარი ამოცანა კონსერვატორების დევნა და მათზე კომპრომატების შეგროვებაა.

პორტალ Capital Research Center-ის რეპორტიორი ეშლი გოლდბერგი წერს, რომ OPP-ს ხელმძღვანელობს ვინმე დერილ ლემონტ ჯენკინსი. ორგანიზაცია მალავს შემოსავლის წყაროებს და თავს არიდებს გადასახადების გადახდას. OPP-ის ვებგვერდზე ავის მომასწავებელი ფორმულირებაა: “სიძულვილს აქვს შედეგი”. ჯენკინსი განმარტავს, რომ OPP სდევნის არა მხოლოდ რასისტ თეთრებსა და ფაშისტებს, არამედ ჩვეულებრივ კონსერვატორებსაც. ჟურნალ ჭირედ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დაიტრაბახა, რომ შეუძლია დაანგრიოს ადამიანების ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ OPP დიდი არ არის, ის ფუნქციობს, როგორც ოპერატიული ცენტრი, სადაც “ანტიფას” მომხრეებს შეუძლიათ შეიტყონ, ვინ არიან “რასისტები”, შეეცადონ “ფაშისტების” მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლას.

“OPP-მა ბევრი კონსერვატორი და ლიბერალი აქტივისტი გამოაცხადა პოლიტიკურ მტრად, რომლებიც უნდა შეიყვანონ რასისტების ყველასთვის ხელმისაწვდომ გალერეაში”, _ წერს ეშლი გოლდბერგი.

“ანტიფას” აქტივისტები იცვამენ შავ სამოსელს და იკეთებენ ნიღბებს. მათ ჩაამსხვრიეს კალიფორნიის უნივერსიტეტის ფანჯრების მინები და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. ასე ჩაშალეს მემარჯვენე აქტივისტების გამოსვლები. “ანტიფამ” გააპროტესტა დონალდ ტრამპის გამოსვლა პორტლენდში _ ქვები დაუშინეს პოლიციის შენობას, სამართალდამცველებმა კი ცრემლმდენი ყუმბარებით უპასუხეს”.

ტელეარხი CNN რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდაანტიფასაქტივისტების ვინაობის დადგენას, მაგრამ მათი უმრავლესობა უარს ამბობდა ნიღბის მოხსნასა და სახელის გამჟღავნებაზე. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის შეიტყვეს, რომანტიფასბევრი წარმომადგენელი მილენიალენია (თაობა, რომელიც დაიბადა 1981- 1996 წლებში). ისინი, როგორც წესი, არიან უდოკუმენტო იმიგრანტები, ტრანსსექსუალები, დაბალი შემოსავლის მქონე პირები.

როგორც ჩანს, CNN-ის ჟურნალისტები ელაპარაკნენ “ანტიფას” რიგითებს, ხოლო ისინი, ვინც ამ მოძრაობის უკან დგას, ჩრდილში რჩებიან, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მინესოტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე არეულობების მომწყობთ უწოდეს გაწაფული ქალაქელი პარტიზანების ქსელი”.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები იყენებენ “ანტიფას” მსგავს ტაქტიკას, რომ ანტიფა აქეზებს ძალადობას და მონაწილეობს “შიდა ტერორიზმში”.

ყველაფრის მიუხედავად, ამერიკელმა ძალოვანებმა მხარი არ დაუჭირეს ტრამპის მცდელობას, “ანტიფა” გამოეყვანა განტევების ვაცად და პროტესტი ჩაეხშო ეროვნული გვარდიისა და სამხედრო ქვედანაყოფების ძალებით. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ “არ აქვს ცნობები, რომ “ანტიფა” დაკავშირებულია ძალადობასა და საპროტესტო აქციებთან, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო.

აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გენერალმა ჯეიმს მეტისმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და პენტაგონის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მარკ ესპერი. “ჩვენ უნდა უარვყოთ ნებისმიერი წარმოდგენა ჩვენს ქალაქებზე, რომლებიც “ბრძოლის ველზე”, სადაც სამხედროებს უპირატესობა უნდა ჰქონდეთ, _ დაწერა მეტისმა თჰე Aტლანტიც ჭედნესდაყ-ში, _ პროტესტის მიმართ ჩვენი პასუხის მილიტარიზაცია შექმნის კონფლიქტს სამხედროებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის”.

ესპერის რეაქციამ არ დააყოვნა. 3 ივნისს მან ტრამპის მიერ ამბოხების შესახებ 1807 წლის კანონის გამოყენების მუქარის კომენტირებისას განაცხადა, რომ წინააღმდეგია შეიარაღებული ძალების გამოყენებისა პროტესტების ჩასახშობად. ესპერის თქმით, ამ კანონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ “განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში”, ახლა კი ასეთი ვითარება არ არის. მაგრამ ცნობილი შეიქნა, რომ მარკ ესპერმა შეცვალა გადაწყვეტილება 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის საბრძოლო მზადყოფნის გაუქმების შესახებ. ეს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფი, რომლის ბაზაც მერილენდსა და ვირჯინიაშია, ახლა ბრძანებას ელოდება.

დაპირისპირება ტრამპის გუნდსა და სამხედროებს შორის აშშ-ის პრეზიდენტს არ აძლევს საპროტესტო აქციების მონაწილეებზე იოლი გამარჯვების მოპოვების შანსს, ეს კი ამერიკას ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს უქადის. გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი, ჰადსონის უნივერსიტეტის პროფესორი უოლტერ რასელ მიდი The Wall Street Journal-ში წერს, რომ “ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო დაარწმუნა ბევრი უცხოური ქვეყნის დედაქალაქი, რომ ამერიკელი საზოგადოება შევიდა უუნარობისა და ქაოსის პერიოდში, ხოლო აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას უკვე აღარ შეუძლია მტკიცე ლიდერობის უზრუნველყოფა საერთაშორისო საქმეებში”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here