პუბლიცისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსახიობების ხელფასების თემაზე აგორებულ სკანდალს და ასევე გამოეხმაურა მსახიობის ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი განიხილავს საკუთარ შემოსავლებს.
„არ მინდოდა ამ აღდგომის დღეებში ამის დაწერ მაგრამ.. პრინციპში უკვე ჩავლილია დღესასწაული და… ვერც ვითმენ, რომ არ ვთქვა…
ისეთ ინტერვიუს გადავაწყდი ერთ-ერთ საიტზე. მაგრად მიტყდება აი, ასეთი ტიპები სხვებსაც რომ უფუჭებენ საქმეს… ბევრი მეგობარი მყავს მსახიობი… მათ რომ უტეხენ სახელს აი, ასეთი გნიდებ ი ეს მიტყდება.
ფრაგმენტი ინტერვიუდან:
“- თქვენ რუსთავი2 სერიალში გიხდიდათ კარგად, როგორც ამბობენ…
– კარგად? დღეში 150 ლარი მეძლეოდა პირადად მე. სხვებს ზუსტად არ ვიცი. ეგ არის კარგი გადახდა? თვეში ყველაზე დიდი 1 700 ლარი გამომდიოდა.
– სხვა შოუც მიგყავთ იმავე ტელევიზიაში..
– ჰო, მერე? ჰა, ერთი მაგდენიც იქიდან. ეგ კარგი შემოსავალია?
ბიჯო! კიდევ ვუსვამ ხაზს – მსახიობების ხელფასების გაზრდის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ!
მაგრამ ამ დამშეულ ქვეყანაში რომ 3 400 ლარი მხოლოდ ერთი ტელევიზიიდან გქონია ყოველთვიურად… და ამბობ – “ეგ რა ჩემი ფეხების შემოსავალიაო”!
არ გრცხვენია ????
ამაზე საზოგადება გაღიზიანდება აბა რა იქნება?
არ დამიწყონ ახლა ვიღაც ტუტუცებმა – “ჯ ი ბ ე შ ი რატომ უძვრებიო და რატომ უთვლიო”, როდესაც ადამიანი საჯაროდ ტირის – მიშველეთ! შიმშილით ვკვდებიო! – ის უკვე თავად გიბიძგებს თავისი ჯიბისკენ და ფაქტობრივად უფლებას გაძლევს დაუთვალო!
ჩვენ არ მივვარდნივართ იქით არავის სახლში და ქუჩაში არ დავხვედრივართ – შენი ჯიბე მანახეო!!!! ეს პრობლემა უნდა გაიყოს ორ ნაწილად! ცალკეა და სხვა არის მსახიობების ხელფასების თემა!
მაგრამ საერთოდ ცალკეა ის “კონცერტი”, რაც ჩაატარეს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მამა-შვილი ყიფშიძეები კვდებიან თურმე შიმშილით! აი, ეს მართლა სამარცხვინო იყო და ვინც რა უნდა ის თქვას, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ იყო მართლა დაკვეთა “ნაცებისგან”!!!!
ადამიანს რამდენიმე ათასი რომ აქვს შემოსავალი და საქვეყნოდ მოთქვამ ს – “შიმშლით ვკვდებიო” სხვა რა შეიძლება იფიქრო აბა?
კიდევ ვიმეორებ – სხვა თემაა მსახიობების ხელფასების მომატების თემა! და სხვა თემაა ეს – “ტრაგედიების” უღირსი თამაში!
ძალიან ბევრ ღირსეულ მსახიობს ვიცნობ და ვმეგობრობ მათთან! და ამიტომ ვწერ ამას, რასაც ვწერ!”- განაცხდა სვანიძემ საკუთარ პოსტში.
chveulebriv adamians girseba araaqvs, tu rogor ggoniat? arian adamianebi zalian girseuli adamianebi, romeltac 100lari aqvt pensia. kidev xazs vusvav bevrat girseulebi vidre bevri msaxiobia.es xalxi chumat arian imitom rom……………
Bakur martali xar, magram ici ra??? Amdeni nichieri, kartveli da msmishvili cal-calke rom ibrdzvit stkvit, kalmit, televiziit RODEMDE??? Rodemde unda icxovros erma da berms monobashi??? Amaze gipokriat ?????