Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ალუჩის ფასებზე კი არ უნდა იღადავოთ, ხელში ორი აგური გეჭიროთ და მესამეს...

ალუჩის ფასებზე კი არ უნდა იღადავოთ, ხელში ორი აგური გეჭიროთ და მესამეს ეძებდეთ!

ჟურნალისტი: გელა ზედელაშვილი
სოციალურ ქსელში ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის“ ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ჰოლანდიურ ალუჩაზე პოსტი სათაურით “და აი, დადგა ის ნანატრი წუთებიც. დღეიდან საშუალება გაქვთ შეიძინოთ უგემრიელესი ალუჩა. ცნობისთვის, ალუჩა მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს. გუდვილი – ცხოვრება გემრიელია!”, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიზეზი კი ხილის ფასია. როგორც ირკვევა, ალუჩა 100 გრამიანი შეფუთვით იყიდება და ფასი 10.90 ლარია. როგორც ჰიპერმარკეტის გვერდის ადმინისტრატორი აღნიშნავს, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული. ხილი “გუდვილის” ყველა ფილიალში იყიდება.

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჰიპერმარკეტ “გუდვილში” დახლზე გსაყიდად გამოტანილი ჰოლანდიური ალუჩის ფასზე ატეხილ აჟიოტაჟს.

“გუდვილში” ალუჩა 109 ლარი ღირსო!

ეგ რა არი, აზერბაიჯანში 1052 ლარი ადევსო. ლარი ვერ ედება, ალბათ, მანათია!

…და რატომ მეტი არ ღირს – 2, 3, ან 4 ათასი?!

ჯერ ერთი, ალუჩა შეიცავს ძვირფას ლითონებს:)))))))))))

მეორე – ფეხმძიმე ცოლი რომ მოგთხოვს, 109 ლარს კი არა, 500 ლარსაც სიხარულით მისცემ. ეტყობა, იყიდება და ამიტომაც ადევს ასეთი ფასი. მიწოდება მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რომ არ იყიდებოდეს ამ “გაძვალტყავებულ” საქართველოში, არც დაადებდნენ, გიჟები ხომ არ არიან?!

მესამე – კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რატომ ათასები არ ღირს საქართველოში ალუჩა? რა, შარშან სპეციალური მეურნეობები გავმართეთ და სამაცივრე სისტემები ავამუშავეთ?!

მეოთხე – ამ ზამთარს 1 კილო მწვანილი რომ 20 ლარი ღირდა და ახლა 1 კონა ტარხუნა 5 ლარი ღირს, “რაზვი ეტა ნარმალნა”?!

ამას წინებზე სოფელში ჩემი სიძე მეუბნება, ტარხუნა თბილისიდან ჩამოვატანინე “სპეცზაკაზით”, აქ ვერ ვიშოვეო. ტარხუნა “სპეცზაკაზით” თბილისიდან სოფელში, გესმით?! :)))))))))))))

თქვენ, ალუჩის ფასებზე კი არ უნდა იღადავოთ, ხელში ორი აგური გეჭიროთ და მესამეს ეძებდეთ!

ადრე ერთი დოკუმენტური ფილმი ვნახე, რა საოცრებებს ახდენენ ისრაელში, სადაც ჰუმუსს, ანუ მიწის ზედა ფენასაც კი ყიდულობენ უცხოეთის ქვეყნებში და ასე მოჰყავთ წელიწადში ორი მოსავალი. მართლები არიან ებრაელები, როცა თავიანთ მიწაზე არ გვიშვებენ და ყოველდღიურად “გვადეპორტებენ”. ამ მიწიდან რომ იმ მიწაზე წახვალ, დასარეპორტებელი კი არა, დასახვრეტი ხარ!

ამავე დოკუმენტურ ფილმში ვნახე და თვალებს არ დავუჯერე – ებრაელებს ვენახებიც კი აქვთ სათბურებში, ზამთარში იწევენ ყურძენს!

ჩვენთან თესლი შემთხვევით რომ დაგივარდეს, ამოდის, მაგრამ ეგეც არ გვინდა. მერე ვტირით, უცხოელები მოდიან, არიქა, გავქრებითო. გასაქრობი უნდა გაქრეს, შენ არ მიხედავ საკუთარს? სხვა მოვა და მიხედავს!

არ დამიწყოთ, ხელშეწყობა არ გვაქვს, ბიძინა ივანიშვილი ფულს არ გვაძლევსო. მწვანილი რომ უნდა მოიყვანო სოფელში და შენი სამყოფი მაინც გქონდეს, ამას არ სჭირდება არანაირი ხელშეწყობა და მთავრობის ჩარევა!

ეგრეა და მართლა ძალიან მიკვირს, “გუდვილში” ალუჩა, მინიმუმ, 2 ათასი ლარი რატომ არ ღირს?!“- წერს ზედელაშვილი.

 

 

12 COMMENTS

  1. ყველას თბილისში და ბათუმში რომ უნდა ცხოვრება ეგ მისი ბრალია ჩემო ქართველებო.სოფელში ცხოვრება არავის მოწონს,გაზარმაცებულია ყველა, თითო ოროლა მოხუცების იმედად დარჩენია სოფლები და რა მწვანილზეა და ალუჩიზ მოყვანაზე საუბარი..ევროპიდან რაში გვჭირდება ხილის შემოტანა ჩვენი მადლიანი მიწების პატრონს…

  2. მართალი ბრძანდებით,მე ქალაქიდან ჩავდივარ სოფელში და მომყავს კიტრი.პომოდორი და ყველანაირი მწვანილი ,ზოგიერთი იქ მცხოვრები კი ხელსაც არ ანძრევს,მერე ბღავიან მშივრები ვართ და ცოციალური მოგვიხსნესო……

  3. სახელმწიფო მოწყობაზე ვიფიქროთ, სოფლელობა გოიმობას არ გავუტოლოთ და ტარხუნასაც მოვიყვანთ და ალუჩაც გვექნება მაისში; არც ბავშვები დაგვიწყდება შიმშილითა და უპატრონობით.

    • სწორია!
      ეს სვეტი ქალაქელები სოფლელს დებილის სინონიმად იყენებენ და როცა მოშივდებათ იი, რატომ არ თესავთ სოფელში? იი რატომ არ რგავთ სოფელში? ფუუ ,

  4. აი, როგორ თავს ვიკავებ-ხოლმე კომენტარებისგან, მაგრამ ვერა რააა…კი მაგრამ, რაც ისრაელში პროდუქტი მოყავთ, როგორ გგონიათ, რომელიმე ჯამრთელობისთვის სასარგებლოა? იმიტომაა მოსახლეობის უმრავლესობა დაავადებული და გადავსებულია ათასგვარი დაავადებით, საავადმყოფოები, ყველა ასაკის ადამიანებით. გასაუბრების რიგში რომ ჩაეწერო, თვეობით ლოდინი გიწევს. ისრაელი ეს ის შემთხვევაა, როცა მაგ საკითხში შედარება ყოვლად საფუძველს მოკლებულია. ,,სხედან ახლა ჩვენი ,,მიჩურინები,, და უკურკო ავოკადოს ჯიშის გამოყვანაზე მუშაობენო,,-ერთ-ერთი ებრაელი ამბობს. ან ის ჰოლანდიური ალუჩა, ხელოვნურად გამოყვანილი, რამდენად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ეგ ცალკე თემაა…

  5. xeli unda gavandzriot!!sofeli aravis agar unda!!stambulshi alucha 800 lari girda,visac unda ikida!ra moikalit tavii!!vitom aluchaa problema da sxva kvelaferi gitarasavitaa ackobili!!!

  6. Agurma miiqcia yuradgeba ratomgac unda gechirot da edzebdet ki ara gvechiros. Da mtlianad ro exla sulyvelafers bolo aqvs mogebuli kargad da natlad chans. Ukan ukan ro midis qveyanac da xalxic. Qveynidan gasvlazev ro gaqvt saubari mitxarit chem xut kvadrtaul miwaze moyvanili tarxunit vinaxot taviii?? Tqveni jibit nu gansazgvravt raa. Imaze ras ityvit 20 da 25 wlis bichebi ro usaqmurobit arian gadaglili? Kriminali gaizardao kide imaze aqvt gartuleba aba ra moxdeba erti mitxarit rodesac quchis meti saqme ar aqvs axalgazrdas?? Nu mokled me eset temebze ar meyofa mteli cxovreba ro vilaparako dzalian vgozianebdi mitumetes am mtavrobis shemxedvare sityvas ro sityvaze ver abamen.

  7. ისევ გლეხი არის დამნაშავე.თურმე ზარმაცია.შევარდნაძემ მიწები რომ დაარიგა 90-ანებში იმერეთში , მაშინ რატომ არ იყო ზარმაცი. პომიდორი და ვაშლი 5 თეთრად შეგეზლოთ გეყიდათ,მაგრამ სამაგიეროდ შაქარს და ზეთს ძვირად აძლევდი. მგაზრობის ფასიც ძვირი იყო.დარბოდა გლეხი, უნახავმა არა ნახა, დაეხარბა მიწას (შევარდნაძემაც ეს სპეციალურად გააკეთა, მელიამ,თავის თავი თვითონ ირჩნინონო და ჩვენც გადაგვარჩინონო) , ხოდა ამდენ სირბილში გაძვრა ტყავი გლეხს.შეუჩვეველი იყო ამდენი მიწის დამუშავებას და თან ტექნიკის გარეშე და ზოგი გაიქცა საზღვარგარეთ, ზოგი კი დაავადმყოფებული დადის, ზოგიც გარდაიცვალა უდროოდ.ხოდა ამგენის შემხედვარე და ამბების მომსწრე ახალგაზრდები (რომელთან ბავშობაც ამ გაჭირვებაში გავიდა,შრომა არ აკლდათ, საჭმელი კი) რას იზამენ,თუ კარგია შრომა , ჩამოდი და იმუშავე ,ურტყი თოხი ამ გაქვავებულ მიწას,რომელსაც ხან წყალი წყურია, ხან მზე

  8. ისევ გლეხი არის დამნაშავე.თურმე ზარმაცია.შევარდნაძემ მიწები რომ დაარიგა 90-ანებში იმერეთში , მაშინ რატომ არ იყო ზარმაცი. პომიდორი და ვაშლი 5 თეთრად შეგეზლოთ გეყიდათ,მაგრამ სამაგიეროდ შაქარს და ზეთს ძვირად აძლევდი. მგაზრობის ფასიც ძვირი იყო.დარბოდა გლეხი, უნახავმა არა ნახა, დაეხარბა მიწას (შევარდნაძემაც ეს სპეციალურად გააკეთა, მელიამ,თავის თავი თვითონ ირჩნინონო და ჩვენც გადაგვარჩინონო) , ხოდა ამდენ სირბილში გაძვრა ტყავი გლეხს.შეუჩვეველი იყო ამდენი მიწის დამუშავებას და თან ტექნიკის გარეშე და ზოგი გაიქცა საზღვარგარეთ, ზოგი კი დაავადმყოფებული დადის, ზოგიც გარდაიცვალა უდროოდ.ხოდა ამგენის შემხედვარე და ამბების მომსწრე ახალგაზრდები (რომელთან ბავშობაც ამ გაჭირვებაში გავიდა,შრომა არ აკლდათ, საჭმელი კი) რას იზამენ,თუ კარგია შრომა , ჩამოდი და იმუშავე ,ურტყი თოხი ამ გაქვავებულ მიწას,რომელსაც ხან წყალი წყურია, ხან მზე

  9. Rom idzaxit mtavroba ra shuashia gaandzrie xelu da geshvelebao glexs xelshewkiba unda sazvargaret tavis mokvanil produqts rom abareben uxdian fuls da ara kaoukebs ugdeben mand glexi mosavlistvis imdenvs xarjavs ro zogjer im tanxasac ver igebs amitom gamorbian soflidan aba anazgaureba ondet tu datoveben sofels shepirebebi icis chvenma mtavrobam magram shesruleba aviwkdebat soflemi maxsovs unda aekvavebinat

  10. israels ro edrebi.amxela qveyana da soflis meurneobashi ert erti sauketesoa. msoflioShiyvavilebis eqsportshi israeli pirvel 5 ulSia. da naTias rogor ara israelShi qimias miirtmeven da CvenTan naturalurs. “aralegalis tvalit danaxuli israeli”:) israeli msoflio lideria sicoxlis xangdlivobit.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here