Home ახალი ამბები მსოფლიო აზიური დიალოგი: რაზე მსჯელობენ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადივოსტოკში

აზიური დიალოგი: რაზე მსჯელობენ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადივოსტოკში

აზიური დიალოგი

11 სექტემბერს ვლადივოსტოკში სტარტი აიღო აღმოსავლეთის ეკონომიკურმა ფორუმმა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთისა და აზიის ურთიერთობის განვითარების სფეროში.

ვლადივოსტოკში შეიკრიბნენ 60 ქვეყნის წარმომადგენლები _ რუსეთის 370 და სხვა ქვეყნების 300-ზე მეტი კომპანიის ხელმძღვანელები. ფორუმის ცენტრალური მოვლენა იქნება 12 სექტემბრის პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვლენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინ პინი, მონგოლეთის პრეზიდენტი ხალტმააგიინ ბატულგა, იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე, აგრეთვე, სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრი ლი ნაკ იონა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ფორუმის თემა _ “შორეული აღმოსავლეთი: შესაძლებლობების საზღვრების გაფართოება” _ ასახავს რუსეთის მისწრაფებას ეკონომიკური კავშირებისკენ აზია-წყნარი ოკეანის უზარმაზარ სივრცეზე. “შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში ბიზნესინიციატივების მხარდასაჭერად ჩვენ წინასწარ შევქმენით განვითარებისთვის საჭირო ტერიტორიები კომპანიებისთვის, მნიშვნელოვანი პრეფერენციებით, რათა აამუშავონ ახალი საწარმოები, რათა შეიქმნას საპორტო ზონა ახალი საბაჟო და საგადასახადო რეჟიმით _ თავისუფალი პორტი ვლადივოსტოკი. ამით ხელს შევუწყობთ ექსპორტისა და ტექნოლოგიური მოდერნიზაციისთვის განკუთვნილი მასშტაბური სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ეს ხსნის ფართო პერსპექტივას პარტნიორობისთვის, ვაჭრობისა და კაპიტალდაბანდებებისთვის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის, აგრეთვე, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მრავალფეროვან სტრუქტურებშიც.

აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმისადმი დიდ ინტერესს იჩენენ აზიის სახელმწიფოები. ყველაზე აქტიური მონაწილენი იქნებიან ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები.

გაიმართება ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამჟამად აშშ-ში აღინიშნება მკვეთრი პოლიტიკური რყევები, ევროპაშიც არ არის სტაბილური ვითარება. აზიაში კი, რომელიც განიცდის გარედან ინსპირირებული შტორმების გავლენას, მაინც სიმშვიდე სუფევს. რეგიონის მისწრაფება, რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოებთან ერთად განიხლოს მნიშვნელოვანი საკითხები და პროექტები, ფართო პერსპექტივას ხსნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here