ავღანეთის ხელისუფლებამ ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, 28 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა.
აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.