Home Uncategorized ავღანეთში 28 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ავღანეთში 28 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

1215
ავღანეთის ხელისუფლებამ ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, 28 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა.

აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here