Home რუბრიკები ისტორია ადოლფ ჰიტლერი და სტალინიზმის სხვა მსხვერპლნი

ადოლფ ჰიტლერი და სტალინიზმის სხვა მსხვერპლნი

სტალინი

ამა წლის ოქტომბრის ბოლოს მოსკოვში აკადემიკოსი სახაროვის სახელობის პროსპექტისა დასადოვოე კოლცოსგადაკვეთაზე უნდა აღიმართოს ხალხის შემოწირულობით აგებულისახალხო ძეგლისახელწოდებითგოდების კედელი”, რომელიც მიეძღვნება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას. მონუმენტის ავტორი გახლავთ თბილისელი კაცი, წარმოშობით სომეხი, რუსეთის სახალხო მხატვარი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული გიორგი ფრანგულიანი, ხოლო ამღრმად ფილოსოფიურიმონუმენტის იდეის ავტორია კიდევ ერთი სომეხი, ოღონდ მოსკოველი, რუსული პოლიტოლოგიისმნათობისერგეი ყარაგანოვი.

ბატონი სერგეი ყარაგანოვი 1995 წლიდან არის წევრი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოსთან არსებული კონსულტაციური კომიტეტისა, რომელსაც ბოლო ამოსუნთქვამდე თავმჯდომარეობდა ცნობილი გლობალისტი, პროგრესული ძალების მიერ კაცობრიობის მტრად აღიარებული დევიდ როკფელერი. სხვათა შორის, ზემოხსენებული საბჭო არის ყველაზე მძლავრი კერძო ორგანიზაცია, რომელიც ზეგავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, როკფელერების ხელისბიჭობასთან ერთად, ყარაგანოვი 2004 წლიდან არის მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ საფინანსო დაწესებულებასთან, “დოიჩე ბანკთან”, არსებული ალფრედ ჰერჰაუზენის საზოგადოების მზრუნველთა საბჭოს წევრიც…

“სახალხო ყულაბაში” უკვე შეგროვებულია 2 მილიონ 200 ათასი რუბლი. ყველაზე მეტი თანხა, ერთი მილიონი რუბლი, შეტანილი აქვს ცნობილი პროვოკატორის, დეზინფორმატორის, უნიჭო მწერლისა და “ზონის” დამსმენის _ ალექსანდრე სოლჟენიცინის შვილს _ ერმოლაი სოლჟენიცინს; ხოლო ყველაზე მცირე, 50 რუბლი, ამ “დიდებული” საქმისთვის გაიღო პენსიონერმა ქალაქ იოშკარ-ოლადან, რომელმაც რეკვიზიტზე ხელი მოაწერა, როგორც “რეპრესირებულის ქალიშვილმა”.

ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ყარაღანოვს: ხომ არ ფიქრობთ, ძეგლი დაუდგათ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მსხვერპლსო? ბატონმა სერგეიმ კითხვის შინაარსი ვერ გაიგო. ჟურნალისტმა აუხსნა, რომ სტალინიზმის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი არის ადოლფ ჰიტლერი, რომელიც სტალინმა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და, “ულვაშას” ხელში რომ არ ჩავარდნოდა, გერმანელი ხალხის საყვარელმა ფიურერმა ბუნკერის ერთ ბნელ ოთახში თავი მოიკლა. დაბნეულმა ყარაღანოვმა მხრები აიჩეჩა და თქვა, რომ მას მხედველობაში არ ჰყავდა ასეთი მსხვერპლი. მაშ, როგორი მსხვერპლი ჰყავდა პოლიტოლოგს მხედველობაში?

იქნებ სიცრუის მოციქულ იოზეფ გებელსს? ფაშისტური ევროპის მთავარ იდეოლოგსაც სტალინმა ჭკუა ისე უღრძო, რომ მან ცოლი და 6 შვილი საიქიოში გაისტუმრა, მერე კი თავადაც ჯოჯოხეთის გზას დაადგა. თუმცა დღეს დოქტორ გებელსის ბნელი სული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თითოეული თანამშრომლის ტვინსა და გულშია ჩაბუდებული და “უწყლოდ იტანჯება”.

აი სტალინიზმის დანარჩენი მსხვერპლი: ლევ ტროცკი (ლეიბა ბრონშტეინი), რომელმაც შექმნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკები და გეგმავდა “მსოფლიო რევოლუციის” ხანძრის აგიზგიზებას. ამ ხანძარში რუსეთს უნდა შეესრულებინა ფიჩხის მეტად არასახარბიელო როლი; გრიგორი ზინოვიევი, იგივე ევსეი-გერშენ რადომისლსკი და ლევ კამენევი (ლევ როზენფელდი), რომელთა დანაშაულებრივმა ქმედებებმა რუსეთში შიმშილი გამოიწვია; კიდევ _ მიხეილ ტუხაჩევსკი (მეტსახელად “წითელი ბონაპარტი”) _ საკმაოდ უნიჭო მხედართმთავარი, სამაგიეროდ, წარმატებული ეკზეკუტორი. 1920-1921 წლებში ტამბოვის გუბერნიაში აჯანყების ჩახშობისას მომავალმა მარშალმა გლეხების რაზმების წინააღმდეგ გამოიყენა არტილერია, ავიაცია და ქიმიური იარაღიც კი. ტუხაჩევსკის თვალწინ ორსულ ქალებს ხიშტებით უფატრავდნენ მუცლებს. მისი ბრძანებით იტაცებდნენ და ხვრეტდნენ აჯანყებულთა ნათესავებს…

სტალინიზმის “მსხვერპლთა” სიაში “საპატიო ადგილი” უკავიათ ჰენრიხ იაგოდასა (ენოხ იეგუდა) და ნიკოლოზ ეჟოვს, რომლებმაც “თავი ისახელეს” გასული საუკუნის 30-იან წლებში. ყველა ეს ადამიანი სტალინიზმის მსხვერპლია და, თუ მავანი მოწადინებულია, უსახელო პოლიტიკურ მსხვერპლს ძეგლი დაუდგას, მაშინ, სურს თუ არა, ძეგლი უნდა დაუდგას ჰიტლერსაც, გებელსაც ტროცკისაც, ტუხაჩევსკისაც, იაგოდასაც და ეჟოვსაც. ლიბერალები მაინც გვეტყვიან: არა, ასეთებს კი არ ვგულისხმობთ, არამედ მხოლოდ მათ, ვინც უდანაშაულო იყოო… მაგრამ საიდან იციან ამ ნიანგის ცრემლის მოღვარღარე ლიბერალებმა, რომ ის პირები, რომლებსაც გულისხმობენ, უდაშაულონი იყვნენ? ლიბერალებო, იქნებ ამ პირებზე უფრო ნაკლები იცით, ვიდრე იმავე ჰიტლერზე? რატომ არ მიაჩნდათ მაგ “მსხვერპლთა” გვერდით მცხოვრებ თანამედროვეებს ისინი მსხვერპლად? ამ მოვლენებიდან ოთხმოცი წელი გავიდა, აღარ არიან ამ მოვლენების მონაწილენი და თქვენთვის ყველაფერი ნათელია _ ვინ იყო უდანაშაულო და ვინ _ დამნაშავე? საიდან ასეთი თვითდაჯერება? თქვენ ხომ იმ ეპოქაში არ ცხოვრობდით? თქვენ, დღეს რაც ხდება, იმის განსჯის უნარიც არ გაქვთ და რაზე მსჯელობთ? სწორედ იმ ეპოქას უნდა უმადლოდეთ ყველაფერს, რაც გაქვთ და, უპირველესად, სიცოცხლეს. რამდენი თქვენგანი იკეთებს პოლიტიკურ კარიერას და საგრძნობლად იუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას სტალინიზმის ლანძღვით?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ეპოქალური საქმეების კეთებისას შეცდომები გარდაუვალია, რადგან უცდომელი მხოლოდ ღმერთია, მაგრამ ამ შეცდომებს აქვს თავისი მოტივაცია და არგუმენტები. ლიბერალები კი გვთავაზობენ პრიმიტიულ ზღაპარს ჭკუიდან გადასულ სისხლიან ჯალათებზე, რომლებიც აწამებდნენ მორჩილ და უდანაშაულო მსხვერპლს… ამის უკან იმალება საღი გონების უარყოფა. ეს იყო ისტორიული ბრძოლა მომავლისთვის და იმ ბრძოლაში ორივე მხარე ისროდა. ეს არ იყო უმიზეზო სროლა _ კაცობრიობა გამოდიოდა მონათმფლობელობის, ფეოდალიზმის, კაპიტალიზმის მრავალსაუკუნოვანი სიბნელიდან, ჩამყაყებული სიღატაკიდან და ცივილიზაციის მწვერვალისკენ _ სოციალიზმისკენ მიემართებოდა, რომელშიც თითოეული ადამიანი სოციალურად იქნებოდა დაცული. ასე რომ, სტალინიზმისა და პირადად სტალინის უარყოფა XX საუკუნის უარყოფაა და, ფაქტობრივად, განაცხადია სიბნელესა და სიღატაკეში დაბრუნებაზე. ვემსგავსებით იმ ღორს, რომელიც დაბანის შემდეგ ისევ ტალახს უბრუნდება.

“სტალინიზმის მსხვერპლთა” დღევანდელი თაყვანისცემა არ არის გულწრფელი. ეს არის პოლიტიკური პროსტიტუცია, სისხლზე თამაში, რომელშიც მთავარი მონაწილენი არიან ცივილიზაციის დამანგრეველი პოლიტიკური ძალები. მათ ძალიან უნდათ, დაგვარწმუნონ, რომ სტალინიზმის ყველა მსხვერპლი იყო უდანაშაულო და ამით დაგვაბრუნონ იქ, საიდანაც უდიდესი ძალისხმევითა და დიდი სისხლის ფასად დავაღწიეთ თავი.

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here