მანამდე თურქეთმა სირიაში ოპერაცია “ევფრატის ფარი” განახორციელა, რომელიც 24 აგვისტოს დაიწყო და მიმართული იყო “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ.
ერდოღანის განცხადებით, ახალი ოპერაცია განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებს საშიშროება დაემუქრება.
“ახლა სირიაში ნეგატიური პროცესები ვითარდება. თუ ეს ჩვენს საზღვრებს საფრთხეს შეუქმნის, ისეთივე რეაქცია გვექნება, როგორიც ოპერაცია “ევფრატის ფარის” დროს გვქონდა”, _ ციტირებს თურქეთის პრეზიდენტს გაზეთი “იზვესტია”.
ოპერაცია “ევფრატის ფარი” 2017 წლის მარტში დასრულდა.