უკრაინის ლვოვის ოლქის პოლონური თემის წარმომადგენლებმა გადაკეტეს “ლვოვი–ვარშავის” გზატკეცილი და ავტომანქანების საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, _ წერს უკრაინული გაზეთი “ვესტი”.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოვიდნენ პლაკატებით _ “ეს ჩვენი მიწაა!”, “ვოლინი ჩვენს გულშია!”, “ხელი არ ახლოთ ჩვენს ძეგლებს”. მანიფესტანტები განსაკუთრებით აღაშფოთა ლუცკში, პოლონეთის საკონსულოსთვის ყუმბარების დაშენამ.
“გვინდა, პოლონეთში ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ გვამცირებენ აქ (უკრაინაში), როგორ არღვევენ ჩვენს უფლებებს. ჩვენს სამთავრობო დაწესებულებებს ცხრილავენ, მალე ჩვენც დაგვხვრეტენ”, _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ტარას კმეტმა.
ადგილზე მისული წესრიგის დამცველები და პოლონელები ერთმანეთს შეეტაკნენ.
აქციაზე რეაგირება მოახდინა უკრაინის უშიშროების სამსახურმა _ უწყების ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ალექსანდრ ტკაჩუკმა განაცხადა, რომ პოლონელების მიტინგი უთუოდ არის “რუსეთის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი”. მისი თქმით, აქციაზე მივიდნენ, “მათ შორის, ბომჟებიც და არასრულწლოვანებიც”.