Home ახალი ამბები მსოფლიო “Вести”: “ეს ჩვენი მიწაა!”

“Вести”: “ეს ჩვენი მიწაა!”

1247
უკრაინა

უკრაინის ლვოვის ოლქის პოლონური თემის წარმომადგენლებმა გადაკეტესლვოვივარშავისგზატკეცილი და ავტომანქანების საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, _ წერს უკრაინული გაზეთივესტი”.

საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოვიდნენ პლაკატებით _ “ეს ჩვენი მიწაა!”, “ვოლინი ჩვენს გულშია!”, “ხელი არ ახლოთ ჩვენს ძეგლებს”. მანიფესტანტები განსაკუთრებით აღაშფოთა ლუცკში, პოლონეთის საკონსულოსთვის ყუმბარების დაშენამ.

“გვინდა, პოლონეთში ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ გვამცირებენ აქ (უკრაინაში), როგორ არღვევენ ჩვენს უფლებებს. ჩვენს სამთავრობო დაწესებულებებს ცხრილავენ, მალე ჩვენც დაგვხვრეტენ”, _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ტარას კმეტმა.

ადგილზე მისული წესრიგის დამცველები და პოლონელები ერთმანეთს შეეტაკნენ.

აქციაზე რეაგირება მოახდინა უკრაინის უშიშროების სამსახურმა _ უწყების ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ალექსანდრ ტკაჩუკმა განაცხადა, რომ პოლონელების მიტინგი უთუოდ არის “რუსეთის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი”. მისი თქმით, აქციაზე მივიდნენ, “მათ შორის, ბომჟებიც და არასრულწლოვანებიც”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here