Home ახალი ამბები მსოფლიო ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბარბაროსული დაბომბვიდან 75 წელი გავიდა

ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბარბაროსული დაბომბვიდან 75 წელი გავიდა

3328
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბარბაროსული დაბომბვიდან 75 წელი გავიდა

6 აგვისტოს 76 წელი შესრულდება იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ატომური დაბომბვიდან, რომელსაც 9 აგვისტოს ნაგასაკის დაბომბვაც მოჰყვა.

ატომური ბომბი Little boy (“ბიჭუნა”), რომლითაც ამერიკელებმა ჰიროსიმა მიწასთან გაასწორეს, 13 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტის იყო. აფეთქებამ 1,5 კმ-ის რადიუსში მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ეპიცენტრში ტემპერატურა 3000 გრადუსი იყო, პირველ წუთებში დაიღუპა 80 ათასი ადამიანი, 1945 წლის ბოლოს დაღუპულთა რაოდენობამ 166 ათასი შეადგინა, სულ კი ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებამ 286 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბევრი დაიღუპა სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო; ისინი, ვინც ქალაქში ჩავიდნენ დასახმარებლად, რადიაციის ზემოქმედებით გარდაიცვალნენ.

3 დღის შემდეგ, 9 ავისტოს, ამერიკელებმა ატომური ბომბი Fat Man-ი (“მსუქანა”) 21 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტის, ქალაქ ნაგასაკიში ჩააგდეს. აფეთქებამ 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (სულ დაიღუპა 162 ათასი ადამიანი). ქალაქის ნახევარზე მეტი სრულიად დაინგრა.

ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბარბაროსული დაბომბვიდან 75 წელი გავიდა

იაპონიის ქალაქების დაბომბვის იდეა მოიწონა აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა. მას სურდა, “ამერიკის ძლიერება” ეჩვენებინა საბჭოთა კავშირისთვის, რომელმაც თავისი გავლენა გააფართოვა ევროპასა და აზიაში.

1945 წლის ივლისში ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა პოტსდამის დეკლარაციის თანახმად, იაპონიისგან უპირობო კაპიტულაცია მოითხოვეს, მაგრამ ტოკიომ უარი განაცხადა.

აგვისტოს დასაწყსში იაპონია დათანხმდა კაპიტულაციას, ოღონდ რამდენიმე პირობით, რაც ამერიკამ უარყო და ამას მოჰყვა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა.

15 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ კაპიტულაცია გამოაცხადა. “ომის გაგრძელებას იაპონიის ქალაქების განადგურება მოჰყვება”, _ განაცხადა იმპერატორმა.

დაბომბვიდან 75 წლის გასვლის შემდეგაც გაუგებარია, რატომ გამოიყენა ატომური ბომბები აშშმა იაპონიაში, მით უმეტეს ჰიროსიმას დაბომბვის შემდეგ რატომ გაასწორა მიწასთან ნაგასაკი. ამერიკელთა მონაცემებით, ატომური დაბომბვის შედეგად ჰიროსიმასა და ნაგასაკიში დაიღუპა 117 ათასი ადამიაინი, იაპონელთა მონაცემებით _ 450 ათასი.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here