Home ახალი ამბები მსოფლიო ჰენრი კისინჯერი: საბჭოთა ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა

ჰენრი კისინჯერი: საბჭოთა ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა

8901
ჰენრი კისინჯერი: საბჭოთა ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა

დასავლელი იმპერიალისტების (ძირითადად, ამერიკელების) დიდი მეცადინეობისა და მათ მიერ მოსყიდული საბჭოთა ფუნქციონერების ღალატის შედეგად უძლიერესი სახელმწიფოს დაშლიდან 29 წელი გავიდა.

ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ფორმალურად მოიპოვეს დამოუკიდებლობა და საბჭოელები ე.წ. დასავლურ ფასეულობებს ეზიარნენ, მაგრამ გავიდა წლები და ბევრი, ვინც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა, დღემდე მისტირის იმ სიკეთეებს, რომლებიც თითოეულ საბჭოთა მოქალაქეს ჰქონდა. ეს იყო უფასო სწავლა-განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, ძალიან დაბალი კომუნალური გადასახადები, ჯანსაღი და იაფი საკვები, სამუშაო ადგილები, რაც მთავარია, მომავლის რწმენა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნებოდა…

აი რა განაცხადა ცნობილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, დიპლომატმა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა:

“ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ფული, მათ ჰქონდათ გულწრფელი ადამიანური მადლიერება და ასე იყო ყველაფერში. მე ვერავინ მიწოდებს სოციალიზმის თაყვანისმცემელს, მე დასავლელი ადამიანი ვარ დასავლური აზროვნებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში მართლაც იბადებოდა ახალი ადამიანი, შეიძლება ითქვას, _ Homo Soveticus-ი. ეს ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ დავანგრიეთ ეს ნაკრძალი. შესაძლოა, ეს ჩვენი უდიდესი დანაშაულია”.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here