Home ახალი ამბები საქართველო “ჰარი-ჰარალე, დედაო” “ოსკარის” ნომინანტების სიაშია

“ჰარი-ჰარალე, დედაო” “ოსკარის” ნომინანტების სიაშია

999
“ჰარი-ჰარალე, დედაო” “ოსკარის” ნომინანტების სიაშია

რეჟისორ ლევან გაბრიაძის მულტიპლიკაციური ფილმიჰარიჰარალე, დედაოშეტანილია აშშის კინემატოგრაფიის ხელოვნებათა და მეცნიერების აკადემიის პრემიის _ “ოსკარისნომინანტების გაფართოებულ სიაში, კატეგორიაშისაუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი”.

ამ კატეგორიაში წარდგენილია 32 სრულმეტრაჟიანი მულტფილმი. მათგან რომელი მოხვდება “ოსკარის” ნომინანტთა შორის, გამოცხადდება 2020 წლის 13 იანვარს. პრემიის გადაცემის ცერემონი? გაისად, 9 თებერვალს გაიმართება.

“ჰარი-ჰარალე, დედაო” ლევან გაბრიაძემ 2018 წელს გადაიღო მამამისის, საქვეყნოდ სახელგანთქმული მხატვრის, მწერლის, სცენარისტისა და რეჟისორის _ რეზო გაბრიაძის შესახებ. პროდიუსირებდა თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bაზელეწს.

ვრცელი წერილი ამ ფილმის შესახებ “საქართველო და მსოფლიომ” გაზეთის 37-ე ნომერში გამოაქვეყნა (“ჰარი-ჰარალე, დედაო” _ დოკუმენტური ფილმი რეზო გაბრიაძეზე). ინფორმაციული საბაბი იყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 1-4 ოქტომბერს გამართული დოკუმენტური კინოს მე-4 ფესტივალზე პირველად დაწესებული პრიზით “ღრმა შინაარსისა და ორიგინალური ფორმისთვის” მისი დაჯილდოება.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელემაუწყებლობის უმაღლესი სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვიტალი ტრეტიაკოვმა მაშინ ჩვენს გაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ ჟიურის წევრების ერთსულოვანი აზრით, “ლევან გაბრიაძის ფილმმა მიზანში მოახვედრა, ათიანის შუაგულ წერტილში… რეჟისორმა ისეთი ოსტატობითა და ორიგინალურად გადმოგვცა ერთი ბიჭის ცხოვრების ისტორია, რომელიც ქვეყნის ისტორიის ანარეკლია, რომ ამ ნამუშევარს სხვა პრეტენდენტი გვერდით ვერ დაუდგებოდა”.

ხოლო ფესტივალის დირექტორმა ვალერი შეხოვცევმა გვითხრა:

“ლევან გაბრიაძის ნამუშევრის დემონსტრაციისას დარბაზში მყოფნი თვალზე ცრემლმომდგარნი უყურებდნენ ამ ფილმს, რაც უიშვიათესი მოვლენაა, განსაკუთრებით, დოკუმენტური სურათების ჩვენებისას”.

მოკლედ, გაბრიაძეების ნიჭიერების კიდევ ერთი აღიარება იყო.

ვუსურვოთ, რომ იგივე განმეორდეს ლოს-ანჯელესში “ოსკარის” საზეიმოდ გადაცემისას.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here