მთავარი მსოფლიო “ჰარი პოტერის” ავტორი ტოლერანტობის დიქტატურის წინააღმდეგ

“ჰარი პოტერის” ავტორი ტოლერანტობის დიქტატურის წინააღმდეგ

946
გააზიარეთ
“ჰარი პოტერის” ავტორი ტოლერანტობის დიქტატურის წინააღმდეგ

მოძრაობა Black Lives Matterმა (შავების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია) ისე გააფართოვა შეცვლილი ცნობიერების ჰორიზონტი, რომ დასავლეთის ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეები აიძულა, გამოხატვის თავისუფლებაზე ალაპარაკებულიყვნენ.

ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა ჯოან კინგ როულინგმა _ ჰარი პოტერის “დედამ” _ 150 სხვა ცნობილ ადამიანთან ერთად ხელი მოაწერა ღია წერილს “დისკუსიის სამართლიანობისა და გახსნილობის შესახებ”.

მიმართვის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას აზრის გამოხატვის შესახებ. დაგმობისადმი მიდრეკილება სულ უფრო ვრცელდება ჩვენს კულტურაში: შეურიგებელი დამოკიდებულება საწინააღმდეგო აზრის მიმართ, რთული პოლიტიკური პრობლემების ათქვეფა ზნეობრივი კატეგორიულობის დამაბრმავებელ ნაკადში”.

კულტურის მოღვაწეები შეშფოთებულნი არიან ტენდენციებით, რომლებიც, მათი აზრით, ართმევს “შემოქმედებითი ექსპერიმენტების, რისკისა და შეცდომების” უფლებას. მათ მოუწოდეს საზოგადოებას, დაუტოვონ უფლება, არ დაეთანხმონ აზრის ფილტრაციის წესებს.

თვითონ ჯოან როულინგს ცოტა ხნის წინათ მოუწყვეს ობსტრუქცია ერთ-ერთი გამოცემის სვეტის ავტორისადმი უწყინარი შენიშვნის გამოთქმის გამო. მწერალმა ყურადღება მიაპყრო სათაურს _ “თვალსაზრისი: კოვიდ-19-ის შემდეგ უნდა შეიქმნას უფრო სამართლიანი მსოფლიო ადამიანებისთვის, რომლებსაც მენსტრუაცია ემართებათ”. ჯოან როულინგმა იხუმრა, რომ სვეტის ავტორს დაავიწყდა სიტყვა “ქალის” გამოყენება. მწერალი მყისვე დაადანაშაულეს ტრანსფობიაში (ტრანსგენდერებისა და ტრანსსექსუალების მიმართ მტრული განწყობა). არადა, დღემდე არც ერთ ნამდვილ მამაკაცს არ ჰქონია ე.წ. კრიტიკული დღეები.

ფასეულობების ახალი სისტემა ზღუდავს ხელოვნების მოღვაწეებსა და სხვა მოქალაქეებსაც სიმპათიებსა და ანტიპათიებში. ადამიანებს, ტოლერანტობის ხელოვნური ჩარჩოებში მოქცევით, ფაქტობრივად, გამოხატვის თავისუფლებას ართმევენ.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here