მთავარი საზოგადოება ჰამლეტ ჭიპაშვილი: სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენჯერაც შეუტიეს ტერორისტების პოზიციებს, ამერიკის ავიაციამ იმდენჯერ...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: სირიის სამთავრობო ძალებმა რამდენჯერაც შეუტიეს ტერორისტების პოზიციებს, ამერიკის ავიაციამ იმდენჯერ დაბომბა ისინი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს ტერორიზმის წახალისებას?

1040
გააზიარეთ
ჰამლეტ ჭიპაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტი და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და მსგავს დანაშაულზე საზოგადოების მხრიდან მინიმალური შემწყნარებლობაც არ უნდა არსებობდეს: “ამდენი ახალგაზრდა, ლამაზი და უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ სურთ, ასე რომ დაუძახონ, ფიქრობენ, ეს მათთვის დიადი სახელია. მე მათლუზერებსვუწოდებ”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა რუსეთი სირიაში ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ტერორისტული დაჯგუფებების პოზიციებს ბომბავდა, ბრიტანეთის ხელისუფლება ერთერთი პირველი იყო, რომელმაც აღნიშნული ორგანიზაციები არა ტერორისტებად, არამედ ოპოზიციად მოიხსენია. დღემდე იგივე პოზიცია ოფიციალურად უკავიათეთრ სახლსაც”, მეტიც, ამერიკულმა ავიაციამ უკვე მეორედ დაბომბა სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციები.  “საქართველო და მსოფლიოაღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დაუკავშირდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი:

_ უბედურება ის არის, რომ დასავლეთმა, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ევროპამ, ვერაფრით აარიდა თავი იმ “ცდუნებას”, რომელსაც ტერორიზმთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქვია. ჯერ ერთი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა ე.წ. ისლამური სახელმწიფო და დღემდე ეხმარება მას, როგორც ფინანსურად, ისე იარაღით; და კიდევ, კეთდება განცხადებები, რომ ის ტერორისტები, რომლებსაც რუსეთი ებრძვის, თურმე ტერორისტები არ არიან; ნამდვილი მონსტრები ისინი არიან, ამერიკის ავიაცია რომ ბომბავს. ცხადია, ეს ორმაგი სტანდარტია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არავინ სვამს შეკითხვას, საიდან აქვს ამ ტერორისტულ ორგანიზაციას, “ისლამურ სახელმწიფოს” ვგულისხმობ, ამხელა რესურსი, როგორ ახერხებს ის ასეთი მასშტაბებით მოქმედებას?

თუნდაც ტყვია-წამალი ავიღოთ, სხვა სახის იარაღზე არაფერს ვამბობ, საიდან აქვთ? ცხადია, მათ დასავლეთიდან ამარაგებენ. მეტიც, რამდენჯერაც სირიის სამთავრობო ძალებმა შეუტიეს ტერორისტების პოზიციებს, ამერიკის ავიაცვიამ იმდენჯერ დაბომბა ისინი. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ნიშნავს თუ არა ეს ტერორიზმის წახალისებას?

_ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

_ ფაქტებით ვილაპარაკოთ. როდესაც სირიის ჯარებმა შეუტიეს ტერორისტებს, ვაშინგტონში ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, რომ ამ ჯარებმა შეუტიეს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებთანაც ამერიკას აქვს მჭიდრო ურთიერთობა. ეს ოპოზიციური ძალები იგივე ტერორისტები არიან. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპაც დაჟინებით ითხოვენ ბაშარ ასადის წასვლას. სხვათა შორის, გაპრეზიდენტებამდე ტრამპს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია ბაშარ ასადთან, მაგრამ მოვიდა თუ არა ქვეყნის სათავეში, “პლასტინკა” გადააბრუნა. ამას ნორმალური ადამიანი არ იკადრებს, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე.

_ ტერორიზმი დასავლეთსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ვაშინგტონს ამ ორგანიზაციების ხელშეწყობა?

_ ამერიკას ხელს აძლევს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გახანგრძლივება, რომელიც ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ დასუსტებასა და გაჩანაგებას, დევნილების რაოდენობის ზრდას იწვევს. მეორეც, რაც უფრო სუსტი იქნება ევროპის პოზიციები საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, მით უკეთესი ამერიკისთვის. საერთოდ, ევროპის ქვეყნები ისეა დღეს დაბეჩავებული ამერიკის დიქტატის ქვეშ, რომ ისინი საკუთარი თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ.

_ თქვენი აზრით, საბოლოოდ რას მოუტანს ეს პროცესები ევროპას?

_ ევროპა სერიოზული კრიზისის წინაშეა, საეჭვოა, რომ დღევანდელმა ევროკავშირმა ამ ყველაფერს გაუძლოს.

რაც შეეხება ტერორიზმსა და კონკრეტულად ინგლისში მომხდარ ტერაქტს, რა თქმა უნდა, გამოვლენ ინგლისის პოლიტელიტის წარმომადგენლები და დაგმობენ ამ ყველაფერს, გაკეთდება ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები და შეფასებები, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება. ერთი-ორი კვირის შემდეგ კი ეს ტრაგედია არავის გაახსენდება, რადგან დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ტერაქტები მოხდება, ბევრად უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, და ეს მხოლოდ სტატისტიკა იქნება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here