Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჰამასის” შეტევა ისრაელზე, რუსეთი და საქართველო

“ჰამასის” შეტევა ისრაელზე, რუსეთი და საქართველო

792
“ჰამასის” შეტევა ისრაელზე, რუსეთი და საქართველო

ბოლო რამდენიმე დღე ისრაელისთვის ძალიან რთული იყო. ომი, რომელიც წამოიწყო თელავივმა ღაზ სექტორთან, მის ტერიტორიაზე გადმოვიდა. ქვეყნის სამხრეთი ნაწილი საშინელებამ მოიცვა, ისრაელელმა ჯარისკაცებმა კი ხელი მოაწერეს თავიანთ უუნარობას, დაიცვან მოსახლეობა. ღაზის სექტორის ჰამასელებმა პრაქტიკულად დაამტკიცეს არაეფექტიანობა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემისარკინის გუმბათი”, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ყველა აქებდა.

ორი დღის განმავლობაში, 12-13 ნოემბერს, ღაზის სექტორის სხვადასხვა არაბული დაჯგუფების რადიკალებმა, ძირითადად, ჰამასელებმა ისრაელის მიმართულებით გაისროლეს 500-მდე რეაქტიული ჭურვი (“გრადის” სისტემის 122 მმ-იანი), მათგან მხოლოდ 150-ის ჩამოგდება შეძლო ნაქებმა “რკინის გუმბათმა”, დანარჩენმა 300-ზე მეტმა რაკეტამ რამდენიმე ისრაელელის სიცოცხლე შეიწირა, ასამდე კი დაიჭრა ან კონტუზია მიიღო, მასიურად გაჩნდა ხანძრები, მაგრამ დაბომბვის ყველაზე საშინელი შედეგი ისრაელელებისთვის ეს არ ყოფილა _ მათ დაკარგეს უსაფრთხოების განცდა. მათი რწმენა “რკინის გუმბათისადმი”, რომ “ყველას დაიცავს”, ახლა განადგურებულია და კვლავ დაუბრუნდათ მივიწყებული განცდა სრული დაუცველობისა. ამ განცდით ისინი კიდევ დიდხანს იცხოვრებენ.

სიტუაცია ისრაელში შიდასახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდა, ისეთში, რომ ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ “ჰამასს” (რომელსაც აქამდე ისრაელის დაუძინებელ მტრად მიიჩნევდა და კატეგორიულ უარს ამბობდა მასთან მოლაპარაკებაზე) ზავი შესთავაზა, ხოლო თავდაცვის მინისტრი ლიბერმანი გადადგა.

როგორია ამ ყველაფერში რუსეთის როლი? საქმე ის არის, რომ აქამდე რუსეთი შუამდგომლობდა ისრაელს, პროტექციას უწევდა ირანთან და ახერხებდა, რომ პროირანულ “ჰამასს” მასობრივი შეტევები არ მიეტანა ისრაელზე, მაგრამ ისრაელმა არ დააფასა რუსეთის ეს ჟესტი. რამდენიმე თვის წინათ ისრაელის ავიაგამანადგურებლები სირიის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და სირიელი სამხედროების პოზიციები დაბომბეს, ხოლო უკან დახევისას რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ამოეფარნენ, რამაც ამ რუსული თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია, დაიღუპა 15 სამხედრო მოსამსახურე.

ისრაელის მტრული ნაბიჯის (ასე შეაფასეს რუსმა პოლიტიკოსებმა და სამხედროებმა ისრაელის მოქმედება) პასუხად რუსეთი, უბრალოდ, განზე გადგა და აღარ გაუწია პროტექცია ისრაელს. შედეგი ამ უკანასკნელისთვის თითქმის კატასტროფულია.

ვინმემ შეიძლება იკითხოს, რაშუაშია აქ საქართველო? _ ბატონებო, ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია რუსეთის ლანძღვაში ათენ-აღამებენ და ერთხელაც ჩვენს ირგვლივაც რომ შეიქმნას კრიზისული ვითარება? მაგალითად, როცა ყარსის ხელშეკრულების ვადა გავა? ზოგიერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მეთაურები ორჯერ ჩასულან მოსკოვში, რათა პუტინი საქართველოს დანაწევრებაზე დაეყოლიებინათ, მაგრამ კატეგორიული უარი მიუღიათ.

აგერ, წინა კვირას რამდენიმე ვიგინდარამ გორთან შარვალი ჩაიხადა (ვითომ რუსეთი შეურაცხყვეს) და ხელისუფლებას, არათუ არ დაუსჯია ისინი (თუმცა საამისოდ ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს), სიტყვიერადაც არ დაუგმია მათი საქციელი. შედეგად მეორე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო ასპარეზზე ყოველნაირი მხარდაჭერა აღუთქვეს.

ვინმეს სჯერა, რომ ეს ორი მოვლენა, უბრალოდ, დაემთხვა ერთმანეთს?

მოამზადა ნოდარ გავაშელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here