მთავარი პოლიტიკა “ჯულიეტოვნა”, ხატია, ნეოანტისემიტიზმი, თახსირი ევროპა და დაცემული საქართველო

“ჯულიეტოვნა”, ხატია, ნეოანტისემიტიზმი, თახსირი ევროპა და დაცემული საქართველო

1566
გააზიარეთ
გიორგი გაბუნია

დასავლეთში უახლესი ისტორიის გადაწერას რომ ცდილობენ, არ ახალია. მაგალითად, ამ, უკაცრავად და, ისტორიკოსებისკვლევებისმიხედვით, ფაშისტური გერმანია და სტალინური სსრკ, ჰიტლერი და ფაშიზმისგან მსოფლოს მხსნელი სტალინი ერთნაირი ბოროტებაა; მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ავტორები აშშ და დიდი ბრიტანეთია, ხოლო სსრკ, რომლისთვისაც ფაშიზმთან ბრძოლა დიდი სამამულო ომი იყო და, რომელმაც სტალინის სარდლობით ფაშიზმზე გამარჯვებას 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შესწირა, “რაცხას ფაფხურობდა…”

ისტორიის გაყალბება აქამდე, ძირითადად, სსრკ-ისა და მისი სამართალმემკვიდრე თანამედროვე რუსეთის მიმართ ხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყალბის ქმნამ ჩვევაში გადაზრდა იცის და ახლა დასავლეთის კინემატოგრაფმა საკუთარი ისტორიის, რბილად რომ ვთქვათ, ფალსიფიკაციას მიჰყო ხელი _ შარშან ვენეციის კინოფესტივალზე შედგა ბერძნული წარმოშობის ბრიტანელი რეჟისორის, იორგოს ლანტიმოსის, “ისტორიული” ფილმის _ “ფავორიტის” პრემიერა, რომელმაც კინოკრიტიკოსტთა დიდი მოწონება დაიმსახურა და წლეულს ეს ფილმი ოსკარის მოპოვების ყველაზე რეალური პრეტენდენტია. ფილმი ეძღვნება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ წარმატებულ დედოფალ ანას, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს არის დედოფალი, რომელმაც შეძლო ბრიტანეთის ქვეყნების ერთ სამეფოში გაერთიანება; დედოფალი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანული მორალის დამცველი, უყვარდა მეუღლე და მასთან იყოფდა სარეცელს, ფილმის მიხედვით, გათახსირებულ-გარყვნილი ლესბოსელია. ეს, ისტორიის ფალსიფიკაციასთან ერთად, სტიუარტთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი დედოფლისა და ყველა პატრიოტი ბრიტანელის ბინძური შეურაცხყოფაცაა.

ახლა ვითომ, რაო? _ იკითხავს მკითხველი, _ ინგლისელებს რაც უნდათ, ის უქნიათ, განა ჩვენ ცოტა გვაქვს თავში საცემი, ბრიტანელებზე რომ არ ვიდარდოთ? არადა, ზემორე თქმული პირდაპირ თუ ირიბად ქართველებსაც შეიძლება შეგვეხოს, თუ უკვე არ შეგვეხო…

წინამდებარე წერილის დაწერის საბაბი შეიქნა ა.წ. 19 თებერვალს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც გიორგიჯულიეტოვნაგაბუნიამ გრაფიკის მოშველიებით დაწვრილებით აღწერა ქალის სასქესო ორგანოს დეტალები და მათი დანიშნულება. იქვე ამ შინაარსის ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ვინმე ხატია ახალაია (როგორც ამბობენ, ლგბტ-სექტის აქტივისტი) წარმოგვიდგინა, რომელსაც, სანამ იმ ვიდეოგაკვეთილებს სოციალურ ქსელში განათავსებდა, მანამდე ამ სიბინძურით საკუთარი 4 წლის შვილი “გაუნათლებია” და იმავეს ჩვენს შვილებს უპირებს…

ხატია ახალაია
ხატია ახალაია

ამ ლაწირაკი “გოგოშკას” ვიდეოგაკვეთილების დეტალებში ვერ და არ შევალ, რადგანაც გიორგი გაბუნიას “გრაფიკით” ადვილი წარმოსადგენია, რაზე იქნება საუბარი ხატია ახალაიას “ვიდეოშედევრში”. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ მისმა გაკვეთილად წოდებულმა სიბინძურემ სოციალური ქსელი ააფეთქა და ახლა უკვირს, რად მემუქრებიანო, და სახელმწიფოსგან ითხოვს დაცვას. აღარაფერს ვამბობ სახალხო დამცველისა თუ სხვა ლიბერასტული “ასოების” მიერ გამოხატულ თანაგრძნობაზე “წამებული” ხატიას მიმართ.

მუქარებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მე უფროჯულიეტოვნასსტუდიისპრადვინუტისტუმრებისფსიქოლოგიურპროფესიონალურმაკომენტარებმა გამაკვირვა, რომ თურმე, როგორც მათემატიკა და გეოგრაფია ისწავლება, ასევე უნდა ისწავლებოდეს სკოლებში მსგავსი სიბინძურე, რათა ჩვენი ქალვაჟნი მომზადებული შეხვდნენ სიყმაწვილეს. ადრე ხატიები არ იყვნენ, მაგრამ რა, მამები ვაჟებს და დედები გოგონებს, როცა ამის დრო-ჟამი დადგებოდა, ვერ ასწავლიდნენ იმ მინიმუმს, რაც საჭირო იყო მოზარდებისთვის?

პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, სენეკა და სხვა მრავალი ბრძენკაცი, ფილოსოფოსი თუ მოაზროვნე იცის კაცობრიობის ისტორიამ ანტიკური ხანიდან დღემდე, მაგრამ არც ერთს არ გაუვლია თავში საბავშვო ბაღის ბავშვთა სექსუალური განათლების ბინძური იდეა და დღეს რა დაემართა ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენებულ დასავლეთს, კოლექტიური ფსიქოზი რომ შეჰყრია და უკვე ყბადაღებული .. ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით, ლგბტ სექტით დაწყებული, ნარკომანების, სატანისტების, ასე განსაჯეთ, პედოფილების უფლებებით დამთავრებული, ყველანაირი უმცირესობის უფლებებს იცავს ნორმალური უმრავლესობის საზიანოდ.

იუვენალურმა იუსტიციამ ევროპაში, პრაქტიკულად, უკვე დაანგრია ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი; გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც არ არსებობს ისტორიული თუ თანამედროვე ავტორიტეტები. დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ახალშობილ ბავშვებს ღვთითბოძებული მდედრობითი ან მამრობითი სქესის ნაცვლად საშუალო სქესს მიაკუთვნებენ _ გაიზრდება და თვითონ აირჩევს, მამაკაცობა უნდა, დედაკაცობა თუ ტრანსგენდერობაო; უკვე გაჩნდნენ უსქესო მიმართულების მოდელიერები და, შესაბამისად, იმართება უსქესო მოდელების დეფილეები. კიდევ ვინ მოთვლის დასავლეთ ევროპის სატანისტობას! ამიტომაც უწოდა ევროპას რომის პაპმა ფრანცისკემ უღმერთობის უდაბნო… ვისაც თვალი და ყური ასხია, მისთვის ცხადია, რომ ქრისტიანული მორალის კულტურული ევროპა აღარ არსებობს, გარდაიცვალა (სწორედ ამ სამწუხარო ფაქტის აღსანიშნავად დავიწყე წინამდებარე სტატია ბრიტანულ “კინოშედევრზე” საუბრით) და იქიდან მხოლოდ უზნეობა და გარყვნილება შემოედინება საქართველოში, გრანტებით დაფინანსებული ქართული .. მესამე სექტორის მკაცრი პატრონაჟით, ემანდ ვინმემ რამე არ დაუშავოს ხატია ახალაიას, რომლის აზრით, თურმე ბაბუა შვილიშვილს არ უნდა ჩაეხუტოს, რადგან პედოფილია ხანდაზმული მამაკაცების სენიაო. რა თქვა ამ სოროსის ძუძუთი ნაკვებმა, გაიგეთ, ხალხო? კომენტარი თქვენთვის მომინდვია, მკითხველო… ყოველივე ზემოთქმული, ჩვენს ლიბერასტებს რომ ჰკითხოთ, სიცრუე, რუსული ნარატივიაო, გეტყვიან და აი მივადექით მთავარ თემას… ანტისემიტიზმის თეორიის მიხედვით, რაც კი რამ ცუდი ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ებრაელი ხალხის ბრალია. სწორედ ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვამ მიიყვანა კულტურული კაცობრიობა ჰიტლერის რეჟისორობით საშინელებათა ფილმ “ჰოლოკოსტამდე”, როდესაც გერმანელმა ფაშისტებმა 6 მილიონი ებრაელი, დიდი თუ პატარა, ჯერ გაზის კამერებში მოაშთეს და შემდეგ კრემატორიუმებში დაწვეს. ახლაც თითქმის ანალოგიური შინაარსის კინო მიდის. თითქმის, რადგან მხოლოდ ფილმის რეჟისორები და აქტორები შეიცვალნენ, სცენარი, სიუჟეტი კი იგივეა _ ოღონდ ებრაელები რუსებმა ჩაანაცვლეს და ახლა, რაც კი რამ ცუდი ხდება მსოფლიოში, ყველაფერი რუსების ბრალია, ამიტომაც ვუწოდე აღვირახსნილ რუსოფობიას ფიგურალურად ნეოანტისემიტიზმი.

ანტისემიტიზმსა და ნეოანტისემიტიზმს შორის, მსგავსებასთან ერთად, ისეთი განსხვავებაა, რომ სახიფათოდ თავდაყირა აყენებს მსოფლიო გეოპოლიტიკას _ თუ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებს საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონდათ, მსოფლიოში მიმოფანტულებს ძლიერი ქომაგიც არ ჰყავდათ და ამიტომაც ადვილად მოუწყვეს ჰოლოკოსტი. ახლა ამერიკელი რეჟისორები ევროპელი მსახიობების შესრულებით, როგორც იმერეთში იტყვიან, “გლახათ უჩუჩხუნებენ” ტოტალური ნეოანტისემიტიზმით, რუსოფობიით შეწუხებულ, ბირთვული ტორების მქონე რუს დათვს, რომელმაც გასულ კვირაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირით მუქარანარევი განცხადება გააკეთა:

“თუ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან (მაგალითად, პოლონეთ-რუმინეთიდან, სადაც უკვე განათავსეს ამერიკელებმა სარაკეტო დანადგარები, ან უკრაინიდან და საქართველოდან, თუ მათაც მსგავსი სისულელე ჩაიდინეს) რუსეთის მიმართულებით არაბირთვული რაკეტები გაუშვეს, ამერიკელებს ნუ ჰგონიათ, რომ ოკეანის გაღმიდან ტელევიზორების საშუალებით უსაფრთხოდ მიადევნებენ თვალს ევროპაში მიმდინარე ომს. ჩვენ არ დავიწყებთ ტანკებისა თუ სახმელეთო ჯარების თვლას, რადგან ჩვენ, ბირთვული სახელმწიფო, არ ვაპირებთ არაბირთვული იარაღით ომს. ასეთი ომის ბედს ტექნიკის რაოდენობა გადაწყვეტს, რაშიც ნატოს აშკარა უპირატესობა აქვს. ამიტომ, რუსეთზე ბირთვული ან არაბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენი მყისიერი პასუხი ბირთვული იქნება და ჩვენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს ვაქცევთ ნანგრევებად, რომლებიდანაც განხორციელდება რუსეთზე შეტევა, არამედ იმ ქვეყნებსაც გავანადგურებთ, რომლებშიც რუსეთზე იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღება”…

ასეთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, გადაწყვეტილების მიმღები “ოფისი” კი _ პენტაგონი. ამ საბედისწერო ჟამს კი რას აკეთებს ჩვენი ლიბერასტული პარლამენტი? ათასჯერ მითქვამს და ათასმეერთედ გავიმეორებ: აღვირახსნილი რუსოფობიის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ რუსეთი, ბელარუსი და, საზოგადოდ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები, გნებავთ, პოსტსაბჭოთა სივრცე, ის “შემოღობილი” ტერიტორიებია, რომლებშიც ვერ შეაღწია ზემოთ ნახსენებმა ლიბერასტულმა გარყვნილებამ და, სავარაუდოდ, ვერც შეაღწევს, სანამ რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებები ერთ სულ და ერთ ხორც არიან.

უკრაინა კარგი მაგალითია იმისა, რუსეთის გავლენისგან გასული, როგორ ეზიარა დასავლური დემოკრატიისა და თავისუფლების უმაღლეს ღირებულებას _ შარშან, კიევში გაიმართა გრანდიოზული გეიაღლუმი, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებული ლიბერალური დიპლომატიური კორპუსი დაესწრო. მსგავსი “სიამოვნება”, დაცემა, დიდი ალბათობით, წლეულს საქართველოსაც ემუქრება, თუმცა რაღა დროს “ემუქრებაა”?! ზევით უღმერთობის უდაბნოდ ქცეული ევროპის გარდაცვალება აღვნიშნეთ და რა, საქართველო უკეთეს დღეშია?

ერის დაცემა და გათახსირება არ არის ხატია ახალაიასა და მისი პატრონების მიერ ქართველი საზოგადოების თავხედური გამოწვევა? საზოგადოება რომ ვიყოთ და თანაც ქართველი, ქოც-ნაცების უკვე აშკარა ალიანსის პარპაშს ამდენ ხანს ავიტანდით?!

ან სად არის ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომელიც, წლების განმავლობაში ბანკომატის რიგში მდგომი, ყველაფერს უპრავებდა მამა-მარჩენალს? სად ხართ, რას დადუმებულხართ, როდესაც ქვეყანა თავზე დაგვამხეს? ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებსა თუ გრანტიჭამია ასოებს მიუგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი სამშობლო, მართლაც ბედკრული საქართველო.

ხანდახან მგონია, რომ საქართველომ უკვე გადალახა ის წითელი ხაზი, საიდანაც უკან, ზნეობისკენ დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა. აღარავის იმედი აღარ მაქვს, ღმერთის გარდა _ იქნებ არ გაწიროს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო..

დავით მხეიძე

P.S. ვიმეორებ, მხოლოდ ღმერთისა და დედაეკლესიის იმედადღა ვარ. საზოგადოებას შევახსენებ, როგორ მყისიერად დაიხია უკან ხელისუფლებამ მარიხუანას საკითხში, როდესაც სამღვდელოებამ სამებიდან რუსთაველამდე საპროტესტო მარში მოაწყო. რითიც ცხადყო, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ეკლესიის შიში და რიდი აქვს.

არ ვიცი, რამდენად ლეგიტიმური და მართებულია ჩემი მხრიდან სასულიერო პირებისადმი მოწოდება, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი, თუ ამით დიდ ცოდვას ჩავდივარ, ერთი ცოდვით მეტი იქნება ისედაც ცოდვებით სავსე ხურჯინში _ მეუფენო! თქვენ მაინც დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, თუ სხვა არაფერი ძალგიძთ, შეაჩვენეთ მაინც სამშობლოს ყველა ორგული და მოღალატე!

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. BAtono davit, martlai adamiani brdzandebit! ase rodemde vuyurot chveni samshoblos , shveni genis gadagvarebas???? mec tkvensavit uplis imedadga var darchenili, magram upali mogvicodebs vimokmedot, da ase nu gavcherdebit. unda gavertiandet sagi axrovnebis adamianebi da am xlistebs-=tkbvens gamonatkvams movishvelieb:-) gavumklavdet, gavadzevot ulamazesi , gvtis mier kurtxeuli sakartvelodan

  2. მართალი სტატიააა, ვინც ხმას არ იღებს და არ უჩნდება შინაგანი პროტესტი არის გადაჯიშებული, არანაირი კავშირი არა აქ ადამიანობასთან, ღირსებასთან და საერთოდ…

  3. ,,არ ვიცი, რამდენად ლეგიტიმური და მართებულია ჩემი მხრიდან სასულიერო პირებისადმი მოწოდება, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი, თუ ამით დიდ ცოდვას ჩავდივარ, ერთი ცოდვით მეტი იქნება ისედაც ცოდვებით სავსე ხურჯინში _ მეუფენო! თქვენ მაინც დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, თუ სხვა არაფერი ძალგიძთ, შეაჩვენეთ მაინც სამშობლოს ყველა ორგული და მოღალატე!”

    თქვენ გაიხარეთ ამ სტატიის ავტორო. ჩემი სათქმელიც ეგ არის ნამდვილად, მათ მაინც დაარქვან ყველაფერს თავის სახელი და ჩვენც ხალხი გამოვალთ გარეთ, სრულიად გამომაფხიზლა ამ სტატიამ.!!!!!!!!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ani Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here