მთავარი დაიჯესტი ჯო ბაიდენის “მწვანე კურსი” _ საფრთხე პლანეტისთვის

ჯო ბაიდენის “მწვანე კურსი” _ საფრთხე პლანეტისთვის

142
გააზიარეთ

გთავაზობთ პოლ დრისენის _ “კონსტრუქციული მომავლისთვისკომიტეტისა და თავისუფალი მეწარმეობის დაცვის ცენტრის ენერგეტიკის, გარემოს, ეკოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის _ სტატიასრეალური საფრთხე პლანეტისა და ადამიანებისთვის”, რომელიც საინფორმაციო პორტალმა Eurasia Reviewმა გამოაქვეყნა.

ეკოლოგიური აქტიურობა უკვე მაშინ იყო დამღუპველი, როცა ვწერდი წიგნსეკოიმპერიალიზმი: მწვანე ძალა _ შავი სიკვდილი”. ეს ხდებოდა 18 წლის წინათ. მას შემდეგ ვითარება განუხრელად უარესდებოდა, განსაკუთრებითმოახლოებული ანთროპოგენური კლიმატური აპოკალიფსურიისტერიკის შემდეგ, როცა მკაცრად მოითხოვდნენ, მსოფლიოს უარი ეთქვა წიაღისეულ სათბობზე და აეკრძალათ ან შეეცვალათ ცხოვრების თანამედროვე სტანდარტები.

მოთხოვნებმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ისინი ეფუძნება, ძირითადად, დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს პლანეტის ტემპერატურის მომატებაზე, ამინდის ცვლილებაზე, ყინულის დნობასა და ველური ბუნების გაქრობაზე. ამ მტკიცებულების რეალური საფუძველი არ არსებობს, მაგრამ კლიმატური ალარმისტები მას წარმოაჩენენ, როგორც სახარებისეულ ჭეშმარიტებას.

ეკოლოგიური ექსპერტების ერთ ჯგუფს სურს, როგორც უწოდებენ, “ეკოციდიგადააქციოსსაერთაშორისო დანაშაულად”, და ეს ხდება იმისთვის, რომ დაიწყონ დევნა და საპყრობილეში გამომწყვდევა იმ პოლიტიკური ლიდერებისა და კორპორაციების ხელმძღვანელებისა, რომლებიც მონაწილეობდნენეკოლოგიის მასობრივ ნგრევაში”.

ამ “ეკოლოგიის ნგრევამ”, ფანატიკოსთა მტკიცებით, ახლა ნაცისტური გენოციდის ანალოგიურ მასშტაბს მიაღწია. სხვა ჯგუფები ეწევიან “დიდი გადატვირთვის” აგიტაციას, ე.ი., მოითხოვენ, რომ კორპორაციებმა უარი თქვან თავიანთ ტრადიციულ როლებზე და ნაცვლად ამისა ყურადღება გადაიტანონ “პლანეტის გადარჩენაზე”, აგრეთვე, რასობრივ და გენდერულ “თანასწორობაზე”. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა უნდა მიიღონეკოლოგიური დიქტატურა გარკვეული ხარისხით”, კორპორაციულსახელმწიფოებრივი ტირანია დადაღმავალი ავტორიტარიზმი”. სანაცვლოდ ისინი მიიღებენ უზარმაზარ მოგებას, თუ შეეცდებიან საიმედო ენერგეტიკის შეცვლას მწვანე ენერგეტიკით, რაც კლიმატის სტაბილურობის სახელით საშუალო და მუშათა კლასის ცხოვრების დონის გაუარესებას გამოიწვევს.

მემარცხენე-რადიკალური მოძრაობები, ეკოისტერიკასა და ნაცისტურ ანალოგიებს იმისთვის იყენებენ, რომ ყურადღება გადაიტანონ საშინელი დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან, რომლებიც მოუტანეს “ფერად ადამიანებს, როცა მათ უარი უთხრეს ენერგომომარაგებასა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე”.

წიაღისეული სათბობის მომწოდებლებისა და მომხმარებლების მიმართ ნეგატიური ეპითეტები ისეთივე უაზრო, დაუსაბუთებელი და ღვარძლიანია, როგორც იყო ებრაელების, ბოშების, სლოვაკებისა და სხვაარასასურველი ადამიანებისდახოცვის შესახებ ნაცისტების განცხადებები, რეალურად კი, ჩვენს პლანეტას, ადამიანებს, ველურ ბუნებასა და თავისუფლებებს რეალური საფრთხეები ემუქრება მწვანე ფანატიკოსებისგან, რომლებიც მოითხოვენ, რომ ნახშირბადოვანი ენერგეტიკა შევცვალოთ ამინდზე დამოკიდებული ქარის ტურბინებითა და მზის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგიით, აგრეთვე, ავტომობილტესლასთვისგანკუთვნილი ნახევარტონიანი უზარმაზარი აკუმულატორებით.

ეს ახალი მწვანე კურსი ხელს შეუშლის სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას, აგრეთვე, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას; გამოიწვევს, ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ ზარალს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ 2030 წლისთვის ნახშირწყალბადის გარეშე ელექტროენერგიის გამომუშავებამ 80% შეადგინოს, 2035 წელს _ 100%, ხოლო 2050 წლისთვის წიაღისეული სათბობი საერთოდ ამოიღონ აშშის ეკონომიკის ყველა სექტორიდან. ეს გამოიწვევს ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის გამორიცხვას ელექტროენერგიის საწარმოებლად. აიკრძალება ბენზინისა და დიზელის საწვავის გამოყენება ტრანსპორტისთვის, ბუნებრივი აირის _ ლითონის დნობისა და წარმოების სხვა სახეებისთვის, აგრეთვე, გასათბობად, წყლის გასაცხელებლად და კერძის მოსამზადებლად, ეს გამოიწვევს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მატებას წელიწადში 2,7 ლრდ მეგავატ/სთ-დან (ასეთი იყო 2018 წელს აშშ-ში წიაღისეული საწვავის წილი ელექტროენერგიის საერთო მოცულობაში) 7,5 მლრდ მეგავატ/სთ-მდე 2060 წლისთვის. საჭირო იქნება სარეზერვო ენერგიის გამუდმებით შევსება _ აკუმულატორების დამუხტვა უქარო და მოღრუბლულ დღეებში, რათა საზოგადოება დაცული იყოს ელექტროენერგიის გათიშვისგან, კიბერშეტევებისა და მასობრივი კოლაფსისგან. ამ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ახალი ატომური და ჰიდროელექტროსადგურების გარეშე საჭირო იქნება ათიათასობით ქარის საზღვაო ტურბინა, შედარებით მცირე ზომის მილიონობით მიწისზედა ტურბინა და რამდენიმე მილიარდი მზის პანელი. საკმარისი რაოდენობის ელექტრობის უზრუნველსაყოფად უქარო და მოღრუბლული კვირის განმავლობაში საჭირო იქნება მილიარდზე მეტი აკუმულატორი. დასახლებულ პუნქტებთან ამ ყველაფრის მისაყვანად საჭირო იქნება ათასობით მილის (1 მლ = 1482 _ ..) სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის წარმოებაში ქარისა და მზის წილი მხოლოდ 25-50 პროცენტია წელიწადში და, რაც მეტი მწვანე ენერგია იქნება საჭირო, მით მეტი ტურბინისა და პანელის დამზადება დაგვჭირდება ისეთ რაიონებში, რომლებშიც ამ მოწყობილობების ელექტრობის გამომშვები წელიწადში 15-20%-ია. მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის გეგმის შესრულებას 2030 წლისთვის ამერიკის სანაპიროზე 30 000 მეგავატი ქარის ენერგიის გამომუშავების შესახებ 14 მეგავატი სიმძლავრის 2100 ტურბინა დასჭირდება, მაგრამ ამ ტურბინებმა სრული სიმძლავრით რომ იმუშაონ კვირაში 7 დღეს და დღეში 24 საათის განმავლობაში, ისინი მაინც ვერ შეძლებენ ნიუიორკის შტატის პიკური საზაფხულო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მით უმეტეს აშშის სრულიად დაკმაყოფილებას. თანაც, სადაც უნდა დაამონტაჟონ, ეს მოწყობილობები მაინც დაანგრევენ და გააფუჭებენ თვალწარმტაც ტერიტორიას, სახნავ მიწებს და გარეული ცხოველების ბინადრობის ადგილებს. ტურბინების ფრთები დახოცავს მილიონობით ფრინველს, ზღვის ტურბინების ვიბრაციული ხმაური შეაფერხებს ნავიგაციას და დელფინებთან და ვეშაპებთან კავშირს.

ამ ტურბინებს, პანელებს, ბატარეებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს დასჭირდება მილიარდობით ტონა რკინა, სპილენძი, ალუმინი, კობალტი, ლითიუმი, იშვიათი ელემენტები, პლასტმასი და სხვა მასალა. ამისთვის საჭირო იქნება მილიარდობით ტონა მადნის ამოღება შახტებიდან და კარიერებიდან, შემდეგ მისი გადამუშავება და ტრანსპორტირება და ეს ყველაფერი მოხდება წიაღისეული სათბობის გამოყენებით. ზემოჩამოთვლილთაგან არც ერთი არ არის სუფთა, მწვანე და ეკოლოგიურად უსაფრთხო.

ამ ენერგოტევად მოღვაწეობაში ხშირად გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები და გამოიყოფა ტოქსიკური აირები, რაც მოითხოვს წყლის უზარმაზარ მოცულობას და წარმოქმნის ტოქსიკური ქიმიკატების უზარმაზარ ტბებს. მხოლოდ ბაიდენის ამ პროგრამით ქარისა და ზღვის ტურბინების შექმნას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ტონა სპილენძის მადნის გადამუშავება. ამას დაუმატეთ მზის პანელებისთვის, სარეზერვო აკუმულატორებისთვის, ქარის ტურბინებისთვის, საზღვაო და სახმელეთო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის, ელექტრომობილებისთვის, ელექტროგათბობის სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიებისთვის საჭირო ნედლეული, რომელიც აჭარბებს მოპოვებისა და გადამუშავების პროგნოზულ შესაძლებლობებს _ გლობალურ მწვანე კურსს ჩვენი მზის სისტემის რესურსების ნახევარი დასჭირდება.

ეკოლოგიური ფანატიკოსები მოითხოვენ, რომ აშშ-მა განაგრძოს ბლოკირება ან აკრძალოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. ისინი და ბაიდენის გუნდი დაჟინებით მოითხოვენ, რომ ეს მოპოვება, ძირითადად, დავუთმოთ ჩინეთს და სრულიად არ ფიქრობენ აშშ-ის უსაფრთხოებაზე.

ჩინური კომპანიები უკვე აკონტროლებენ ბევრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და გადამუშავებას აფრიკაში. ისინი აწარმოებენ ქარის ტურბინების, მზის პანელებისა და ბატარეების დიდ ნაწილს აშშში. ისინი არ იცავენ აშშის კანონებსა და სტანდარტებს გარემოს დაცვის სფეროში, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს და სამართლიანი გამომუშავებისა და ადამიანის უფლებების ნორმებს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 40 ათასზე მეტი ბავშვი მშობლებთან ერთად მუშაობს დღეში რამდენიმე დოლარისთვის ტოქსიკური და რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის საფრთხის ქვეშ. ეს ხდება იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს კობალტზე მოთხოვნა, რომელიც უახლოეს ხანში მკვეთრად მოიმატებს მწვანე ენერგეტიკის კურსის ჩარჩოებში. ჩინეთში გადაგზავნილი კობალტის მადნის გადამუშავებისას კი ადამიანებს ხშირად ემართებათ სისხლის დაავადებები, სიმსივნე და უჩნდებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ჩინეთი მონურ შრომას იყენებს მზის პანელების შესაქმნელად და აშშ-სა და ევროპაში გასაყიდად.

კომიტეტიკონსტრუქციული მომავლისთვისმხარს უჭერს ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს, რომელიც წიაღისეულ სათბობზე უარის თქმისა დანახშირბადის სოციალურ ხარჯვაზეყალბი განცხადებების გამო ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ რამდენიმე შტატის მიერ შეტანილი სარჩელით უნდა დაიწყოს.

ეს “კლიმატური ქაოსისა” და “ენერგიის განახლებადი წყაროების” მათ ფანტაზიებში რეალობის ელემენტებს შეიტანს.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here