მთავარი ბლოგი ჯონ მირშაიმერი: ნატოს წევრობაზე ფიქრს შეეშვით და ახლო ურთიერთობები რუსეთთან დაამყარეთ

ჯონ მირშაიმერი: ნატოს წევრობაზე ფიქრს შეეშვით და ახლო ურთიერთობები რუსეთთან დაამყარეთ

13681
გააზიარეთ
ჯონ მირშაიმერი

აშშ-ს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიტიკოსი, პოლიტოლოგი, პროფესორი ჯონ მირშაიმერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში აცხადებს:

„ამერიკა ბევრად უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა შვიდ ომში მონაწილეობდა, ყოველ სამ წელიწადში ამერიკა- ორი წელი ომებითაა დაკავებული.“

რუსეთზე საუბრისას ამერიკელი ექსპერტი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა საქართველოში, უკრანინაში და სირიაში მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ  საკუთარი სტრატეგიული ინეტრესები დაეცვა, კერძოდ მირშაიმერმა განაცხადა შემდეგი:

„საქართველოს და უკრაინის კონფლიქტებში რუსეთი იმის გამოა ჩართული, რომ როგორც მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთს, ამ ქვეყნებში  მნიშვნელოვანი  სტრატეგიულ ინტერესები გააჩნია და ეს სავსებით გასაგებია. რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგეს, ამ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. სწორედ, ამის გამო რუსეთმა ამ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა.“

პროფესორის თქმით, შეხედულება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ, რეალურად  ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე.

საქართველო ან უკრაინა და ესაზღვრებიან  ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, და ამდენად რუსეთის სტრატეგიული ინტერესები მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, სხვანაირად ის შედეგები დადგება, რაც უკვე დადგა ამ ქვეყნებისთვის.

 „თუ იმას ფიქრობ, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს, იმის მიუხედავად  რას ფიქრობს რუსეთი, ამით საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი. საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისიც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით “, – აცხადებს ჯონ მირშაიმერი

კონსტანტინე ჩიკვილაძე

გააზიარეთ

14 COMMENTS

  1. კომენტარი ნანახი მაქვს ორიგინალში, ვფიქრობ კადმი საღათ მსჯელობს, ჩვენი ელიტა კი რომელიც დასავლეთის გრანტებზე ზის ვერასდროს ვერ გაიგებს, ვერაფერს. ქართველებს გვალანძღინებენ სტალინს და ჩვენც ვყლაპავთ. ჩვენ ეროვნული თვითდამკვიდრების სიმბოლოები არ უნდა გვქონდეს რომ, ჩმორებათ დავრჩეთ . იმ დროს თვითონ ცნება “დემოკრატია”, პოლიტიკურ ლექსიკონში არ არსებობდა. “დემოკრატია ბრიყვთა სატყუარაა.” ამერიკის ყველაზე დიდი დემოკრატიული ნაბიჯი ხიროსიმაში ატომური აფეთქებაა.

  2. შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რადგან საქართველო თავისად მიიჩნევს აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. რადგან ჩვენი უპირველესი მიზანია ამ ტერიტორიების დაბრუნება ის დაბრუნდება მხოლოდ რუსეთის სამხედრო ბაზებთან ერთად, რაზეც ნატო არ დათანხმდება. აქედან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ: ან ნატოზე უარი უნდა ვთქვათ და საქართველო გამთლიანდება, რითაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს დაიცავენ რუსული სამხედრო ბაზები, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ბიუჯეტი შეივსება სამხედრო ბაზების არენდის გადასახადით და ა.შ. ან ნატოს სანაცვლოდ კვლავ დავაქუცმაცოთ საქართველოს ტერიტორიები. რომელი გვირჩევნია?

  3. ასე თუ შევხედავთ 1991-წელს უფროსი ბუში ჩავიდა გარბაჩოვის თხოვნით კიევში და უკრაინელებს საჯაროდ მოუწოდა ვარი ეთქვათ დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე,…..მაგრამ უკრანელებმა არ მოუსმინეს და სწორიც ქნეს,….გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და გახდენ კიდევაც დამოუკიდებლები,…..რამდენი ამერიკელი პოლიტოლოგი თუ იდიოტი რამეს იტყვის ყველას უნდა დაუჯეროთ-?
    მე არ გამოვრიცხავ ეს ეგრეთწოდებული პოლიტოლოგი კრემლის შეკვეთას აჟღერებს,………

  4. МГУ ს პროფესორის თუ ჩიკაგოსი?
    ჩემთვის პირადად, ორივე, ამერიკაც და რუსეთიც ცეცხლს წაუღია.
    ისე ასეთი აბდა უბდა კიდევ ერთი ასეთი ,,პროფესორი,, ვიცი ამერიკაში , დოდონა

  5. სულ იგივეს არ ვქაქანებ?! ძველ დროში ხარ ჩარჩენილიო, ახალი “მედროვეები” კი გაიძახიან “ძალა ევროპაშიაოოო !!!

  6. სულ ამას არ ვქაქანებ ?! ასე მეუბნებიან ძველ დროში ხარ ჩარჩენილიოოო !!! ახალი “მედროვეები” კი ამბობენ “ძალა ევროპაშია”-ოოო !!!

  7. სტალინი იყო გენია. მან იხსნა მსოფლიო ჰიტლერული ფაშიზმისაგან.

  8. კი მაგრამ რუსეთთან არ ვიყავით 70 წელი? რა მივიღეთ 70-წლიანი ჩამორჩენის გარდა? ანუ თუ შენზე უფრო ძლიერი მეზობელი გყავს, ანგარიში უნდა გაუწიო და თვალებში უყურო მთელი ცხოვრება? გასაგებია, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ეს არის განვითარება, რისი პერსპექტივაც ჩანს უფრო ევროპასთან ინტეგრაციით და არა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებით.

  9. მართალია და ნუ გაქვთ ტყუილი ილუზია,არც ნატოს ვუნდივართ და არც კატოს რეალურად.არც მიგვიღებენ და პოლიტიკოსებმაც გადასარევად იციან ეს.ხალხს უჩენენ უაზრო მოლოდინებს

  10. მართალია და შევუშვათ ყურებში,რომ არ ვუნდივართ არც ნატოს და არც რუსეთს.ჩვენ ჩვენს ცხოვრებისთვის ვერ მიგვიხედია,ვჭამთ ერთმანეთს და ვის რა ჯანდაბად უნდა ეს გაღარიბებული და პრობლემებიანი ქვეყანა.პოლიტიკოსებმა გადასარევად იციან,რომ არავითარი ნატოს წევრი ვერ გავხდებით და ხალხს ტყუილი ილუზიებით თუ რაღაც ბნელი პიარისთვის ტვინს უბნელებს.ერთი ბეწო ქვეყანა ვართ და რეალურად ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება,ვერ ამოასუნთქეს ხალხი,ნატოს უნდა ეხლა ჩვენი პრობლემები თავზე აიღოს? უბედურება ისაა,ჩვენც არ ვიცით რა გვინდა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here