მთავარი საზოგადოება ჯემალ ბაღაშვილი: ამერიკა თავისი დიდი საწარმოების ფილიალებს არ გვიხსნის საქართველოში, თუნდაც რამდენიმეს,...

ჯემალ ბაღაშვილი: ამერიკა თავისი დიდი საწარმოების ფილიალებს არ გვიხსნის საქართველოში, თუნდაც რამდენიმეს, სამაგალითოდ, სამაგიეროდ, 4 მილიარდ დოლარს გვიხდის იმიტომ, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო

7628
გააზიარეთ
ჯემალ ბაღაშვილი

ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან, ქართული საესტრადო ხელოვნების კლასიკოსთან, საუბარი მოგონებებით დავიწყეთ; გულდაწყვეტით იმის გამო, რომ აღარ იმართება ის საოცარი წარმოდგენები, რომლებსაც საახალწლოდ უძღვნიდა ქართველ საზოგადოებრიობას ალექსანდრე ბასილაია და მის მიერ 1968 წელს დაარსებული ბრწყინვალეივერია”.

_ ქართველებს ჰომოფობიას გვაბრალებენ, რადგან მამათმავლობას, პედერასტიას აღტაცებულები არ მივესალმებით. როგორ აფასებთ ამ შემოტევას?

_ თვითგადარჩენის ინსტინქტი ღვთის მიერ არის ჩვენში ჩადებული და ყველაზე მძლავრი ინსტინქტია. თვითგადარჩენის პრობლემას დემოგრაფიის კუთხით თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მდგომარეობა კატასტროფულია _ შობადობა მოკვდავობაზე ნაკლებია, რაც უდიდესი ტრაგედიაა. მაღალ მატერიებზე საუბარს თუ განზე გადავდებთ და პრაგმატული თვალით შევხედავთ პრობლემას, დავრწმუნდებით, რომ მამათმავლობის პროპაგანდა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. სხვა საკითხია, რომ ადამიანზე არ უნდა იძალადო, გინდ ტრანსგენდერი იყოს, გინდ _ ჰეტეროსექსუალი, გინდ… რა ვქნა, კაცო, ამათი სახელწოდებები მეშლება, მაგრამ, რაც უნდა ერქვათ, შინაარსი არ იცვლება. ჩინეთისთვის, იქნებ, სულერთია, კაცს კაცზე დააქორწინებენ თუ ქალს _ ქალზე, მაგრამ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

ასეთია ჩვენი თვალსაზრისი და არც ვმალავთ. ვის მოეწონება, ვის _ არა, ნაკლებად გვაინტერესებს.

შემთხვევითი არ იყო ის მონოლოგი, რომელიც სცენაზე გამოვიტანეთ: თქვენს მკითხველს მოეხსენება, რომ მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ცნობილი ინსტიტუტის დირექტორი გია დვალი ჩვენი თანამემამულეა. აბა, გააჩერეთ ქუჩაში 10 გამვლელი და ჰკითხეთ: ვინ არის გია დვალი? 9 ვერ გიპასუხებს. სამაგიეროდ, ათივე გეტყვის, ვინ არის კესარია. ეს ნიშნავს, რომკესარიებსაპიარებენ და მისნაირების პოპულარობა აქტიური პროპაგანდის შედეგია.

ამ პროპაგანდის წინააღმდეგი ვართ!

დღევანდელი, საკუთარი განდიდებით შეპყრობილი ე.წ. პოეტები და პროზაიკოსები ერთად რომ გადაადნო, ღმერთმა მაპატიოს, ერთი ოთარ ჭილაძე ვერ გამოვა! ასეთია ჩემი მოსაზრება.

ერთსაც ვიტყვი: საჭირო არ არის ენ-დი-აის ან სხვა მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კვლევის ჩატარება, ნებისმიერმა ქართველმა თავის თავს ასეთი შეკითხვა დაუსვას: საქართველოში მოქმედი 200 პარტიის რომელი ხელმძღვანელი ან 150 დეპუტატიდან ვინ ეგულება ისეთი, ვინც შეძლებს საქართველოს ეროვნული საგანძურის ისე მოვლასა და დაცვას, წმინდანად შერაცხილმა ექვთიმე თაყაიშვილმა რომ შეძლო?

ვერ დაასახელებს. აი, სად არის გაჭირვების სათავე. ერთის იმედი უნდა გვქონდეს? კესარიებს ჩავაბაროთ საქართველო?! _ არ გამოვა.

_ სხვა ხომ ყველაფერი გამოგვდის _ ნატოში, ევროკავშირში გაწევრება, მაგალითად.

_ ჩვენს ერთ-ერთ გამოსვლაში ამაზეც გავამახვილეთ ყურადღება. ერთი ასეთი ტევადი ფრაზაც გვქონდა: ნატოს კარი, როგორც მესვეურები აცხადებენ, საქართველოსთვის ღიაა, საქართველო განაგრძობს ღია კარის მტვრევას”. ასე გრძელდება დღესაც და, ვეჭვობ, კარგა ხანს ასე იქნება. საზღვარი არ ჩანს ისევე, როგორც ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციისა და ლიბერალიზაციის საკითხში. მარიხუანის მოწევისთვის ახალგაზრდა კაცი ციხეში 6 წლით რომ არ უნდა ჩასვა, ცხადია, მაგრამ ნარკორეალიზატორებსაც თუ მივცემთ შვებას, ეს უკვე ნარკომაფიის ინტერესების დაცვა იქნება. მათი მხარდაჭერა ისეთ უბედურებაში ჩააგდებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ავღანეთიდან ევროპაში ნარკოტრანზიტის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია.

ჩვენს მეგობარ ნატოს დამატებითი არგუმენტი გაუჩნდება: ნარკოტრანზიტის ქვეყანა გამხდარხართ და ჩვენს რიგებში როგორ მიგიღებთო?!

ჯაჭვურ რეაქციასავით არის.

_ ნარკომაფია საერთაშორისო ტერორიზმს შეერწყა, კარგა ხანია. ჩვენც ლიბერალიზაციადეკრიმინალიზაციას აქეთ ხომ არ მივყავართ?

_ გამორიცხული არ არის. ნარკომანია ახალგაზრდების პრობლემაა, ეს ცნობილია. მაგრამ არ ჩანს, რომ ჩვენში ეგზომ მომრავლებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავგამოდებით იბრძვიან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის, ტრანსგენდერების, ჰომოსექსუალების დასაცავად, ასეთივე მონდომებით ცდილობდნენ ნიჭიერი ახალგაზრდების საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაგზავნას ცოდნის დასაუფლებლად, იმ პირობით, რომ უმაღლესის დამთავრების შემდეგ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების სტატუსით საქართველოს სამსახურში ერთგულად ჩადგნენ.

ამასობაში ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ლეგალურად თუ არალეგალურად რჩებიან უცხოეთში, რწმუნდებიან, რომ იქ სამოთხე არ არის და თავს ვერ იმკვიდრებენ, ვინაიდან არც საჭირო კვალიფიკაცია აქვთ, არც პროფესია, ჩადიან დანაშაულს _ ქურდობენ, ყაჩაღობენ, თაღლითობენ და საქართველოს სახელს ბღალავენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა წარიმართოს, ჩემი აზრით, არა მხოლოდ არასამთავრობოების, არამედ მთავრობის მუშაობა და მაშინ ფართოდ გაუღებენ ჰარვარდის, იენის, პრინსტონის უნივერსიტეტების კარებს ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს…

_ და არა უცხოეთისკომფორტულისაპატიმროების კარებს.

_ თუ ეს პრობლემა _ “მიეცი ნიჭსა გზა ფართო” _ არ გადაწყდება, ახალგაზრდა ვერ იპოვის საკუთარ ადგილს სამშობლოში და სანაცვლოდ შესთავაზებ მარიხუანას _ აჰა, მოწიე, გაბრუვდი, გაექეცი რეალობას და “დეკრიმინალიზებულ” გზას დაადექიო, მაშინ ისიც უნდა ვუთხრათ, რომ ეს მიქელ-გაბრიელის გზაა!

_ სკაბრეზული პოეზია ქართული ფოლკლორისთვის უცხო არ არის, მაგრამ ტელეეკრანიდან ბილწსიტყვაობის იუმორად გასაღებაზე რას გვეტყვისიუმორინასავტორი?

_ ამ თემაზე გივი ბერიკაშვილი ამბობდა ჩვენს ერთ-ერთ პროგრამაში: ჭაბუა ამირეჯიბმა 30 წელიწადი გაატარა ციხეებსა და ბანაკებში, გინების მეტი რა მოუსმენია, მაგრამ “დათა თუთაშხიაში” ერთი გინებაც არ აკადრაო თავის მკითხველს და არც დასჭირვებია. დაჟინებით იმის ძახილი, რომ გინება რეალობის ასახვისთვის არის საჭირო, ყურით მოთრეული არგუმენტია, რომელიც ავტორის შემოქმედებითი სიღატაკის გასამართლებლად არ გამოდგება, უნიჭობის შენიღბვა მგონია. გინება საზოგადოებაში, ეკრანზე, ლიტერატურაში ფსევდოთავისუფლების გამოვლენაა.

_ უზნეობისაც.

_ რეტროგრადების ბუზღუნად რომ არ ჩაგვითვალონ, მოდი, ამერიკის საზოგადოებრივი ურთიერთობის მაგალითი მოვიხმოთ.

ახლახან ჩვენს მასმედიაში ერთი ამბავი ატყდა იმაზე, როგორ გაბედეს პოლიციელებმა, დაეკავებინათ ერთი არც თუ ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც უშვერი სიტყვები თავსლაფივით დაასხა სამართალდამცველებს, შენიშვნა როგორ მაკადრეთო. ასეთი რამ ვინმეს ამერიკაში რომ გაებედა, გინდ პოეტი ყოფილიყო, გინდ ესტრადის ვარსკვლავი, შეიძლება ცოცხალიც ვერ გადარჩენილიყო. და ეს აღიქმებოდა, როგორც პოლიციელების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულების აქტი.

ამაზე რატომ არაფერს ამბობენ?!

ამერიკის პოლიციაზე უსასტიკესი სამართალდამცველები არსად მეგულება.

არ ვამართლებ, ვის მიმართაც გინდა იყოს, ძალის გადამეტებულ გამოყენებას, მაგრამ არც ის მომწონს, რომ პოლიციელები დრაკონებად გამოვიყვანოთ. სახელგატეხილი პოლიცია ვერ დაიცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს.

_ ამ და ბევრი სხვა პრობლემის საიუმორინედ მოქცევას როგორ ახერხებთ, ბატონო ჯემალ?

_ ერთ ლექსს წაგიკითხავთ, რომელიც “იუმორინაში” გამოვიყენეთ:

გადაირია ქვეყანა,

ფრთხილად _ რამე არ მიქარო,

ქალს თუ ალერსით შეხედე,

კრიმინალია, ჯიგარო!

მაგრამ თუ ჩვენში კაცი კაცს,

ქალი ქალს ეკურკურება,

მაშინ დასჯადი არ გახლავთ,

დაჟინებული ყურება.

იარონ კაცმა კაცებში,

ქალებმა კიდევ _ ქალებში.

წავახალისოთ გრანტებით

დოლარებში და ლარებში.

ასე ნელნელა ზნეობა

სოდომის ცოდვით იცვლება,

ერთი ადგილის თამაში

პროგრესულობად ითვლება.

მტერო, შენს ჯიბრზე კაი ყმებს

ისევ დაზრდიან დედანი,

ვაჟკაცის ადგილს ვერასდროს,

ვერ დაიკავებს ცვედანი.

ასე ვცდილობთ, მაგრამ ერთია მცდელობა, მეორე _ როგორ გამოდის. მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ, _ შემოსავალს მოიტანსო. საოცარი არგუმენტებით აპელირებს ეს “გირჩი”. დაახლოებით ისეა, ილია ჭავჭავაძემ “კაკო ყაჩაღი” რომ დაწერა, ჭაბუა ამირეჯიბმა “დათა თუთაშხია”, ხალხმა “არსენას ლექსი” რომ შექმნა, ძეგლიც კი დავუდგით და ყაჩაღობის დეკრიმინალიზაცია მოვითხოვოთ! ჰოდა, ამ “გირჩის” საპირისპიროდ შევქმენით ახალი “პარტია” _ გერჩი”. ხალხს პირდაპირ ვუთხარით: ნამუსზე ხელი თუ აიღე, დემაგოგიას საზღვარი არ აქვს-თქო.

_ შოუბიზნესმა ხომ არ დაგვავიწყა, რომ ესტრადა ხელოვნებაა?

_ შოუბიზნესი ჩვენთან მხოლოდ ტერმინის სახით არსებობს. მსოფლიოში ბიზნესი აფინანსებს ხელოვნებას, მათ შორის, შოუბიზნესსაც. თუ ეს ალიანსი არ შედგა, მხოლოდ ნიჭიერებით ფონს ვერ გავალთ.

გზაჯვარედინზე ვდგავართ და ბოლომდე ვერ გადაგვიწყვეტია, რომელ მხარეს წავიდეთ. ერთი კია, რომ თავს არავინ იკლავს ჩვენი კეთილდღეობისთვის, ფეხზე დასაყენებლად.

ამერიკა თავისი დიდი საწარმოების ფილიალებს არ გვიხსნის საქართველოში, თუნდაც რამდენიმეს, სამაგალითოდ, სამაგიეროდ, 4 მილიარდ დოლარს გვიხდის იმიტომ, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ყველა მხარე, პირველ რიგში, თავის ინტერესებს აყენებს.

ჩვენი სამომავლო გზა არის ნიჭიერი ახალგაზრდობის აღზრდა და ისეთი იდეოლოგიის შემუშავება, იდენტობა რომ არ დავკარგოთ და ქართული სახელმწიფოებრიობა ილიასეულ საკრალურ ტრიადას _ “მამული, ენა, სარწმუნოება” _ არ გასცდეს. ამასთანავე, მოვამზადოთ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი თაობა იმ რეალობისთვის, რომელიც გლობალიზაციამ მოიტანა. ისე მოვერგოთ მას, რომ არ დავზარალდეთ. ეს შესაძლებელია, თუ იქნება გონივრული მართვა და ნება იმისა, რომ პირველ პლანზე იქნება ნიჭი და არა ნეპოტიზმი.

საქმე მაშინ გამოგვივა, თუ ნიჭს მივცემთ ფართო გზას და თაყვანსა ვცემთ ღირსებას, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც განათლების პრობლემაა უპირველესი.

როცა “თეთრი ხმაური” გამოდის და მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ის უფრო გამიხარდებოდა, ასჯერ მეტი ახალგაზრდა რომ გამოსულიყო, “წიგნის ხმაური” აეტეხა და განათლება მოეთხოვა.

ეს სჭირდება ქვეყანას!

განათლების მინისტრი ამერიკაში მიდის განათლების მისაღებად, მაშინ, როცა კარგა ხნის ჩამოსული უნდა იყოს იქიდან.

ამ პრობლემაზე ესტრადაზე ვოლსკის ხმითა ვთქვით: “ჩვენ ერთი უჩვეულო და გაბედული ექსპერიმენტი განვახორციელეთ _ ავიღეთ და პირდაპირ განათლებული კაცი დავნიშნეთ განათლების მინისტრად. თუ გაამართლა, შემდეგ სხვა დარგშიც ასე გავაკეთებთ!”

_ ესეც თქვენი მოფიქრებულია?

_ კი. მაყურებელი იცინის, მე კი გული მეწურება ტკივილით.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.s იქნებ, სწორედ ეს არის ცრემლნარევი სიცილი?!

2 COMMENTS

  1. ეეჰ, ბატონო ჯემალ!
    ბევრი ქართველი, მათ შორის მეც, სიამოვნებით მოვაწერ ხელს თქვენს აქ ნაბრძანებს, მაგრამ, შეაყარე კედელს ცერცვი!
    რაღაც ჯადოსნური მრიცხველია ჩართული ქართველების შეცოტავება-განადგურებისა და მთელი სახელმწიფო მანქანაც ამ მრიცხველის გამართულად მუშაობისთვის იღწვის…
    ნეტა ვცდებოდე…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here