Home რუბრიკები პოლიტიკა ჯადო

ჯადო

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

960

ოცდამეექვსე გამოშვება

ჯერ ჩამობნელდა. აი, ისე, თავსხმა წვიმის წინ რომ იცის თბილისში. არავის გაჰკვირვებია, ივლისი ახალი დამდგარი იყო და ზაფხულის წვიმების სეზონს ჯერ არ გადაევლო. გაკვირვება მაშინ დაეტყოთ, შუადღე შუაღამედ რომ იქცა. დაბნელდა. განა მარტო დაბნელდა, საოცარი, ჯერარსმენილი ხორხოცი გაისმა, ჯოჯოხეთის დასახასიათებლად რომ გამოდგებოდა, ისეთიქვესკნელიდან აღმომსკდარი და საშინელების მომასწავებელი.…

დაფრთხა ხალხი. უთავბოლოდ და უგზო-უკვლოდ გარბოდნენ ადამიანები სახლებისკენ.

_ ბირთვული ომი დაიწყო! _ იყვირა ვიღაცამ.

_ როგორც ჩანს, ამერიკელებმა რუსეთი დაბომბეს! _ ვარაუდობდა მეორე.

_ ჩვენკენაც მოფრინავენ ამერიკული რაკეტები! _ ამტკიცებდა მესამე.

ხმაურმა იმატა. მერე ძლიერმა ქარმა დაუბერა, რომელიც ქარიშხალში გადაიზარდა და ცოტა ხანში ისეთ გრიგალად იქცა, თბილისელებს აქამდე რომ არ ენახათ. სადღაც, ქალაქის განაპირას ავარდნილმა ქარბუქმა სახლებს თვალის დახამხამებაში ახადა სახურავები. სულ მალე სხვა მხარესაც იგივე განმეორდა. მერე ქალაქის ცენტრში დატრიალდა და რუსთაველის პროსპექტზე, მარქსიზმ-ლნინიზმ-სტალინიზმის ყოფილი ინსტიტუტის ტერიტორიაზე აშენებულ ყველაზე მაღალ და უსახურ ნაგებობას, ირიბად წაჭრილი ჩექმის ყელს რომ წააგავს, შუშის ფილები ისე შემოაფლითა, თითქოს შებოლილი “ტარანი” ბასრი დანით ქერცლისგან გაასუფთავესო. შემდეგ კი ისეთი წვიმა დაუშვა, რომ რამდენიმე წუთში ყველა ქუჩა მდინარის კალაპოტად იქცა.…

ცოტა ხანში სახლების სახურავები ღამურებივით დაფრინავდა ქალაქის თავზე. ფესვებიანად მოთხრილი უზარმაზარი ხეებითა და ამოყირავებული ავტომობილებით გაივსო არემარე. ყველა მხრიდან მომდინარე ნიაღვარს ადამიანებისა და ცხოველების გვამები მოჰქონდა. არავინ იცის, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ჯოჯოხეთი, წამი წუთს უდრიდა, წუთი – საათს, საათი _ დღე-ღამეს.…ქარიშხალი ერთბაშად ჩადგა, დელგმა და ხმაურიც ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. ჯოჯოხეთს გადარჩენილები ასეთ შემთხვევაში ბუნაგებში ვერ დარჩებოდნენ, დიდი თუ პატარა, მფრთხალი თუ გულადი, ჯანზე მყოფი თუ ხეიბარი ცნობისწადილმა გარეთ გამოიყვანა და ქუჩაში დააყენა. თვალებს არ უჯერებდნენ _ ჯოჯოხეთი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ზესკნელიდან და ქვესკნელიდან ერთდროულად იღვრებოდა, კამკამა ცას შეეცვალა. თითქოს იმის ხილვა არ სურთ, მიწაზე რაც ხდებაო, ხალხს თავი მაღლა აეღირა და, გაოცებული, მოწმენდილ ცას მიშტერებოდა, სულ რამდენიმე წუთის წინათ წარღვნითა და ქვეყნის წალეკვით რომ იმუქრებოდა.

უცებ, საიდანღაც მჭექარე საყვირების ხმა გაისმა, ცაზე კი პატარა, ბეღურის სიდიდის შავი წერტილი გამოისახა, რომელიც მაღლიდან ეშვებოდა და თანდათანობით იზრდებოდა. მოზეიმე საყვირების ხმას მალე მთელი სიმფონიური ორკესტრი აჰყვა. ქორალი ტრაგიკულ მაჟორში ჟღერდა. ციდან დედამიწისკენ მომავალი სხეულიც იზრდებოდა, დიდდებოდა და მისი უცნაური კონტურებიც თანდათან იკვეთებოდა. ჩასაბერი ინსტრუმენტები ბოლო ხმაზე ჭექდნენ, ვიოლინოები და ვიოლონჩელები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მელანქოლიით გაჯერებულ ხმათა გამოცემაში, მუდამ მოზეიმე ვალტორნები და ტრომბონები ზედმეტად მყვირალა საყვირების ფორტისიმოში გადაზრდილ ხმებს ისე აძლიერებდნენ, რომ მთელი ქალაქი ზანზარებდა, გულღია, მაგრამ ყოველთვის ხმაურიანი და მოურიდებელი დასარტყამი ინსტრუმენტები ქუხდნენ. აჰა, უზარმაზარი წინწილებიც მთელი ძალით შეასკდნენ ერთმანეთს და გუნდისა და ორკესტრის აპოთეოზამდე მისულ ბოლო აკორდზე ციდან მიწისკენ დაშვებული უზარმაზარი და უცნაური სხეულიც ზედ ქალაქის თავზე შეჩერდა.

_ აააჰ! _ ერთბაშად აღმოხდა ხალხს.

თბილისის თავზე შიშველი, უზარმაზარი ვარდისფერი უკანალი ეკიდა. ეს არ იყო მთლიანი ადამიანი. ეს ადამიანის ნაწილი იყო _ უკანა ტანი, რომლის სქესი არ იკითხებოდა. მხოლოდ წარმოუდგენელი სიდიდის დუნდულები და ანუსის ხვრელი ჩანდა, რომელიც მთელ ქალაქს ქოლგასავით ეხურა. გაუგონარი შეურაცხყოფისგან გაოგნებული ხალხი ახალი, უფრო დიდი უბედურების მოლოდინში გაირინდა.

წამის წინათ მოგუგუნე ორკესტრი და გუნდი დუმდა და, გამაყრუებელი ხმაურის შემდეგ ერთბაშად ჩამოვარდნილი სიჩუმე სიტუაციას შემზარავად ძაბავდა. ავისმომასწავებელი დუმილი დიდხანს გაგრძელდა, ჰაერში კი შიშისმომგვრელად ირწეოდა და ლივლივებდა ადამიანის მოდგმისთვის, ერთი მხრივ, ასე საბედისწეროდ თავგზის ამბნევი და დაწყევლილდაგმობილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ასე საჭირო და მოუცილებელი ნაწილი მისივე სხეულისაუცებ ხალხი შეჩოჩქოლდა, ზოგი მარჯვნივ შებრუნდა, ზოგი მარცხნივ, მერე კი ყოველგვარი მოძრაობა შეწყდა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ქალაქის მთელი მოსახლეობის მზერა ერთ წერტილს მიეყინა…

ორად გაყოფილ ხალხს შორის მოხდენილი ნაბიჯებით მომავალი ქალბატონი გამოჩნდა, რომელსაც წითელ კაბაზე თეთრი, გრძელი მოსასხამი ემოსა. სადად, მაგრამ გემოვნებით დავარცხნილი შავი თმები თეთრად მოქათქათე პირისკანსა და მწვანედ მოლივლივე თვალებს შარავანდედივით ედგა და სადედოფლო იერს სძენდა. უკან მხლებელთა რამდენიმეკაციანი გუნდი მოჰყვებოდა. მაღალი, დაკუნთული, ერთნაირად ჩაცმული და სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდების თანხლება პერსონის მაღალ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს სწორედ ის ქალბატონი იყო, რომელსაც ქვეყანასა და ხალხზე პასუხისმგებლობა ეკისრა. ქალბატონი შეჩერდა, ირგვლივ მიმოიხედა, ოდნავ შემაღლებული ადგილი შეიგულა და სწორედ იქ შემოდგა. საკუთარი ამალა ირგვლივ შემოეხვია. ქალი ახლა გაცილებით მაღალი გამოჩნდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მან შუასაუკუნეების ევროპელ დიდგვაროვანთა მზერა მოავლო ხალხს, სახეზე ხელოვნური, მაგრამ დამწუხრებული გამომეტყველება აიფარა და ამაყად განაცხადა.

_ ნუ გეშინიათ, მოვედი!

_ უჰ, _ შვებით ამოისუნთქა ხალხმა.

_ ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი ქალაქი და მთელი ჩვენი სამშობლო მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, ბუნებრივ კატასტროფასთან თუ ისეთ გლობალურ პროვოკაციასთან, რომლის მსგავსის წარმოდგენა არავის შეეძლო. მე პირდაპირ ვიტყვი: ის, რასაც ჩვენ ამჟამად თბილისის თავზე ვხედავთ, თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფაა. მერე რა, თუ სიტყვებს, როგორებიცაათითოეულიდაშეურაცხყოფა”, უმრავლესობა დამახინჯებულად ვწერთ და წარმოვთქვამთ, მიუხედავად ამისა, ხომ მაინც ქართველები ვართ

აქ ოდნავ აირია და ბორძიკი იწყო: _ დიახ, მეგობრებო… აი, თუნდაც თანხმობის გამომხატველი ეს ლამაზი სიტყვაც _ “დიახ”, სადღაც დაგვეკარგა და ერთმანეთს ასეთ შეტყობინებებს ვუგზავნით _ OK, თუმცა ეს რა შუაშია… მიუხედავად ამისა, მაინც ქართველები ვართ, ამის თქმა მინდა და ახლა ეს, რაც ჩვენ თავზე დაგვახურეს, ეს ეროვნული სულის შეურაცხყოფა არ არის?! თქვენ გეკითხებით, მეგობრებო, ეს ჩვენი ისტორიის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის შებილწვა არ არის?! ეს ჩვენი ათასექვსასწლოვანი ქალაქის შეურაცხყოფა არ არის?!

_ შეურა-ცხ-ოფაა, შეურა-ცხ-ოფა! _ ახმაურდნენ ერთნი.

_ შეურა-წყ-ოფაა, შეურა-წყ-ოფა! _ ბანს აძლევდნენ მეორენი.

_ ასე არაფერი გამოგვივა, მეგობრებო, აკი გითხარით, შეურაცხყოფამეთქი.

_ კარგი, გეყოფათ! _ ნერვებმა უმტყუნა ვიღაცას. იგი ხალხს გამოეყო და მოსაუბრეებთან შორიახლოს შედგა. _ რა დროს გრამატიკის გაკვეთილებია? იძახონ “თვითეული” და “შეურაწყოფა”, ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიას ვაშენებთ. ასეც რომ არ იყოს, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ქართველები ამ ორი სიტყვის სწორად წარმოთქმას ვერასოდეს შევძლებთ… ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, თავზე რაღაც უბედურება გვაქვს ჩამომხობილი, ჩვენ კი ქართული ენის გრამატიკაზე ვლაპარაკობთ, საოცარია, პირდაპირ! თეთრმოსასხამიანი ქალბატონი, რომელსაც ამ ქვეყანასა და ხალხზე პასუხისმგებლობა ეკისრა, შეჩქვიფდა, მაგრამ თავი შეიკავა და ხაზგასმული სიმშვიდით წარმოთქვა:

_ გული მიგრძნობს, რომ ენის გარყვნა და ეს უბედურება, დღეს რომ დაგვატყდა თავს, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ ახლა ნუ ვიდავებთ ამაზე. არავითარი ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ ეს რუსული პროვოკაციაა. ამ საზიზღარ ქმედებას ჩვენ ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ.

აქ ოდნავ შეყოვნდა, თავის ამალას გადახედა და ბრძანების კილოთი წარმოსთქვა: _ უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიხმეთ!

რამდენიმე წამის შემდეგ ქალბატონის წინაშე, რომელსაც ქვეყანასა და ხალხზე პასუხისმგებლობა ეკისრა, სამხედრო წესით გაჭიმული სამი მინისტრი იდგა.

_ პროვოკაციის შესახებ, რომელიც ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული, _ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ზემოთ აღმართა, _ ზუსტი ინფორმაცია მჭირდება! _ უშიშროების მინისტრს მიმართავდა. შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრზე გადავიდა, _ სასწრაფო ზომები გაატარეთ, რომ ქალაქში მაქსიმალურად დაიცვათ წესრიგი, არ დაუშვათ, ქურდობის, ყაჩაღობისა და მაროდიორობის ფაქტები.

ბოლოს თავდაცვის მინისტრს მიუბრუნდა: _ ამ საშინელებას, რომელიც ქალაქის თავზე კიდია, რაკეტა ესროლეთ!

_ რაკეტა? _ შეცბა მინისტრი.

_ დიახ, ამერიკელების მიერ ნატოსთან საერთო წრთვნის ჩასატარებლად ქართული არმიისთვის ახლახან გადმოცემული რაკეტა.

_ არის, უფროსო, ვესროლოთ ამერიკული რაკეტა!

_ მოითმინეთ, _ კვლავ ჩაერია საუბარში უშიშროების მინისტრი, რომელიც ქალბატონისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა, _ არავითარი, ამერიკული რაკეტა!

_ ვითომ, რატომ? _ შეცბა ბრძანებების გაცემის ეშხში შესული ქალბატონი.

_ იმიტომ, რომ თბილისის თავზე ჩამოკიდებული უკანალისთვის ნასროლი რაკეტა, ბოდიშს გიხდით უხეშად ნათქვამისთვის, ჩვენ არ მოგვხდეს… უკანალში.

_ რას გულისხმობთ? _ წითელკაბიანმა და თეთრმოსასხამიანმა ქალბატონმა თვალი თვალში გაუყარა მინისტრს, რომელსაც მასზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა ყოველთვის.

_ დადასტურებით ვერ ვიტყვი, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს მონსტრი, _ წარბები მაღლა აზიდა მინისტრმა, _ იმავე ქვეყნის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, რომელი ქვეყნის რაკეტის სროლასაც ვუპირებთ.

ქალს პირკატა ეცა. ნათქვამით შეძრწუნებულმა, უშიშროების მინისტრს გენერლის მუნდირის სახელოზე წაავლო ხელი და ღონივრად მოქაჩა.

_ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენს ამ ეჭვში რამე გონივრული ურევია?

_ დღევანდელი დასავლური იდეოლოგია სწორედუკანალის ფილოსოფიითრომ არის ნასაზრდოები, მთელმა მსოფლიომ იცის. სხეულის ამ ნაწილს რაც უკავშირდება, ყველაფერი დასავლეთიდან მოდის.

ქალს მწარე პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ ხმა ყელში გორგალივით გაეჩხირა. თვითონაც ვერ გაეგო, ეს გაკვირვებისგან დაემართა თუ გაბრაზებისგან. ნერწყვი გადაყლაპა, ტუჩები ენით დაისველა და ძლივს ამოისისინა:

_ ეს შეუძლებელია, გესმით? შეუძლებელი!

შემდეგ თავდაცვის მინისტრისკენ მიტრიალდა: _ ამოიგდეთ თავიდან რუსეთის სპეცსამსახურებში შეთხზული ზღაპრები და ბრძანება შეასრულეთ. ესროლეთ რაკეტა!

_ არის, უმაღლესო მთავარსარდალო!

გენერალმა საფეთქელთან მიტანილი გაშლილი ხელის მტევნის ჩამოწევა ვერ მოასწრო, რომ ქალბატონმა, რომელსაც ქვეყანასა და ხალხზე პასუხისმგებლობა ეკისრა, მის მიერვე გაცემული ბრძანება შეცვალა.

_ მოიცადეთ, არ ესროლოთ რაკეტა, დაფიქრებისთვის დრო მჭირდება!

იმედგაცრუებული და უნუგეშოდ დარჩენილი ხალხი ახმაურდა, ერთმანეთში აირია და ისე დატრიალდა, როგორც წყალდიდობისას გაჩენილი ღრმა მორევი ატრიალებს ხოლმე ათასგვარ ნივთსა და ჭუჭყს. იტრიალეს, იტრიალეს და სიბერისგან წელში მოხრილსა და დაუძლურებულ თეთრწვერა მოხუცს შემოეხვივნენ.

_ დამშვიდით, ნუ ღელავთ… _ თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა მოხუცმა, _ დიდ სინანულთან ერთად დიდი დაფიქრებაც გვმართებს, უფალი მოწყალეა… ახლა მე წავალ და, სანამ დავბრუნდები, ფეხი არავინ მოიცვალოს, უფალი მოწყალეა…

ჯორკოზე მჯდარს, წამოდგომა გაუჭირდა. ხელი შეაშველეს და წამოაყენეს. ხელ-ჯოხს დაყრდნობილმა ხალხს შეავლო მზერა, მერე ცას აჰხედა, პირჯვარი გადაისახა და ერთხელ კიდევ წარმოსთქვა: _ უფალი მოწყალეა!

ორი ახალგაზრდა ამოუდგა მხარში.

_ წაგვიყვანე, _ სთხოვეს.

_ წამოდით, _ დართო ნება მოხუცმა.

დიდხანს უცდიდნენ. დაღამდა. ხალხი დაღლილობისა და ნერვიულობისგან მისავათებული იყო, თუმცა ადგილიდან არავინ იძროდა. მთვარე არ ამოსულა. უფრო სწორად, ამოვიდა, მაგრამ თბილისის თავზე ჩამომხობილი, უზარმაზარი, შიშველი უკანალი ეფარებოდა და მისი სხივები მიწაზე ვერ აღწევდა. ჩვეულებრივზე მეტად ბნელოდა. მობილური ტელეფონების ეკრანებით ანათებდნენ წყვდიადს.

ამ დროს ტელეკამერებითა და მიკროფონებით შეიარაღებული ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ხმაურით შემოცვივდნენ. დაღლილ ადამიანებს ტელეკამერების კაშკაშა შუქს სახეში მიანათებდნენ, მსხვილი ხედებით უღებდნენ და ერთმანეთისგან განსხვავებული ლოგოებით აჭრელებულ მიკროფონებს პირში ჩრიდნენ.

_ რატომ ხართ შეკრებილი, რას აპროტესტებთ? _ მიადგა ლოყებჩაცვენილსა და ჩია ტანის მამაკაცს ვიწრო ჯინსებში ძლივსჩაკვეხებული ყმაწვილი.

_ ქალაქს ასეთი უბედურება დაატყდა და შევიკრიბეთ, სხვა რა უნდა ვქნათ? _ დაბნეულმა, შეკითხვაზე შეკითხვითვე უპასუხა.

_ რა უბედურებაზე ლაპარაკობთ, ეს უკანალი რამეს აშავებს?

_ რააა, რომელი უკანალი?

_ აი, ეს უკანალი, ციდან რომ დაეშვა თბილისის თავზე.

_ როგორ არ გვიშავებს? – კვლავ შეკითხვით ცდილობდა აბეზარი ჟურნალისტის მოგერიებას საბოლოოდ დაბნეული მოქალაქე.

_ რას გიშავებთ? მშვენიერი უკანალია, იყოს თავისთვისდა, საერთოდ, რას ერჩით უკანალს? არ სჯობს, რომ ყველამ საკუთარ უკანალს მიხედოს?! _ არ ცხრებოდა მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენელი.

_ თქვენ პროვოკაციულ და სულელურ შეკითხვებს მისვამთ! _ გაღიზიანდა რესპონდენტი.

_ რატომ ღიზიანდებით? ციდან ღმერთისა და ანგელოზების ლოდინში სანამდე უნდა იყოთ, ხომ ხედავთ, უფლის მადლის ნაცვლად შიშველი უკანალი რომ მოგევლინათ იქიდან?

_ თავი დამანებეთ! – უმწეოდ გაასავსავა ხელები მოთმინებიდან გამოსულმა მოქალაქემ, _ ქართველი ხალხი, ჩვიდმეტი საუკუნეა, ქრისტეს ჯვარზე ლოცულობს, ამიტომ საქართველოზე მხოლოდ უფლის მადლი გადმოვა და სხვა არაფერი. ეს… ეს ციდან არ ჩამოსულა, ამ მოვლენას ცასთან ნუ აკავშირებთ!

_ მართალი ხართ, ჩვიდმეტი საუკუნეა, ქრისტეს ჯვარზე ლოცულობთ და უფლის მადლის გარდმოვლენას ელოდებით, მაგრამ ჩვიდმეტი საუკუნის შემდეგ დედაქალაქის თავზე შიშველი უკანალი დაეშვა. ეს ხომ ფაქტია?

_ არავითარი ფაქტი ეს არ არის. თქვენ ცდილობთ, რომ ცა და ეს მოვლენა ერთმანეთთან დააკავშიროთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ, ცა სიწმინდეა, სინათლეა, იდუმალებაა, ცა ღმერთისა და მისი სასწაულების საუფლოა!

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ უკანალი ღმერთის მიერ შექმნილი არ არის? _ ჟურნალისტი ექიდნურად იღიმოდა და მოსაუბრეს გამომწვევად მისჩერებოდა თვალებში. ლოყებჩაცვენილი, ჩია მამაკაცი გაფითრდა, ერთბაშად ხმა წაერთვა და მუხლები აუკანკალდა. რომ არ წაქცეულიყო, რაღაც ხელმოსაკიდს დაუწყო ძებნა, მაგრამ არაფერი ჩანდა, მის წინ სატანის მსგავსი არსება იდგა, რომელსაც მისთვის მიკროფონი პირდაპირ ნიკაპზე მიებჯინა და თავხედური შეკითხვებით ამასხარავებდა. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გამოკვეთილად წარმოთქვა:

_ შენ ნაძირალა ხარ!

ჟურნალისტმა გადაიხარხარა. შემდეგ კოლეგებისკენ შეტრიალდა და მთელი ხმით იღრიალა: _ ჟურნალისტებს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელს გვიშლიან და შეურაცხგვყოფენ, ვიდეოფაქტი ჩაწერილია.

ამ უტიფრობით შეძრულმა რესპონდენტმა თავი ვეღარ შეიკავა და შემართული მუშტით ჟურნალისტისკენ გაიწია, მაგრამ იგი მარდად გახტა განზე. ლოყებჩაცვენილი მამაკაცი ოპერატორს შეეჯახა, რომელსაც მხარზე უზარმაზარი კამერა ჰქონდა გადებული. ორივენი წაიქცნენ, კამერა მიწაზე დაეხეთქა. დანარჩენი ოპერატორები სანახაობას დაესივნენ და ყველა რაკურსით იღებდნენ. ჟურნალისტები ქათმებივით აკრიახდნენ:

_ გვცემენ!

_ გვირტყამენ!

_ ძალადობენ!

ხალხმა მართლა გაიწია მათი მიმართულებით და დაიწყო ცემა-ტყეპა.

_ გადაიღეთ! დააფიქსირეთ! _ ყვიროდნენ და კიოდნენ ჟურნალისტები. გავეშებული ხალხი, პოლიცია, კამერამომარჯვებული ოპერატორები, ჭინკებივით აქეთ-იქით მოხტუნავე ჟურნალისტები და სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ერთმანეთში აირია. ღამე ჯოჯოხეთს დაემსგავსა…

თეთრწვერიანი მოხუცი მხოლოდ გამთენიისას გამოჩნდა, როდესაც ვნებათა ღელვა დამცხრალი იყო. იგი ხალხის წინაშე წარდგა. აქეთ-იქით ის ორი ახალგაზრდა ედგა, თან რომ გაიყოლა. არ უთქვამთ, სად გაატარეს ღამე, ან ვის შეხვდნენ, არც ის, ვისი სახელით ლაპარაკობდნენ.

_ ცოდვებმა და უგუნურებამ დაამძიმა თბილისი, _ მშვიდი ხმით დაიწყო მოხუცმა. გამხდარი სახის ფონზე არაპროპორციულად დიდი თვალებით ეკლესიათა კედლებზე გამოსახულ წმინდანებს ჰგავდა, _ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, სასჯელია, რომელიც დავიმსახურეთ. თუ გვინდა, რომ ქალაქი სასჯელისგან ვიხსნათ, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს. უნდა გავემიჯნოთ და ვამხილოთ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იმსახურებენ სასჯელს. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ ბევრის შთაბეჭდილებას ქმნიან. ამ ადამიანებს თუ გავემიჯნებით და ვამხელთ, თბილისის ციდან მოიხსნება ჯადო, რომელიც გვადევს. იგი იმ ადამიანებზე გადანაწილდება, თბილისელების მძიმე ცოდვაში ჩათრევას რომ ცდილობენ.

_ ეგ როგორ უნდა მოხდეს? _ დაინტერესდა ვიღაც.

_ საკითხის ასეთი გადაწყვეტა თუ მისაღებია, ხალხის ნება თუ ასეთია, დანარჩენი თავისთავად მოხდება.

_ მისაღებია, მისაღებია! _ აგუგუნდა ხალხი.

_ აღსრულდეს ნება ღვთისა! _ პირჯვარი გადაისახა და ცისკენ აღაპყრო ნათელმხილველი თვალები თეთრწვერა მოხუცმა.

გადაიწერა ხალხმა პირჯვარი და იხილა სასწაული…

თბილისის თავზე დაკიდებული უზარმაზარი ვარდისფერი უკანალი შეირხა და, თითქოს ტორტი დაჭრესო, ჩვეულებრივი ზომის უამრავ უკანალად დანაწილდა. უცნაური და მხიარული ლივლივით წამოვიდნენ ისინი ციდან, დაეშვნენ ადამიანთა სიმაღლეზე და ხალხისთვის გაუგებარი შერჩევით ჩაანაცვლეს ზოგიერთი ადამიანის თავი.

ინათა…

ქუჩებში გამოფენილ ხალხში ის ადამიანებიც ჩანდნენ, რომლებსაც მხრებზე, იქ, სადაც აქამდე თავი ედგათ, ახლა პატარა, შიშველი, ვარდისფერი უკანალი ჰქონდათ მორგებული. სქესი არ ეტყობოდათ, როგორც იმ უზარმაზარ უკანალს, ცაზე რომ ეკიდა წეღან, მხოლოდ დუნდულები და ანუსის ხვრელი უჩანდათ. დადიოდნენ ეს ადამიანები ქალაქში, თავიანთ თანამოქალაქეებსა და თანამოძმეთა შორის, ანუსის ხვრელით იყურებოდნენ, ანუსის ხვრელიდან ესმოდათ, ანუსის ხვრელით სუნთქავდნენ, ანუსის ხვრელით ჭამდნენ და სვამდნენ და ანუსის ხვრელითვე აზროვნებდნენ.

ტოლერანტობითა და მიმტევებლობით განთქმული თბილისელები ერთგვარი სიბრალულის გრძნობით შეჰყურებდნენ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელის საშინელი დამღა უნდა ეტარებინათ. ხალხს ის უკვირდა, ეს ცოდვის შვილები მათთვის განგების მიერ თავსდატეხილი უბედურების გამო შეწუხებულნი რომ არ ჩანდნენ, პირიქით, ამაყობდნენ კიდეც, რადგან სასაცილოდ და სამარცხვინოდ ისინი მიაჩნდათ, ვინც ღმერთით დაწესებულს, ტრადიციად ქცეულსა და ეკლესიის მიერ ნაქადაგებ წესებს მისდევდა. მათ ჰომოსექსუალთა ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან მაღალი სტიპენდიები დაუნიშნეს და თავს (უკაცრავად, უკანალს) ბედნიერად გრძნობდნენ. დანარჩენი თბილისელები კი დადიოდნენ _ ზოგი უმუშევრად და უხელფასოდ, ზოგი შეურაცხმყოფელად მწირი პენსიის ამარა დარჩენილი, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ უზარმაზარი, შიშველი, ვარდისფერი უკანალი აღარ ეკიდა თბილისის თავზე. მის ნაცვლად ზაფხულის გაჩახჩახებული მზე ბარჩხალებდა, რომელიც არამხოლოდ წყალდიდობისა და ქარიშხლის მიერ, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ადამიანური უგუნურების გამო დანგრეულ და გაუბედურებულ ქალაქს იმედის სხივებს ჰფენდა.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here