მთავარი მსოფლიო “ხუთეულის” შეხვედრა: ტრამპმა პუტინის იდეა მოიწონა

“ხუთეულის” შეხვედრა: ტრამპმა პუტინის იდეა მოიწონა

1472
გააზიარეთ
“ხუთეულის” შეხვედრა: ტრამპმა პუტინის იდეა მოიწონა

პუტინის ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტამდე მხარი დაუჭირეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივმა წევრმა ქვეყნებმა _ საფრანგეთმა, ჩინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინის იდეას, ჩატარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი “ხუთეულის” შეხვედრა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა.

“პრეზიდენტი ტრამპი მიესალმება პრეზიდენტ პუტინის იდეას _ მოიწვიონ “ხუთეულის” სამიტი და, ამასთანავე, მის ჩატარებას აშშ-ის ტერიტორიაზე სთავაზობს… თუმცა სამიტის ჩატარების არც ადგილი და არც დრო ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. ამასთანავე, მხარეებს შეხვედრის დღის წესრიგზე მსჯელობაც მოუწევთ, რაც მნიშვნელოვანი საკითხია”, _ განაცხადა სალივანმა.

ელჩის თქმით, ვაშინგტონის პოზიციის მიხედვით, ბირთვული სახელმწიფოების “ხუთეულის” ფორმატი ქმნის შესაძლებლობას, რომ შეხვედრაზე განხილული იყოს შეიარაღებაზე კონტროლის თემაც. ჯონ სალივანს მიაჩნია, რომ ამ თემატიკის განხილვა შესაბამისი იქნებოდა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებების არსთან, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here