Home ახალი ამბები მსოფლიო ხორვატიის ყოფილ პრემიერს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხორვატიის ყოფილ პრემიერს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

160

ხორვატიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრ ივო სანადერს კორუფციის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სანადერი სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი კომპანია INA-ს უნგრული კომპანია MOL-ისთვის მიყიდვის სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნეს. ხორვატიაში MOL-ის ფილიალის ხელმძღვანელ ჟოლტ ჰერნადის დაუსწრებლად 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სანადერი ხორვატიის მთავრობას 2003-2009 წლებში მეთაურობდა, შემდეგ კი თანამდებობიდან გადადგა და ავსტრიაში გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ გადადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამიტომ ავსტრიამ ის ხორვატიის ხელისუფლებას გადასცა. სანადერის სახლში სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით უკანონოდ შეძენილი ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სანადერმა ჯარიმის სახით 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, ჯარიმა დაეკისრა მის პარტიასაც _ “ხორვატიის დემოკრატიულ გაერთიანებას”. 68 წლის სანადერი უკვე იხდის სასჯელს 2008 წელს ქრთამის აღების კიდევ ერთ ფაქტზე, როდესაც მისი თანაპარტიელის საკუთრებაში არსებული შენობა ერთ-ერთმა სამინისტრომ საბაზრო ფასთან შედარებით ორჯერ უფრო ძვირად შეიძინა.
imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here