Home ახალი ამბები მსოფლიო “ხელოვნური მზე” ჩინეთის თავზე

“ხელოვნური მზე” ჩინეთის თავზე

187

თუ მთავრობა გადაწყვეტს, საბოლოოდ დაუჭიროს მხარი თერმობირთვული რეაქტორის მშენებლობას, მაშინ ათი წლის შემდეგ ჩინეთში შეიქმნება შესაძლებლობა, ელექტროენერგია მიიღონხელოვნური მზისგან”, _ იუწყება South China Morning Post.

ჩინელი მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტს თერმობირთვული რეაქციის მეშვეობით ენერგიის მიღებაზე. სავარაუდოა, რომ 2060 წლამდე ქვეყანაში დაიწყება თერმობირთვული ელექტროსადგურების მასობრივი მშენებლობა, რადგან ეს ბოლო ვადაა, როცა ჩინეთმა უნდა მიაღწიოს დასახულ მიზნებს ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფის შემცირების მხრივ.

“ჩინეთში პირველი თერმობირთვული რეაქტორის მშენებლობა შეიძლება 2030 წლის დასაწყისისთვის დასრულდეს, თუ პეკინი მოიწონებს ამ პროექტს და მხარს დაუჭერს”, _ განაცხადა პლაზმური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა სუნ იუნტაომ.

თერმობირთვული სინთეზის ტექნოლოგიას, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია, როგორც “ხელოვნუროი მზე”, შეუძლია უზრუნველყოს სუფთა ენერგიის ულევი მარაგი ისეთი ბირთვული სინთეზის პროცესის მოდელირებით, როგორიც მზის ზედაპირზე მიმდინარეობს.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here