Home ახალი ამბები მსოფლიო ხელისუფლებაში ფიცოს მოსვლის პირველი შედეგი: სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა

ხელისუფლებაში ფიცოს მოსვლის პირველი შედეგი: სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა

194

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ  ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინის დახმარების პაკეტი  დაბლოკა, – იუწყება ტელეგრამ- არხი „Юрий Баранчик“-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინისთვის უნდა გაეგზავნა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც დამტკიცებული იყო წინა მთავრობის მიერ ლუდოვიტ ოდორის ხელმძღვანელობით, მაგრამ  ზუზანა კაპუტოვამ ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა. სლოვაკეთის ლიდერის წარმომადგენლის, მარტინ სტრიჟინეცის,  განცხადებით, პრეზიდენტი  ამგვარად „სცემს პატივს  დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, რომლის გამარჯვებულია ყოფილ პრემიერმინისტრ ობერტ ფიცოს  პარტია  Smer-SD. მისივე თქმით,   სლოვაკეთის პრეზიდენტი  თვლის, რომ  Smer-SD-ის პოზიციის იგნორირება, ისევე როგორც სხვა პარტიების, „სამომავლოდ სამწუხარო პრეცედენტს შექმნის“.  

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/12666

                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here