Home სხვადასხვა დაიჯესტი ხანდაზმული მოძალადე

ხანდაზმული მოძალადე

875
ხანდაზმული მოძალადე

77 წლის სექსმოძალადე მამაკაცი დააპატიმრეს და ბრალიც წაუყენეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში მისი მსხვერპლი 9 წლისა იყო.

გაზეთი Houston იუწყება, რომ აშშ-ში დააპატიმრეს ტეხასის შტატში მცხოვრები ჯეიმს ბერი, რომელსაც კომპიუტერში უპოვეს არასრულწლოვანთან სექსუალური აქტის ჩანაწერი. ბერიმ თავისი კომპიუტერი შესაკეთებლად მიიტანა. ხელოსნებმა შენიშნეს შიშველი გოგონას ჩანაწერი და ადგილობრივ პოლიციეს შეატყობინეს, პოლიციელებმა კი სოციალური სამსახურის თანამშრომლებს მიმართეს. გაირკვა, რომ გოგონა ამჟამად ოკლაჰომაში ცხოვრობს. სექსუალური ძალადობის შესახებ მან ადგილობრივ ხელისუფალთ აცნობა. ძალადობა, სავარაუდოდ, 2016 წლის იანვარში განხორციელდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here