Home რუბრიკები პოლიტიკა ხალხის ხარჯზე სუფრის მორიგი გაშლა 31 ოქტომბერს დაიწყება

ხალხის ხარჯზე სუფრის მორიგი გაშლა 31 ოქტომბერს დაიწყება

1025
ხელისუფლება და ხალხი

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამომრჩეველს, რომელიც რისკზე წავიდა და ხმაქართულ ოცნებასმისცა, მალე ელოდა პირველი შოკი. იმ არჩევნების წინოცნებისაქტივისტებს აშინებდნენ _ ეუბნებოდნენ, რომ დაიჭერდნენ, არ აპატიებდნენ, მაგრამ მათ ციხის, სიცოცხლის რისკის ფასად ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მაინც მოიყვანეს. რაღა თქმა უნდა, პირველი და მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო, ანუ იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც მათ ატერორებდნენ, ციხეში უშვებდნენ; იმ ადამიანების სამართლიანი დასჯა, რომლებმაც ქართველი ერი კრიმინალად გამოაცხადეს, 300 ათას ადამიანს პირობითი სასჯელი გამოუტანეს, ქონება წაართვეს, მოკლეს, აწამეს. ხალხის უმრავლესობამ პირველად სწორედ მაშინ გაიგონა სიტყვა კოაბიტაცია. ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩეველზე ძალადობდნენ, მასქართული ოცნებისდროშას თავზე ახევდნენ, ისევ ძველ ადგილებზე დარჩნენ, ზოგი უფრო დაწინაურდა, ხოლო მათ, ვინც მოკვლით იმუქრებოდა, მხოლოდ ოპოზიციონერობა აკმარეს.

კოაბიტაცია უდიდესი შეცდომა რომ იყო, ხელისუფლებაში არავინ აღიარებდა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ეს თანაცხოვრება ქართულ პოლიტიკას დასავლეთმა მოახვია თავს. სწორედ მან უბრძანა ჩვენს პოლიტიკოსებს, გინდათ თუ არა, ასე უნდა იყოსო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ დასავლეთმა არ მისცა (და დღემდე არ აძლევს) ქართულ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაკავების უფლება. ჰოდა, მაშინ, როცა სააკაშვილს საქართველოში რამდენიმე დანაშაულის გამო უკვე მისჯილი აქვს, ხოლო რამდენიმეზე სასამართლო კვლავ მიმდინარეობს, ის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და… უკრაინა თურმე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეს მსოფლიო პოლიტიკააო. მაშინ ისიც აგვიხსენით, რატომ ვართ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე სულ უკან, სულ დაჯაბნილი და სულ ვიღაცის ნების შემსრულებელი? რატომ ვერ ვწყვეტთ დამოუკიდებლად თუნდაც იმას, ვინ უნდა იყოს ციხეში და ვინ თავისუფალი? ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში? მაშინ სად იყო დასავლეთი, სააკაშვილმა ერი კრიმინალად რომ გამოაცხადა და ყოველი მეათე ადამიანი პირობითი სასჯელით დააჯილდოვა?! გამოდის, დასავლეთის მოწოდებაც ეს იყო, ეს უნდოდათ და ამ საქმის საუკეთესო შემსრულებელი სააკაშვილი არ გაიმეტეს.

მსოფლიო პოლიტიკას და იქ პაიკის როლს შევეშვათ და ის ვთქვათ, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ როგორ გააფუჭა საქმე და საკეთებელი. გარდა იმისა, რომ 2012 წელს ის ადამიანები არ დასაჯა, რომლებიც დასასჯელი იყვნენ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზოგი დააწინაურა, ზოგს კი საკრებულოში ამოაყოფინა თავი, ზოგს გამგებლის სავარძელი უბოძა და ისე ათქვიფა ეს ხალხი საკუთარ აქტივში, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. “ოცნებამ” არც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე გაითვალისწინა “ძველი ჯარისკაცების” (ასე ეძახდნენ და დღემდე ეძახიან 2012 წლის აქტივს) აზრი და უკვე პარლამენტში შეუშვა ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად 4 წლის წინათ ოცნებისდაუძინებელი მტრები იყვნენ. შედეგად მივიღეთ ის, რომოცნებისსიითა თუ მაჟორიტარის მანდატით პარლამენტში ყოფილიმამალინაციონალები მოხვდნენ. შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალები მთლიანად გაბატონდნენ დაოცნების” 2012 წლის შემადგენლობა ბოლომდე ჩაძირეს. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა _ ძველმა გვარდიამ უარი თქვა აქტიურობაზე და “ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არჩევნები პირველად წააგო. ოღონდ წააგო პირველი ტური და რეალური საფრთხის წინაშე დადგა, რომ მეორე ტურშიც დამარცხებულიყო. ჰოდა, ბიძინა ივანიშვილი დაღლილი სახითა და ჩაწითლებული თვალებით წარდგა ამომრჩევლის წინაშე, ბოდიში მოიხადა, აღიარა, ძველ აქტივს ასე არ უნდა მოვქცეოდით და, თუ ახლა მხარს დამიჭერთ, მე ვარ გარანტი იმისა, რომ მეტ ყურადღებას მოგაქცევთო. ამომრჩეველმა დაუჯერა ივანიშვილს და ისევ მოტყუვდა _ ვერ და არ დაშორდაოცნებანაციონალებს, უფრო ახლოს მიიყვანა სუფრასთან

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს უმრავლესობის ლიდერებმა _ მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ ერთხმად თქვეს, რომ საპარლამენტო სია ივლისის შუა რიცხვებში იქნებოდა. შემდეგ ამ თარიღმა აგვისტოს დასაწყისისკენ გადაიწია, შემდეგ _ აგვისტოს ბოლოს. მერე თქვეს, სექტემბრის დასაწყისშიო, ახლა კი ბეჭედი დაადეს: “ქართული ოცნების” საარჩევნო სია დღის სინათლეს 30 სექტემბერს იხილავსო. არ არის ეს გასაკვირი, 30 სექტემბერი ხომ სიის წარდგენის ბოლო ვადაა და, ძალიანაც რომ არ უნდოდეთ, სია მაინც უნდა გამოაქვეყნონ. თქვენი აზრით, რამ მიიყვანა მმართველი გუნდი იქამდე, რომ საარჩევნო სიას ბოლო დღეს გამოაჩენს? _ რამ და გუნდში მყოფმა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების ტერორმა. დიახ, სწორედ ტერორმა. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ სიაში შეყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოტაჟით იმუქრებიან. რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც უკვე დარწმუნდნენ, რომ სიაში არ იქნებიან, ფერი ისევ იცვალეს და კვლავ “ნაციონალურ მოძრაობას” დაუბრუნდნენ, მათთან მემორანდუმებს აფორმებენ, კვლავ მათ გუნდში ტრიალებენ და ნაცებმაც ისე მარტივად მიიღეს, თითქოს არც არასდროს არ წასულან. ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ამომრჩეველი ამბობდა, გამართლდა _ ყოფილი ნაციონალები არ არსებობენ და ისინიოცნებაშიყოფნის პერიოდშიც კინაციონალური მოძრაობისწევრებად რჩებოდნენ. ამას მიხვდნენოცნებისლიდერებიც, მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს თავში ხელი შემოირტყეს. არა, ისინი ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ და, ვინც შერჩათ, ცივ ნიავს არ აკარებენ, ანუ, ვისი ამბიციებიც დააკმაყოფილა, ისინი არსად წასულან. მარტივი მოცემულობაა: არანაირი იდეის, ქვეყნის აღმშენებლობის, სამომავლოდ წინსვლის პერსპექტივით არ არიან ეს ადამიანები გაერთიანებულნი. ყველა, აბსოლუტურად ყველა, საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. რა ნამუსით უნდა მივიდნენ ყოფილი ნაცები ამომრჩევლებთან, 8 წელი “ოცნების” ნავში რომ გაატარეს და ახლა გადახტნენ?! მაგრამ სად არის ნამუსი და სინდისი, როცა საქმე ქართულ პოლიტიკას ეხება?! აქ მთავარი ყოველთვის პირადი გამორჩენა იყო, ასეა ახლაც და, ისეთი პირი უჩანს, მომავალშიც ასე იქნება.

რამდენიმე დღის წინათ ტელეეთერში ქართული “კოკა-კოლას” მფლობელი თემურ ჭყონია საუბრობდა და საინტერესო ფრაზა თქვა: მე არ ვიცი, როგორ ვაკეთო პოლიტიკა, მაგრამ ვიცი, როგორ ვაკეთო ბიზნესი, ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია, და პოლიტიკაში არ მივდივარ”. ასე, ერთ წინადადებაში ჩამოყალიბებული დევიზი თუ მიზანი, დიდი ხანია, არ მომისმენია. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, აკეთოს ის, რაც იცის, გაცილებით წინ ვიქნებით. ეს, იცით, რას ნიშნავს? _ იმას, რომ პარლამენტის მანდატი აღარ ექნებათ მსახიობებს, მომღერლებს, სპორტსმენებს, “კაი ტიპებს”, ძმაკაცებს, დაქალებს… ყველა მოწვევის პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში ხმას არ იღებდნენ, კითხვას არ სვამდნენ და ასეთები არიან ათეულობით. რა გამოდის? მათ ხელფასს (თანაც, როგორ ხელფასს) სიჩუმეში ვუხდით?! და შინ რომ იყვნენ ჩუმად, დაშავდება რამე? თუ აუცილებლად პარლამენტარის ნიშანი უნდა უმშვენებდეთ მკერდს?! როდემდე შეიძლება პარლამენტში ადამიანი მივიყვანოთ მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი თამადაა და კარგად მღერის? სიმღერა და თამადობა რესტორანში, ბატონებო, და არა საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ქართულ რეალობაში პარლამენტიც რესტორანს ჰგავს. 4 წლის განმავლობაში უსხედან სუფრას, ჭამენ, სვამენ, თვრებიან და მერე ვეღარ იგებენ, რომ შინ წასვლის დროა. როცა მაინც უწევთრესტორნიდანგასვლა, ოფიციანტს ეტყვიან, _ ხალხი გადაიხდისო და ასე ვიხდით წლიდან წლამდე მილიონებს ვიღაცების საკეთილდღეოდ.

დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ “ოცნების” საპარლამენტო სიაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები ისევ იქნებიან; იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც პოლიტიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ; იქნებიან ვიღაცის დაქალები (გაგახსენებთ ამას აუცილებლად), ვიღაცის ძმაკაცები (ამასაც) და ქართული პარლამენტი კვლავ დაემსგავსება ხალხის ხარჯზე გაშლილ იმ სუფრას, რომელზეც ღვინის მაგივრად ამომრჩევლის სისხლს სვამენ და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

ხალხის ხარჯზე სუფრის მორიგი გაშლა 31 ოქტომბერს დაიწყება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here