მთავარი საქართველო ხაზარაძე საქართველოს ამერიკული ჩექმით ემუქრება

ხაზარაძე საქართველოს ამერიკული ჩექმით ემუქრება

6483
გააზიარეთ
მამუკა ხაზარაძე

მევახშე მამუკა ხაზარაძე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, ცდილობს, საქართველოს თავს მოახვიოს ამერიკელი ლობისტების ინტერესები და მათთან ერთად დიდი ფულიაკეთოსქვეყნის ხარჯზე. ხაზარაძის თავხედობა ყველა ზღვარს სცდება, რაც ქვემოთ მოცემული ინფორმაციით დასტურდება:

“ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს და ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკული ინვესტიციით აშენდეს”, _ ტელეარხ “ფორმულას” ინფორმაციით, სწორედ ეს გზავნილი დაუტოვა საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირებსა და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს უესლი კლარკმა.

ნატოს გადამდგარი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, გავლენიანი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების პრაიმერიზში მონაწილეობდა, თბილისში რამდენიმე დღით სწორედ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ანაკლიის პროექტის ბედი ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ საეჭვო და ბუნდოვანი გახდა.

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებსა და ამერიკელ გადამდგარ გენერალს შორის დახურული შეხვედრა რამდენიმე დღის წინათ გაიმართა. “ფორმულას” ინფორმაციით, უესლი კლარკმა ხაზარაძეს ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია გააცნო და ხელისუფლებასთან შეთანხმება შესთავაზა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, ანაკლიის პორტი ამერიკელი ინვესტორების მონაწილეობით უნდა აშენდეს.

“ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს ამერიკელების ჩართულობით. “ეს არის აშშ-ის მკვეთრი პოზიცია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. კლარკი არის ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და მასთან ვთანამშრომლობით”, _ აცხადებს ხაზარაძე.

უელსი კლარკი
უელსი კლარკი

შეხვედრის დეტალებზე მამუკა ხაზარაძე არ საუბრობს, თუმცა არ უარყოფს, რომ ის ამერიკელ გენერალს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა ანაკლიის პორტის მომავალზე.

შეთანხმების მიხედვით, ანაკლიის კონსორციუმი ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში აღარ გაასაჩივრებს. ეს წინადადება მისაღებია ხელისუფლებისთვისაც, ისინი საერთაშორისო სკანდალს აიცილებენ თავიდან. მეორე მხრივ კი, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემს უნდა დაუბრუნდეს დახარჯული 75 მლნ დოლარი.

იუგოსლავიის დაშლის ერთ-ერთი ავტორი, ევროპაში სეპარატიზმის მხარდამჭერი პირსისხლიანი გენერალი _ უესლი კლარკი არ მალავს, რომ მას საქართველო ფეხებზე ჰკიდია და ჩვენი ქვეყნისგან ანაკლიის პორტის დაფინანსებას ითხოვს საფინანსო გარანტიების სახით. როგორც ჩანს, კლარკს ძალიან სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გამოწვევა, რადგან შეუძლებელია, მას არ ესმოდეს, რომ რუსეთი ანაკლიაში ამერიკელების სამხედრო ობიექტის გაჩენას არ დაუშვებს.

მამუკა ხაზარაძე კი საქართველოში ამერიკელი ავანტიურისტების მთავარ ლობისტად გადაიქცა. იგი, აგრეთვე, აკრიტიკებს ყაზბეგის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც საქართველოს ჰაერივით სჭირდება, რათა განიტვირთოს გუდაური-კობის გზის მონაკვეთი და მთლიანად საქართველოს სამხედრო გზა. გარდა ამისა, ქვეყნის სატრანზიტო შემოსავლები გაიზრდება და ეს უფრო მეტი შემოსავალია, ვიდრე ანაკლიის პორტის ქიმერა.

ხაზარაძე ამბობს: “ნახევარ მილიარდ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას რუსეთს”.

ხაზარაძე, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, როგორც ჩანს, იდიოტიცაა (რადგან მისი არგუმენტები ბავშვურ-ბრიყვულია) ან ხალხს მიიჩნევს ბრიყვად. რა, რუსეთის ტანკები ცხინვალიდან ვერ შემოვლენ უფრო მარტივად, კავკასიონის ქედის გადმოლახვის გარეშე, ყაზბეგის შემოვლითი გზა რომ არ გამოიყენონ? მაშინ, ანაკლიის პორტი რომ დაიკავოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, მას წინ ხაზარაძის აფერისტი პარტნიორი უესლი კლარკი აღუდგება?

ალბათ, დროა, მოხდეს რევოლუციური ცვლილებები და ამ ტკიპას ჩამოერთვას ქართველი ხალხის ეროვნული კუთვნილება _ ბორჯომის წყაროები (წილი, რომელიც მას დარჩა) და მოხდეს ამ უნიკალური მონაპოვრის ნაციონალიზაცია!

“ნიუსფრონტი-საქართველო”

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. აღნიშნულმა სტატიამ გამახსენა ჩვენი საამაყო ქართველი მეწარმის, ნაღდი მამულიშვილის გოგი თოფაძის დაფინანსებით ქართულად ნათარგმნი და გამოცემული ჯონ პერკინსის წიგნი “ეკონომიკური მკვლელი”, რომელშიც ღიადაა აღწერილი, თუ როგორ ქრთამავენ და საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელ მუშაკებს აშშ–ის მთავრობა. სამწუხაროდ, ამ წიგნმა საქართველოში უკუეფექტი გამოიწვია – ჩვენი “პოლიტიკოსები” თვითონ ჩადგნენ რიგში ამერიკელებისგან ქრთამის მოსაპოვებლად და მათ შორის ერთ–ერთი პირველი არის ყაჩაღი ბანკირი და მევახშე მამუკა ხაზარაძე. ეტყობა იგი სწორედ მათი დაკვეთით ახალისებს პრემიებით უბორნიის პოეტებსაც და რყვნის ქართველ ახალგაზრდობას.

  2. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    ყოჩაღ იაგო. აბსოლიტური სიმართლეა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here