ჭეშმარიტი მამულიშვილის ხსოვნისათვის

    882
    გააზიარეთ

    7 ივნისს სრულდება 40 დღე, მას შემდგომ, რაც მართალი სიტყვის მთქმელი ჟურნალისტი, მართლმადიდებლობისა და ეკლესიური სიწმინდეებისთვის მებრძოლი ირაკლი თოდუა ისტორიისა და სულთა სამყაროს კუთვნილება გახდა.

    მისი უკომპრომისო მოღვაწეობის მასშტაბი დიდია ქვეყნის პოლიტიკური მომავლის სწორი ორიენტაციისა თუ ზნეობრივ-სარწმუნოებრივი აღმავლობის სფეროში. უპირველესად, სწორედ ასეთი სულისკვეთების ერისკაცნი იმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. ბატონი ირაკლი სამშობლოსა და სარწმუნოების საკეთილდღეო გზას ჟურნალისტიკაში მოსვლისთანავე დაადგა და ამ გზიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ გადაუხვევია. უფალი ბრძანებს, რომ ნეტარების სასუფეველი მათია, ვინც სიმართლისათვის იბრძოდა.

    ღმერთმა მალე მოგვასწროს ისეთ საქართველოში მოღვაწეობა, როგორზეც უზნეობისა და უსჯულოების პროპაგანდის გულანთებულად მამხილებელი, მართალი სიტყვის მთქმელი რაინდი ირაკლი თოდუა ოცნებობდა.

    ჟურნალლაზარეს აღდგინებისმუშაკთა და ეკლესიის მრევლის ნაწილის სახელით,

    ღმრთის მსახური

    მირონ (მერაბ) სულაქველიძე

    გააზიარეთ

    დატოვეთ კომენტარი

    Please enter your comment!
    Please enter your name here