მთავარი საქართველო წულუკიანი: ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს

წულუკიანი: ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს

2101
გააზიარეთ
წულუკიანი

მთავრობის ყველა წევრმა წულუკიანს უნდა მიბაძოს

საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს”,  _ ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებაზე ევროპული ინსტიტუტების კრიტიკულ განცხადებებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ევროპელებს შეახსენა, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად და ურჩევს მათ, ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავიანთი მოსამართლეები სწორედ ღია, “ლაივში” ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ.

“სხვადასხვა განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ კონკრეტული გვარები და სახელები არ არის მოსაწონი მათი მხრიდან, თუმცა მინდა, მათ შევახსენო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ მივიღეთ კანონი _ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად. ამიტომ, პირიქით _ რჩევას მივცემდი, ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავიანთი მოსამართლეები სწორედ ღია, “ლაივში” ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს”, _ განაცხადა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) პარლამენტის მიერ 14 მოსამართლის დამტკიცების თაობაზე მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოხატავენ. განცხადება საპარალამენტო ასამბლეის ვებგვერდზე 13 დეკემბერს გამოქვეყნდა. განცხადება გაავრცელეს ევროკავშირმა და ამერიკის საელჩომაც. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა.

თეა წულუკიანის ზემოაღნიშნული განცხადება “საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის დამაშვრალი” ევროპარლამენტარებისა და საქართველოს “მეგობრებისა” თუ  “სტრატეგიული პარტნიორების” მისამართით მართლაც დროულია თუ დაგვიანებული არ არის _ საქართველოს ამ მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველოს პარლამენტმა აირჩია მოსამართლეები და ყველა ევროპელი ვალდებულია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი სცეს. ისე, კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობის სხვა წევრებიც მიბაძავენ ქალბატონ იუსტიციის მინისტრს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here