მთავარი საზოგადოება წმიდა იოსებ I

წმიდა იოსებ I

25
გააზიარეთ

ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭით მომადლებული კათოლიკოსპატრიარქი

კათოლიკოსპატრიარქი იოსებ I საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანია. მისი ხსენების დღე ახალი სტილით 30 ოქტომბერია.

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. “მრავალთა მისთა სათნოებათათვის” იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე.

წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან. ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გაურთულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმიდა იოსებმაიხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა”, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად აირჩიეს ანტონ I-ის მაგივრად.

წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: “მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად”.მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, “კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი”.

1764 წელს წმიდა იოსებ კათოლიკოსმა, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და “ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა”.წმინდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია გვალვები და სეტყვა, რომელიც ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმიდა იოსების იქ მოღვაწეობის დროსარცა მოლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი”. იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ.

წმიდა გაბრიელი მცირე სიხარულით წერს, რომ მან “ერთგზის იხილა” და “ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა”.

1770 წელს წმინდანმა “ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა”.

მომზადდა წიგნიდანქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”,

თბილისი, 2004 წ.

წმიდა ოსე წინასწარმეტყველი

წმიდა ოსე წინასწარმეტყველი

წინასწარმეტყველი ოსე მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანია, რომლის ხსენების დრედ ასევე დაწესებულია 30 ოქტომბერი.

წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ისრაელის სამეფოში ცხოვრობდა და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიასა და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა (ოსე; 2,20). ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება (ოსე; 11,1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა (ოსე; 6) და სიკვდილის დათრგუნვა (ოსე; 13,14). წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.

ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

მომზადდა წიგნიდანწმიდანთა ცხოვრება”,

ტომი IV, თბილისი, 2003 .

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here