Home რუბრიკები პოლიტიკა “წლის გვრიტო”, “წლის ჩიტო”, “რაც ალხანა, ის ჩალხანა”, “კოკასა შიგან რაცა დგას,...

“წლის გვრიტო”, “წლის ჩიტო”, “რაც ალხანა, ის ჩალხანა”, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების” და 2020 წლის სხვა ნომინაციები

1303
“წლის გვრიტო”, “წლის ჩიტო”, “რაც ალხანა, ის ჩალხანა”, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების” და 2020 წლის სხვა ნომინაციები

ერთი კვირაც და ვირთხის წელი დასრულდება. შარშან, დეკემბერში ვივარაუდეთ, რომ 2020 გემიდან გადამხტარი ვირთხების წელი იქნებოდა და ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა. გემიდან ზოგი თავისით გადახტა, ზოგიც გადააგდეს. ჯერ გადამხტარებზე ვთქვათ _ ხელისუფლებაში 8-წლიანი ყოფნის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომქართული ოცნებასათავეში აღარ იქნებოდა, ამიტომ მიატოვეს და ოპოზიციაში წავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც 8 წელი ივანიშვილის საწოვარაზე იყვნენ ჩამოკიდებულნი და თავდაუზოგავად წოვდნენ. თუ ხელისუფლება იცვლება, სათავეში ხომ ოპოზიცია მოდის და ლოგიკურად, ოპოზიციაში წასვლით კვლავ დაბრუნება სურდათ, მაგრამდა სანამ რამეს მიხვდნენ, 2021 წელიც მოგვადგა. 2020 მსოფლიოს კოვიდ-19-ის წლად დაამახსოვრდება, ვერაგი დაავადების, რომელმაც არაერთი ჩინიანი თუ უჩინო იმსხვერპლა და ისე ჩანს, უკეთესობა არც 2021-ში იქნება.

2021 წელი ხარის იქნება, კუროს წელიწადი. არავინ დამასწროსო და, ირაკლი ოქრუაშვილი არც დაელოდა 2021-ს, ისე თქვა: “შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის ხათრით”-ო. სავარაუდოდ, ამას რომ ამბობდა, ოქრო-ბიჭს კუროობაზე ჰქონდა პრეტენზია (ვითომ იმ ნაშებს ქოცებში არ ჰყავდეთ კუროები), მაგრამ მაგას იმდენი კურო ჰყავს ნანახი, მიშამ რომ დაიჭირა, მაშინ და აღიარებითი ჩვენება დააფქვევინა, იქიდან გამოყოლილი უნდა ჰქონდეს ასეთი ფანტაზიები. ოქრუაშვილს, ჭკუამოკლე განცხადების მიუხედავად, წელს ნომინაციის გარეშე ვტოვებთ და, თუ მაინცდამაინც პრიზი უნდა, აგერ, იმხელა ნაძვის ხე დგას უფუნქციოდ თბილის-ქალაქში, შეაწყვიტოს რაიმე ოვალური სათამაშო.

რაც შეეხება ნომინაციებს, უცხოელებით დავიწყოთ:

“აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო”
“აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო”

* ნომინაციაში აქ ჩამოდი ჩვენსაო, ქალი მიქნევს ხელსაო გაიმარჯვა კელი დეგნანმა, რომელმაც ოპოზიციას ხაჭაპურიც გამოუცხო (ცარიელი ქერქი), ვარიაც დაუკლა (ცარიელი ძვლები) და პირში რაღაცით გამოვლებული დატოვა. არა, კი დავწერდით, ჩალაგამოვლებულიო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებს დეგნანთან შეხვედრის შემდეგ აშკარად ეტყობოდათ, რომ ჩალის ნაცვლად სხვა რამ გამოავლეს… და არამხოლოდ პირში.

* დეგნანს მხარი აუბეს დანარჩენმა ელჩებმაც და ნომინაციაში წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოსწორედ ფასილიტატორმა ელჩებმა გაიმარჯვეს.

* “წლის გაყრად პოლიტიკური გაერთიანება გირჩის(რა სასაცილოდ ისმის, არა _ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”) დაშლა მივიჩნიეთ, წლის შეყრად კი _ ოპოზიციის გაერთიანება. იმ ოპოზიციონერების, რომლებსაც არც საერთო ღირებულებები აქვთ, არც საერთო ხედვა, უბრალოდ, ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ამიტომაც შეიყარნენ.

“მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, დადგეს ყიჟინის კორიანტელი”
“მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, დადგეს ყიჟინის კორიანტელი”

* ნომინაციაში მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, დადგეს ყიჟინის კორიანტელი გაიმარჯვა ჰელენ ხოშტარიამ, რომელიც ცესკო-ს ღობეს მიადგა ორი აგურით და ძალუმად სცემდა. როგორც ჩანს, ჯერ ვერ მიხვდა, ორი აგური როგორ უნდა გამოიყენოს, მაგრამ არა უშავს, მალე მიხვდება და მერე სასტვენი დაუმალეთ, მაგას კიდევ დასტვენა უნდა?!

“დემოკრატიის უღიმღამო შუქურები”
“დემოკრატიის უღიმღამო შუქურები”

* ნომინაციაში დემოკრატიის უღიმღამო შუქურები გაიმარჯვეს შალვა ნათელაშვილმა, გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა. ალბათ, ყველას გემახსოვრებათ, სამივე აღმართული ხელებით რომ იდგა და ცხოვრება უხაროდა. ეს არჩევნებამდე იყო, ახლა ხელებიც დაშვებული აქვთ, ღიმილიც გაუქრათ სახიდან და შუქურობის კი რა მოგახსენოთ, ნათება უჭირთ. ისე, გიგის ხელში წითელი ნათურა რომ დავაჭერინოთ, როგორც ძველ ნაციონალს, შალვას _ ყვითელი, როგორც მუდმივ ორჭოფობაში მყოფს, ხოლო ირაკლის მწვანე, როგორც მარადმწვანე დაბოღმილს, შუქნიშანი გამოვიდოდა და იდგნენ და ანათონ ოპოზიციისთვის, ეგებ მოძრაობის წესები მაინც დაიცვან.

არქიფო სააკაშვილი
არქიფო სააკაშვილი

* მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ოპოზიციის უპირობო ლიდერმა და არქიფომ, ერთბაშად რამდენიმე პრიზი მოიგო, მაგრამ საქართველოში არყოფნის გამო, პრიზების გაგზავნა კვლავ უკრაინაში გვიწევს. კარგია, ბოლო პერიოდში ეს კაცი მხოლოდ უკრაინაში რომ არის, თორემ შარშან პრიზები ხან პოლონეთში დავაწიეთ, ხან _ გერმანიაში და ხან კიდევ _ თურქეთში. ეჭვი გვაქვს, გაისად ყირგიზეთში მოგვიწევს საჩუქრების გაგზავნა, რადგან ახლა ყირგიზეთის აყვავებას აპირებს თურმე. სააკაშვილს ასევე ერგო პრიზიგივისროლის საუკეთესო შესრულებისთვის. აგერ უკვე მერამდენე წელია, ხალხი კითხულობს, _ “გივი არ დაბრუნებულაო?” და მუდმივად ერთი პასუხია: “დაბრძანდით, დაელოდეთ”. ბატონმა მიხეილმა ისიც თქვა: რა ევროკავშირის ელჩები, ჩემზე კარგი ფასილიტატორი ვინ არის, თავის დროზე ცოტა დამაკლდა, თორემ სანაკოევის მთავრობით ოსეთს ვიბრუნებდი და ოსებთან მთავარი ფასილიტატორი სწორედ მე ვიყავიო. ახლაღა გავიგეთ, რომ ოსებთან ფასილიტატორობის გამო მიშას შესაბამისი აბრევიატურაც ჰქონდა ფალ-ოსი და კი დაამტკიცა 2008 წელს, რომ სწორად შერჩეული სახელი იყო. ჰოდა, მაშინ გადასაცემ ჯილდოს, ახლა გავუგზავნით უკრაინაში _ ვფიქრობთ, მისი პარტიის წევრებს ვუყიდოთ ბილეთი და და მათი ხელით გადავცეთ.

„წლის გვრიტო“
„წლის გვრიტო“
„წლის ჩიტო“
„წლის ჩიტო“

* გაგიკვირდებათ და, სააკაშვილს ვირთხის წელში ერგო სპეციალური პრიზი, რომელიც კაციჭამია ვირთხების გამოყვანისთვის გვქონდა დაწესებული. მან მოახერხა მთელი ოპოზიციის ერთად შეყრა, ახლა კი ამ ოპოზიციიდან კაციჭამია ვირთხა გამოჰყავს და ფსონს სწორედ მასზე დადებს. კულუარებში ამბობენ: დაწინაურებული ნიკა მელიააო, მაგრამ შეძლებს თუ ვერა მელია კაციჭამია ვირთხის როლის შესრულებას, ძნელი სათქმელია. ჰო, ამ ბრძოლაში პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე კი მოინელეს და გადმოაგდეს გემიდან (ან თავისით გადახტა). არადა, ვაშაძისთვის როგორი საოცარი პრიზი გვქონდა გამზადებული?! მისთვის, როგორცნაციონალური მოძრაობისსაპარლამენტო სიის მეორე ნომრისთვის, “გვრიტოუნდა მიგვეცა; “ჩიტოპირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს, შეხვდებოდა; ხოლო მესამე ნომერი მელიაჩიტომარგალიტოგამოდიოდა, მაგრამ ვინ დაგვაცადა?! იშვირა ხელი (ალბათ, ფეხიც, გრიგოლეტოა ბოლოს და ბოლოს) ვაშაძემ და წავიდა.

* აბა, ხანგრძლივი ტაში ახლა _ დავით აღმაშენებლის სახელობის პრიზი გადაეცემა ეჰ, ათი საუკუნე მიილია ლამის და ეს პრიზი ისევ არავის არ გადაეცემა. არადა, როგორი იმედი მქონდა, გიორგი ვაშაძემ სტრატეგია აღმაშენებელი რომ ჩამოარაკრაკა, ეგ არის და გვეშველა-მეთქი, მაგრამ ეგ სტრატეგია ისეთივე აღმაშენებელია, როგორც თაკო ჩარკვიანია პუბლიცისტი. ახლა ის დროა, ვაშაძე “გალობანი სინანულისანი”-ს წერდეს, მაგრამ მაგასაც ნიჭი უნდა.

“კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”
“კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”

* ნომინაციაში კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების გაიმარჯვა ნიკა გვარამიამ. ახლა, ნიკაში რაც დგას, კი უნდა მიხვდეთ და, თუ ვერ ხვდებით, მის გამოსვლებს უსმინეთ, რა იღვრება მის ბაგეთაგან და ეგაა. ჰო, ნიკას ბაგის ხსენებაზე გიორგი გაბუნია უხერხულად კი შეიშმუშნა, მაგრამ რა გაეწყობა. გაბუნია წელს უსაჩუქროდ დაგვრჩა, თუმცა ნიკა გაუნაწილებს… წარმოდინებულს.

* ლევან ბერძენიშვილს არც ერთ ნომინაციაში არ გაუმარჯვია, მაგრამ მას შემდეგ, რაც განაცხადა: “ყველა, ვინც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა”, გადავწყვიტეთ, მას სარკე ვაჩუქოთ, როცა ანალოგიურის თქმას დააპირებს, სარკეში რომ ჩაიხედოს და იქნებ ენას კბილი დააჭიროს.

“რაც ალხანა, ის ჩალხანა”
“რაც ალხანა, ის ჩალხანა”

* გიგა ბოკერია პირველად იყო მაჟორიტარობის კანდიდატი და ამომრჩეველმა მიახვედრა, რას ფიქრობს მასზე. ამ ყველაფერმა თამარ ჩერგოლეიშვილი ისე გააბრაზა, რომ ქოში უკუღმა ყარა. გიგასა და თამარას ნომინაციაზე ბევრი ვიფიქრეთ და რაც ალხანა, ის ჩალხანა მოვუძებნეთ.

„ხვალინდელი ქათამი მინდა“
„ხვალინდელი ქათამი მინდა“

* ნომინაციაში ხვალინდელი ქათამი მირჩევნია დღევანდელ კვერცხს გაიმარჯვა ნინო ბურჯანაძემ. საქმე ის არის, რომ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიას კვერცხი ერგო, მაგრამ ქალბატონი ნინო ჯიუტად ქათამს იჩემებს. ჩემთან რა გინდაო, _ იქიდან გვარამია აყვირდა, მაგრამ ამჯერად ფრინველზე ვსაუბრობთ. უმანდატო ბურჯანაძემ პარლამენტში არ შევალო და, ძალიანაც რომ უნდოდეს (არადა, უნდა), მაინც ვერ შევა.

“როცა შენს დალალებს ქარი შლის”
“როცა შენს დალალებს ქარი შლის”

* ახლა ხელისუფლებაზე გადავიდეთ. ოპოზიციაზე ნაკლებად თავი არც მათ გამოუჩენიათ და, პრიზის გარეშე რომ დავტოვოთ, არ გვაპატიებენ. ნომინაციაში აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსირაკლი კობახიძეს უნდა გაემარჯვა, როცა დაბეჯითებით ამბობდა, კონსტიტუცია არ შეიცვლებაო, მაგრამ კელი დეგნანთან საუბრის შემდეგ მხოლოდ როცა შენს დალალებს ქარი შლის პრიზი მიიღო.

* “მამალმა თქვა: მიყივლია, და ეხლა გინდ გათენდეს, გინდ არაო _ ამ ნომინაციაში გაიმარჯვა თბილისის მერიამ. დედაქალაქი გაჩახჩახებულია და, ხალხი თუ ვერ ნახულობს და ვერ ტკბება, მერე რა. მერიაშივე წავიდა პრიზი რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”. ნგრევაში კი გამოიდო კალაძემ თავი და, რისი ამშენებელია, აწი ის უნდა დაგვანახვოს.

* ნომინაციაში ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი გაიმარჯვა გიორგი გახარიამ. საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერმა სიტყვა მოგვცა, ნაცებს დავასრულებო და დასრულებას ვინ ჩივის, იმაზე ორჯერ მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მანამდე.

* ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სერიოზულ ბრძოლაში გამოვიდა გამარჯვებული. მას ლამის მინისტრთა კაბინეტის მთელი შემადგენლობა ეცილებოდა ნომინაციას ამ ქვეყანას მე ვერ გავასწორებ და ძილი რატომ უნდა დავიკლო”. თუმცა, საბოლოოდ, ეროვნული ვალუტის ფონზე, მაჭავარიანმა იმარჯვა და… ეჭვი მაქვს, ასე თუ გაგრძელდება, ამ ნომინაციას ლოგიკური გაგრძელება ექნება და ვიღაცას ვირზე უკუღმა შესვამენ.

დასასრულ _ ბიძინა ივანიშვილმა მთავარი კონკურენტის საპარლამენტო სიას რომ გადახედა, ნომინაცია თვითონ შეარჩია და გაიმარჯვა სიმღერითმე რა მამღერებს: უძირო ზეცა, ზამბახის ფერი, თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი…” ჰოდა, ვისაც გემღერებათ, აჰყევით

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here