Home რუბრიკები საზოგადოება წამალმა რომ მოარჩინოს!

წამალმა რომ მოარჩინოს!

4268
წამალმა რომ მოარჩინოს!

მსოფლიოში და, მაშასადამე, საქართველოშიც ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა რომ გაიზარდა, ამაში, ცხადია, დიდი წვლილი მიუძღვის მედიცინას და კერძოდ _ ფარმაკოლოგიას. აფთიაქებში წამლების ყველაზე ინტენსიური მომხმარებლები ხანში შესული ადამიანები ვართ და ეს არც არის გასაკვირი. 80 წელს გადაცილებულებს ხშირად გვაწუხებს ძვალსახსართა დაავადებები. სამწუხაროდ, ფარმაკოლოგიამ, როგორც ჩანს, ამ დაავადებისთვის ვერ მოიცალა, სამაგიეროდ, გააქტიურდა არაპროფესიული სექტორი, ტელეეთერში განთავსებული რეკლამებით გვთავაზობენ მრავალი სახის აბებსა და მალამოებს. შეჭირვებული ადამიანები, ცხადია, ყიდულობენ კუსტარული წესით დამზადებულ წამლებს, მაგრამ შედეგი უმრავლეს შემთხვევაში არ არის.

ერთი წლის წინათ (ყოველ შემთხვევაში, მე მაშინ შევიტყვე) ტელეეთერში გამოჩნდა კარგად გაფორმებული რეკლამა (განსაკუთრებით ტელეარხმაესტროსეთერში) ძვალსახსარის სამკურნალო წამალჰელიქსორიგინალისა”.

გვაცნობებდნენ საკონტრაქტო ტელეფონების ნომრებს, ფასს და, სურვილის შემთხვევაში, წამალს დაუყოვნებლივ მოგვართმევდნენ მითითებულ მისამართზე.

მეც, რაკი მაწუხებს მუხლების ტკივილი და მიჭირს გადაადგილება, შევიძინე ზემოთ მითითებული წამალი, რომელიც მოთავსებულია ფლაკონში მრგვალი აბების სახით. წამალი დამზადებულია ლოკოკინის ბაზაზე და, როგორც რეკლამიდან ირკვევა, ერთი ფლაკონი უკვე აღადგენს მუხლებში იმ სითხეს, რომელიც საჭიროა მოძრაობისთვის. წამალმა შედეგი არ მომცა, მაგრამ მეორე ფლაკონი მაინც შევუკვეთე.

ამ მომენტში ერთერთ გაზეთში წავიკითხე ქალბატონ ქეთევან კიკნაძის (სახალხო არტისტის) წერილი, რომელსაც ეჭვი შეაქვს წამლის ვარგისიანობაში. იგი აღნიშნავდა, რომ შეძენილი წამალი შესამოწმებლად გაგზავნა, როგორც გაირკვა, მასში ლოკოკინისარსებობაარ აღმოჩნდა, ანუწამალი”, რომელიც კუსტარული წესით მზადდება ქობულეთში, როგორც ჩანს, უმრავლეს შემთხვევაში ფალსიფიცირებულია. სხვათა შორის, როდესაც შიკრიკმა მომიტანა შეკვეთილი მეორე ფლაკონი, მას გავუზიარე ჩემი ეჭვი. ახალგაზრდა კაცი, როგორც კი ამ თემაზე დავუწყე საუბარი, უცებ შეტრიალდა და კისრისტეხით გაიქცა, ისე, რომ ჩემთვის ბოლომდე აღარც მოუსმენია.

დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და ვიკითხე: მოწმდება თუ არა კუსტარული წესით დამზადებული წამლები. მიპასუხეს, რომ ასეთი ქვედანაყოფი სამინისტროში არ არის. არადა, უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი იყოს დაცული და არ ჩავარდეს თაღლითების ხელში. ვფიქრობ, სამინისტროს ხელმძღვანელობა მიხედავს ამ პრობლემას და შექმნის შესაბამის ქვედანაყოფს, რომელიც გააკონტროლებს კუსტარულად დამზადებული წამლების ვარგისიანობას და დადებით შემთხვევაში გასცემს სერთიფიკატს. წამალი კი გაიყიდება აფთიაქების ცალკე სექციაში და მომხმარებელიც იქნება დაცული.

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here