მთავარი მსოფლიო ძველი ცივილიზაცია დასასრულს უახლოვდება, გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და იდეები

ძველი ცივილიზაცია დასასრულს უახლოვდება, გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და იდეები

4935
გააზიარეთ
ძველი ცივილიზაცია დასასრულს უახლოვდება, გამოჩნდებიან ახალი ლიდერები და იდეები

კაცობრიობა ახალი ცივილიზაციის ზღურბლზე დგას და არ იცის, რა ელის მომავალში, მაგრამ გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელდება”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ფილოსოფოსმა, ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა შამილ სულთანოვმა.

მისი აზრით, წარსულში გავიჭედეთ და არ ვფიქრობთ მომავალზე, რომელზეც “აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ ახლავე, სხვაგვარად ის რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად კვანტს დაგვიდებს… როდესაც არაბ ისლამისტ კოლეგებს ვხვდებით პეკინში, კუალა-ლუმპურში, თეირანში, თურქეთში, ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ მომავალზე”.

სულთანოვის თქმით, ამჟამინდელი პროექტების ჩარჩოებში ბრძოლა რაღაც “განვითარებისთვის”, ყოველდღე სულ უფრო სასაცილო ხდება და საზოგადოების მშენებლობის დღეს არსებული არც ერთი მოდელი, რომლებიც ჯერ კიდევ გვეჩვენება პროგრესულად, გლობალურ ამოცანებს ვერ უპასუხებს.

“ამერიკული იდეალი დეგრადაციას განიცდის. ის ისე მოიმჩვარა, რომ აშშ მალე შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეს; ჩინური _ ჯერ რეალიზებული არ არის, მაგრამ უკვე დაძველდა; ევროპული _ კრახის პირასაა. ზოგიერთი მონაცემით, მისგან შეიძლება არაფერი დარჩეს. ჩემი აზრით, უახლოეს 12 წელიწადში მსოფლიოში გაჩნდება ახალი ცივილიზაციის პროექტები, ხოლო ძველ, დაბერებულ ელიტებს შეცვლიან ახალი პასიონარიები და ქარიზმული ლიდერები”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here