Home რუბრიკები პოლიტიკა ძაღლ იყოს მთავრობისადა!

ძაღლ იყოს მთავრობისადა!

1686
კახა კალაძე

თბილისის მთავრობის სხდომას კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან გამოყვანილი ძაღლი ტიფანიც დაესწრო და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. თბილისის მერმა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ძაღლი რამდენიმე დღის წინათ წაიყვანა. კოკელი წინამორბედის სამტრედიელმა მემკვიდრემ ოთხფეხა მეგობარი დედაქალაქის მერიიის შენობის 21- სართულზე დააბინავა. რადგან ტიფანი კალაძის კაბინეტთან ცხოვრობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი თბილსის მერის თათბირებსა და ოფიციალურ შეხვედრებს ხშირად დაესწრება.

მსოფლიო ლიდერები კამერების წინ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ხშირად ჩნდებიან და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ძაღლები სწორედ მათი მოქმედებით იქცევენ მსოფლიო მედიის ყურადღებას. ძაღლების განსაკუთრებული სიყვარულით ცნობილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მაგალითად, მას დაბადების დღეზე თურქმენეთის პრეზიდენტმა ალაბაის (შუააზიური ნაგაზი) ულამაზესი ლეკვი აჩუქა. ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მმართველი თავისი ოთხფეხა მეგობრის გამო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე იყო. როგორც ცნობილია, მერკელს არ უყვარს ძაღლები, ვლადიმერ პუტინი კი მას სოჭში გამართულ შეხვედრაზე ძაღლით დახვდა. ეს ფაქტი და მერკელის გამომეტყველება მედიის წარმომადგენლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ, თუმცა რუსეთის მმართველმა განმარტა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, მერკელს ძაღლები რომ არ უყვარდა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, აგრეთვე, აკიტა-იუნუს ჯიშის ძაღლი სახელად იუმე, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტმა იაპონელ ჟურნალისტებს აჩვენა. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ის 2012 წელს რუსეთის მიერ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გაწეული დახმარების გამო მადლიერების ნიშნად აჩუქეს. ძაღლმა უცხო ადამიანების დანახვისას ყეფა დაიწყო. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ იუმე მხიარულია, მაგრამ ისინი ცოტათი გაკვირვებული და შეშინებულიც იყვნენ შეხვედრის ასეთი დასაწყისით…

საზოგადოებას, ალბათ, ასევე კარგად ახსოვს საფრანგეთის პრეზიდენტის, _ ემანუელ მაკრონის ძაღლის ისტორია, როდესაც ელისეს სასახლეში ოფიციალური შეხვედრისას ლაბრადორმა ბუხართან მოშარდა. “ბი-ბი-სის~ მიერ გავრცელებულ ვიდეოში მაკრონი ამბობს, ძაღლი ადრე ასე არ იქცეოდაო და სტუმრებს ბოდიში მოუხადა.

სხვათა შორის, მაკრონმა და მისმა მეუღლემ ლაბრადორისა და გრიფონის ნაჯვარი, 1 წლის ნემო ელისეს სასახლეში თავშესაფრიდან წაიყვანეს.

როგორც ცნობილია, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფრიდან წამოიყვანა კახა კალაძემაც ტიფანი, რომელმაც ელისეს ვერა, მაგრამ თბილისის მერიის 21-ე სართულზე დაიდო ბინა. ახლა მთავარია, ქალაქის პირველი პირის მორიგ თათბირზე მორიგი შესეირნებისას ტიფანიმაც მაკრონის ძაღლივით მოშარდოს კამერების წინ, თუმცა ეს პატარა ოთხფეხა, თუნდაც საჯაროდ მოშარდვით, ისეთს რას დააშავებს, რასაც მერიის მესვეურნი აშავებენ? და საზოგადოებაც მონური მორჩილებით დუმსსვეტსკად გაზმანული~ კალაძის უწყების მიერ მოსახლეობის საზიანოდ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებაზე

ამაზე დიდი ვაჟა, ალბათ, იტყოდა: “ძაღლ იყოს მთავრობისადა!~

ნათია ბერიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here