Home სხვადასხვა დაიჯესტი ძალიან სახიფათო საჩუქარი “თალიბანს” ამერიკელებისგან

ძალიან სახიფათო საჩუქარი “თალიბანს” ამერიკელებისგან

227

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა თავისი ერთერთი სამარცხვინო სამხედრო ინტერვენცია _ ბოლო ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ სამხედროსატრანსპორტო თვითმფრინავით დატოვა ავღანეთი. და უცებ გაირკვა, რომ ტერორისტული ორგანიზაციათალიბანიამერიკის წყალობით უფრო თანამედროვე იარაღით არის აღჭურვილი, ვიდრე ბრიტანეთის არმია. როგორ მოხდა და რას გამოიწვევს ეს?

30 აგვისტოს აშშ-მა დაასრულა თავისი ჯარის გაყვანა ავღანეთიდან. მაგრამ ამ მოვლენამ საფუძველი დაუდო არა მხოლოდ ინტერვენციის 20-წლიანი პროცესის დასასრულს, არამედ რამდენიმე ახალი პროცესის დასაწყისსაც. ამერიკის ჯარის ავღანეთიდან გამოყვანა იქცა საერთაშორისო ურთიერთობების გუბურაში ჩაგდებულ ქვად და წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი წრიული ტალღები ბევრ სხვა ქვეყანას მისწვდება.

ეს ტალღები დაკავშირებულია არა იმდენად ჯარების გამოყვანასთან, რამდენადაც იმ გარემოებებთან, რომლებიც თან ახლდა ამ გამოყვანას. ამერიკელებმა ავღანეთში მოკავშირეები მიატოვეს და ახლა მსოფლიოში აშშზე, როგორც არასაიმედო პარტნიორზე, ალაპარაკდნენ. ამერიკელებმა უფლება მისცეს თალიბებს, მათთან ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკათ (“31 აგვისტომდე აქედან უნდა წახვიდეთ, თორემ…”) და ახლა მსოფლიოს ყველა ტერორისტულმა ორგანიზაციამ იცის, რომ ამერიკელების დაშანტაჟება შეიძლება.

ამას გარდა, აშშ-მა ავღანეთში კოლოსალური რაოდენობის იარაღი მიატოვა, თანაც, არა უბრალო, არამედ თანამედროვე და ძალიან ძვირად ღირებული. სულ თალიბებს ხელში ჩაუვარდათ 76 ათასი მანქანა, 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი (კონგრესმენ ჯიმ ბენქსის განცხადებით, ახლა “თალიბანს” უფრო მეტი ვერტმფრენი “შავი ქორი” ჰყავს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების 85%-ს), 600 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე, ღამის ხედვის მოწყობილობები, ჯავშანჟილეტები, სამედიცინო მოწყობილობები. “ახლა თალიბებს უფრო თანამედროვე და ძვირადღირებული ჩაფხუტები და მათზე მიმაგრებული მოწყობილობები აქვთ, ვიდრე ზოგიერთი ბრიტანელი ჯარისკაცი ატარებს”, _ აღშფოთებულია Daily Mail-ი.

კონგრესმენ ჯიმ ბენქსის განცხადებით, ამერიკელებმა ავღანეთში 85 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღი დატოვეს.

შესადარებლად: ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, და ათასჯერ მეტი, ვიდრე ტაჯიკეთის ყოველწლიური თავდაცვითი ხარჯები.

ვაშინგტონელი მაღალჩინოსნები, რა თქმა უნდა, თავის მართლებას ცდილობენ. “ეს “შავი ქორები” “თალიბანისთვის” არ მიგვიცია. ისინი მიიღეს ავღანელმა მაღალჩინოსნებმა, რათა თავი დაეცვათ. ეს მოხდა განის პრეზიდენტის თხოვნით, რომელმაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დამატებითი საჰაერო ტექნიკა მოითხოვა”, _ თავს იმართლებს ჯო ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანი. მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი არჩევანის წინაშე დადგა. “მას შეეძლო საჰაერო ტექნიკა მათთვის არ მიეცა, რადგან შეიძლებოდა, “თალიბანს” ჩავარდნოდა ხელში, ან მიეცა იმ იმედით, რომ ისინი ამ ტექნიკას ქვეყნის დასაცავად გამოიყენებდნენ”. ბაიდენმა, სალივანის აზრით, იმ მომენტში ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, მართებული გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გაუგებარია, რატომ არ გაიტანა ეს შეიარაღება აშშმა წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა ავღანეთიდან გასასვლელად ემზადებოდა. კოლაფსი ავღანეთის არმიისა, რომელსაც ამერიკული იარაღით უნდა ებრძოლა, მხოლოდ რამდენიმე კვირის წინათ მოხდა (ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, კოლაფსი მოხდა იმიტომ, რომ ამერიკელებმა ავღანელებს მისცეს იარაღი, მაგრამ ვერ მისცეს ნებისყოფა, ებრძოლათ ქვეყნისთვის). რა თქმა უნდა, იარაღის გატანა ამ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც შეიძლებოდა. ამასთანავე, გაუგებარია, რატომ არ გაანადგურეს ამერიკელებმა შეიარაღება, როცა მიხვდნენ, რომ ის შეიძლებოდა, თალიბებს ჩავარდნოდათ ხელში.

“თუ ისეთ დაჯგუფებებს, როგორიცაა “თალიბანი”, ხელში ჩაუვარდებათ ამერიკული შეიარაღება და მოწყობილობები, კოლოსალური საფრთხე შეექმნებათ ამერიკელებს, ჩვენს მოკავშირეებსა და სამოქალაქო პირებს ავღანეთში, _ განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა სკოტ ფრანკლინმა, _ ამიტომ აშშ-ის მთავრობის ამოცანად უნდა იქცეს, რაც შეიძლება, მეტი რაოდენობის ასეთი არაღის განადგურება ავიადარტყმებით, აგრეთვე, “თალიბანისა” და “ისლამური სახელმწიფოს” ნებისმიერი წარმომადგენლის განადგურება”.

მაგრამ აშშ არავინ და არაფერი გაუნადგურებია და ჟურნალისტების პირდაპირ კითხვაზერატომ”? პენტაგონის წარმომადგენელი მხოლოდ იმეორებდა, რომ პასუხისთვის მზად არ არის. უფრო მეტიც, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ზუსტად არ იცის, რამდენი იარაღი ჩაიგდეს ხელთ თალიბებმა, ექსპერტთა აზრით, ის არ ცრუობდა _ ავღანეთის არმიაში მართლაც ისეთი ქაოსი სუფევდა, რომ არავინ იცოდა, რამდენი ერთეული იარაღი აქვთ მათ. გასაკვირი არ არის, რომ ახლა აშშ-ის ადმინისტრაციას მკვეთრად აკრიტიკებენ “თალიბანისთვის” ასეთი საჩუქრის გამო.

25-მა სენატორმა პენტაგონს მოსთხოვა, დაითვალოს, რა და რამდენი იარაღი მოხვდა თალიბების ხელში. სენატორები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომმაღალტექნოლოგიური სამხედრო მოწყობილობები, აშშის გადასახადების გადამხდელთა ფულით შეძენილი, თალიბებისა და მათი ტერორისტი მოკავშირეების ხელში მოხვდა”.

სხვა კრიტიკოსების აზრით, ამჟამად ამერიკა უარეს ვითარებაშია, ვიდრე ავღანეთში შეჭრის წინ იყო. “ახლა თალიბებს აქვთ მძიმე შეიარაღების, არტილერიის, ჯავშნიანი მანქანების, ამუნიციის კოლოსალური რაოდენობა. ჩვენ კი არ გვაქვს არც ბაზები, არც ლოიალურად განწყობილი მთავრობა და არც ჩრდილოეთის ალიანსი. ასე რომ, ჩვენ გაცილებით უარეს ვითარებაში აღმოვჩნდით, ვიდრე 2001 წელს ვიყავით”, _ ამბობს კონგრესმენი მაიკ უოლში.

“ეს ვითარება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. ის არ იყო აუცილებლობით გამოწვეული, მათ არავინ აიძულებდა ამის გაკეთებას. ლაპარაკია ბევრის ღალატზე”, _ განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტაგენჰატმა. ის “ბევრში” გულისხმობდა ავღანელ სამხედროებსაც, საქმე ის არის, რომ, ჯიმ ბენქსის თქმით, თალიბებს ხელში ჩაუვარდათ ამერიკული ბიომეტრიული მოწყობილობები, რომლებშიც ჩაწერილია იმ ავღანელთა პერსონალური მონაცემები (ბიოგრაფიები, თითების ანაბეჭდები, თვალის ბადურის გამოსახულებები), რომლებიც ამერიკელებს ეხმარებოდნენ “თალიბანის” წინააღმდეგ ომში.

ამერიკის შეერთებული შტატები მართლა იმსახურებს ასეთ კრიტიკას?დიახ, ამერიკის ადმინისტრაციაში მართლაც სუფევს ქაოსი და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაც სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ამერიკელებს ავღანეთში იარაღი შემთხვევით არ დაუტოვებიათ?!

ექსპერტები, რომლებიცთალიბანსრუსეთისა და შუა აზიის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, ამტკიცებენ, რომ აშშმა წინასწარგანზრახვით შეაიარაღათალიბანისამომავლოდ უზბეკეთსა და ტაჯიკეთში შესაჭრიელად, აგრეთვე, ჩინეთის მუსლიმებით დასახლებულ სინძიანუიღურის ოლქში ვითარების დესტაბილიზაციისთვის.

ამ ვერსიას ექნებოდა არსებობის უფლება, რომ არა ორი მომენტი: პირველი _ “თალიბანი” დაინტერესებული არ არის ასეთი შეჭრით. თალიბებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ ფული ქვეყნის აღსადგენად და მზად არიან, გაითვალისწინონ მოსკოვისა და პეკინის ინტერესები უსაფრთხოების საკითხებში; მეორე _ ამერიკელების მიერ დატოვებული იარაღის ჩამონათვალში არის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (გსსკ) _ სისტემები, რომელთა მეშვეობითაც ადვილია თვითმფრინავების ჩამოგდება. სწორედ ამიტომ აშშ, რომელმაც მოჯაჰედები გსსკ სისტემებით აღჭურვა საბჭოთა ავიაციასთან საბრძოლველად, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გასვლის შემდეგ შეეცადა, დაებრუნებინა გამოუყენებელი კომპლექსები. ანალოგიური რამ გააკეთეს მუამარ კადაფის დამხობისას, როცა მის მოწინააღმდეგეებს გადასცეს გსსკ. ახლა გასაგებია, რომ თალიბები ამერიკას არაფერს დაუბრუნებენ. და, თუ ამერიკული გსსკ-ით (თალიბებს შეუძლიათ, ის ტერორისტებს მიჰყიდონ) ჩამოაგდებენ დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავს, ამ “საჩუქრით” გამოწვეული საიმიჯო დანაკარგები აშშ-ისთვის კატასტროფული იქნება.

ისიც აღსანიშნავია, რომ მხოლოდ იარაღით აღჭურვა არ ნიშნავს არმიის სიძლიერეს, ამ იარაღს სჭირდება ტექნიკური მომსახურება _ სათადარიგო ნაწილების შეუფერხებელი მიწოდება, ავღანეთს კი ამის საშუალება საერთოდ არ აქვს, რადგან ქვეყანაში ინდუსტრია განვითარებული არ არის. თანაც ლაპარაკია არა მხოლოდ ვერტმფრენებსა და ჯავშნიანი მანქანების მომსახურებაზე, არამედ ცეცხლსასროლ იარაღსა და ამუნიციაზეც, ამიტომ არმიის ტექმომსახურების პრობლემა “თალიბანის” მთავრობისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხად შეიძლება იქცეს. ამ საკითხის მოგვარების ერთადერთი საშუალება კი აშშ-თან თანამშრომლობაა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპერტები მიდიან დასკვნამდე, რომ თალიბებისთვის იარაღის ჩუქების მიზეზი ამერიკის ადმინისტრაციაში შექმნილი ქაოსია, რომელიც შეიძლება, ბევრ ქვეყანას ძვირად დაუჯდეს.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here