მთავარი დაიჯესტი “ძალიან პატიოსანი” არჩევნები აშშ-ში

“ძალიან პატიოსანი” არჩევნები აშშ-ში

ბაიდენს მიცვალებულებმა მასობრივად მისცეს ხმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში

443
გააზიარეთ
“ძალიან პატიოსანი” არჩევნები აშშ-ში

3 ნოემბერს, აშშის პრეზიდენტის არჩევნების ღამეს, ჯორჯიის შტატის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში უცებ შეწყდა ხმის დათვლის პროცესი. ამის მიზეზად შენობაში წყალგაყვანილობის მილის დაზიანება დასახელდა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი _ არ არსებობს რამე მტკიცებულება ან მოწმე, რომ იქ მართლაც შეიქმნა ფორსმაჟორული ვითარება.

განცხადება ჯორჯიის შტატის ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის შენობაში მილის დაზიანების შესახებ იყო საბაბი, მთელი ღამით დაეკეტათ საარჩევნო კომისიის შენობა. დამკვირვებლები შინ წავიდნენ, ხმების დათვლა კი გაგრძელდა _ ოღონდ ამჯერად დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე.

* პენსილვანიის შტატის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შტაბის სარჩელი, რომლითაც ეჭვი შეიტანა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ფოსტით ხმის მიცემის კანონიერებაში, _ იუწყება Philadelfia Inquirer-ი.

ლაპარაკია ბიულეტენებზე იმ ამომრჩევლებისა, რომლებსაც დოკუმენტით არ დაუდასტურებიათ თავიანთი ვინაობა. პენსილვანიის შტატის კანონების მიხედვით, ხმის მიმცემმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს თავისი ვინაობა არჩევნებიდან 6 დღის განმავლობაში, ე.ი., ეს უნდა მომხდარიყო 9 ნოემბრამდე, მაგრამ შტატის სახელმწიფო მდივანმა კეტი ბუკვარმა ეს ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

მოსამართლე მერი ჰანა ლივიტმა გამოაცხადა სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმად კეტი ბუკვარს არ ჰქონდა უფლება, საარჩევნო კომისიისთვის ებრძანებინა ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვადის გაგრძელება. გაზეთის მიმომხილველის თქმით, ტრამპის ეს გამარჯვება მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რადგან ლაპარაკი იყო ბიულეტენების მცირე რაოდენობაზე. ტრამპი ბაიდენს ჯერჯერობით 54 ათასი ხმით ჩამორჩება, ამიტომ განზრახული აქვს, თითოეული ხმისთვის იბრძოლოს, აქედან გამომდინარე, ხმის დათვლის პროცესი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

ტრამპის შტაბი დარწმუნებულია, რომ პენსილვანიის შტატში შეძლებს 600 ათასი ბიულეტენის ანულირებას, რომლებიც არალეგალი მიგრანტებისგან მიიღო ბაიდენმა.

* მიჩიგანის შტატში აღმოაჩინეს 10 ათასი ამომრჩეველი ზომბი, რომლებიც, უკვე წლებია, სამარეში წვანან. მიცვალებულთა მიერ ხმის მიცემის შემთხვევები აღირიცხება, აგრეთვე, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში.

რესპუბლიკელებმა იპოვეს ერთი ფოსტალიონი, რომელიც მზად არის, სასამართლოს მისცეს ჩვენება, როგორ აიძულებდნენ, მხოლოდ ბაიდენის მხარდამჭერი ბიულეტენები მიეტანა საარჩევნო უბნებზე, დანარჩენი ბიულეტენები კი უნდა აღენიშნა, როგორც “დაკარგული”.

news-front.infoსა და ru-an.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here