Home რუბრიკები პოლიტიკა ცხვრის ტყავში გახვეული ტურა, ვაზელინის დეფიციტი და ჰეი, ვოვა, როდის გაიყვან საქართველოდან...

ცხვრის ტყავში გახვეული ტურა, ვაზელინის დეფიციტი და ჰეი, ვოვა, როდის გაიყვან საქართველოდან ჯარს?!

3536
ცხვრის ტყავში გახვეული ტურა, ვაზელინის დეფიციტი და ჰეი, ვოვა, როდის გაიყვან საქართველოდან ჯარს?!

ბოლო პერიოდში იმდენი რამ მოხდა საქართველოში, რომ ძნელია რიგითობის თუ მნიშვნელობის მიხედვით მათი დალაგება. ისე ძნელია, რომ ლამის ალფაბეტს მივმართო და მის მიხედვით დავალაგო შაპიტოს ცირკში მიმდინარე პროცესები; შაპიტოს ცირკში, რომელსაც მავანი ქართულ პოლიტიკასაც უწოდებს _ და ამ შემთხვევაში, ჟარგონით თუ ვიტყვით, ალფაბეტით სარგებლობა ხომ ერთგვარიორიოლრეშკაა”? ჰოდა, შაპიტოს ცირკის არენაზე მიმდინარე ტრაგიკომედიაში მონაწილე კლოუნებმა, რომელი უფრო ჭკვიანია (წაიკითხე,შტერი) და ვაჟკაცი (წაიკითხე, ჯაბანი), “ორიოლრეშკასმიანდონ ამ მარათონსა თუ სპრინტში საპრიზო ადგილების განაწილება; კლოუნებმა, რომელთაც, ზემოთ ხსენებული ქართული პოლიტიკისა არ იყოს, მავანი რატომღაც პოლიტიკოსებსაც ეძახის

ეს, რომ იტყვიან, ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად კი, ისე მობეზრდა ქართველ საზოგადოებას ქართული პოლიტიკის სცენაზე თუ შაპიტოს ცირკის არენაზე დადგმული წარმოდგენის ყურება, რომ პოლიტიკისა და პოლიტიკოსის უბრალო ხსენებაც კი, უკაცრავად პასუხია და, გულისრევის განცდას იწვევს. თუმცა ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და, ბოლო 30 წელიწადია, ცუდსა და უარესს შორის უწევს ქართველს არჩევანის გაკეთება.

ამიტომაც ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან უმრავლესობას ჯერჯერობით ისევ უუნარო, ფარჩაკი ქოცი გვირჩევნია ჭკვიან, უნარიან, მაგრამ მაინც მარად ახვარ (ბოდიში ამ თბილისური სლენგისთვის), 9 წლის განმავლობაში ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე ნაცებს. ღმერთმა დაგვიფაროს საპირისპიროსგან. არადა, ესჯერჯერობითუკანასკნელად რომიმუშავებს” (ისე უალტერნატივოდ, როგორც თუნდაც 2016-ში არა, მაგრამ მაინც) 2020-ის არჩევნებზე, ამის ნიშნები უკვე აშკარაა

საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე ნელ-ნელა გამოდის ის ახალგაზრდობა, რომელსაც “სააკაშვილის ბუჩქებში” გაზრდილ-აღზრდილს ვუწოდებ. ახალგაზრდობას, რომლის უმრავლეს ნაწილს, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდია სამშობლო, პატრიოტიზმი, წინაპართა საფლავები, ისტორია, ეკლესია, მშობლების პატივისცემა და ა.შ. სხვა რამ, რასაც ქართული ჰქვია.

როდესაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი მძვინვარებდა, ეს ახალგაზრდები 8-10 წლის ბავშვები იყვნენ და ამიტომ დღეს ის 9-წლიანი კოშმარი მათთვის შორეული, გნებავთ, უფროსების მიერ გაზვიადებული დაუჯერებელი ამბავია; ან თუ სჯერათ, უკეთეს შემთხვევაში, “მერე რა მოხდა” აკერიათ პირზე: მიგრანტებმა შეგვჭამეს _ მერე რა მოხდა?! დავითგარეჯა წაგვართვეს _ მერე რა მოხდა?! პედერასტები აღლუმს მართავენ _ მერე რა მოხდა?! და ა.შ. იმდენია ეს “მერე რა მოხდა”, რომ ამ თაობას, “სააკაშვილის ბუჩქებთან” ერთად, “მერე რა მოხდაც?!” შეიძლება ვუწოდოთ.

არადა, “მერე რა მოხდა” არ არის ნარკომანია, პროსტიტუცია, ბასიანის მსგავსი პედერასტული ღამის კლუბები, ეშმაკის ბორბალზე სექსის ტელე-აფიშირება, დეისაძე-ბუღაძე-ტურაშვილების უნიტაზის ლიტერატურა და სხვა გარყვნილება.

საბედნიეროდ, ასეთ ახალგაზრდებს ჯერჯერობით არჩევნებიც ფეხებზე ჰკიდიათ (საბედნიეროდ, რადგან არჩევნებზე, როგორც წესი, საშუალო და უფროსი თაობის ხალხი დადის), მაგრამ 2024 წლის არჩევნებისთვის ჩემი (63 წლის ვარ) და უფროსი თაობის ამომრჩევლების უმრავლესობა საიქიოს წავალთ, ხოლო სააქაოს დარჩენილები, ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი უმრავლესობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რადგანაც “სააკაშვილის ბუჩქებისა” და “მერე რა მოხდას” თაობები წამოიჩიტებიან, “გაგირჩდებიან” და მერე მოგეცათ ლხენა _ მრავალტანჯული 3-ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობისა და დიდი კულტურის მქონე ქართველი ერი პედერასტული დასავლეთისკენ მიმავალ გზას დაადგება.

ეს რომ არ მოხდეს, 2020 წელს არჩევნების გზით ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ეროვნულად მოაზროვნე იმდენი დეპუტატი, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში ჩანერგილმა ნეოლიბერასტებმა (ბოკერიასევროპულმა საქართველომდა .. გაერთიანებულმა ოპოზიციამ) ვერ შეძლონ ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური, ერთი სიტყვით, ილიას ანდერძის (“მამული, ენა, სარწმუნოება”) საწინააღმდეგო კანონების მიღება.

რა პერსპექტივა, რა რესურსი გვაქვს ამ მხრივ? სახარბიელო არაფერი: ხელისუფლება თუ ოპოზიცია (უმცირესი გამონაკლისის გარდა) ვაზელინობას აწვება _ ვინ უფრო სწრაფად შეუძვრება დასავლეთს (წაიკითხე, აშშ) და, შესაბამისად, ვინ უფრო მაგრად აგინებს რუსეთს.

ვაზელინის მოყვარულებს, აბა, სრულად ვინ ჩამოთვლის, მაგრამ?..

ტრაგიკომედია არ არის, რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგელი, მიუხედავად მტაცებლობისა, მაინც კეთილშობილ, არა გაუმაძღარ, აქედან გამომდინარე, “პიროვნებად” (ვისაც “მაუგლი” წაუკითხავს, დამეთანხმება) არის წარმოჩენილი მრავალი ხალხის ზღაპრებში და ამიტომ არ მინდა, მგელი შეურაცხვყო და მას შევადარო, ვისაც ვგულისხმობ. ამიტომ ცხვრის ტყავში გახვეულ ტურას ვუწოდებთიბისი ბანკისპრეზიდენტ მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ეყონაგლობადალელოსსაშუალებით საქართველოს გადარჩენას გვპირდება და რომლის ბანკისმოღვაწეობისშედეგად უამრავი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

ანდა, როგორი მოსასმენია გიგა ბოკერიას ლექციები ადამიანის უფლებების დაცვაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის მკვლელობებზე, თანაც ცინიკური “გარნირით” _ შეცდომები ჩემს ხელისუფლებასაც ჰქონდაო?!

“ქართული ოცნების” ფარჩაკობის მთავარი მაგალითი არის ის, რომ ისევ და ისევ ბოკერიას შანტაჟის შიშით ბიძინა ივანიშვილმა, აგერ უკვე რამდენი წელიწადია, ვერ შეასრულა ქართველი ხალხისთვის მიცემული მთავარი დაპირება, რომ რუსეთთან ურთიერთობებს მოაგვარებდა.

მოაგვარა კი არა, ორი ქვეყნის ურთიერთობები აბაშიძეკარასინის უაზრო რანდევუებს ვერ გასცდა. არადა, თუნდაც ოკუპანტი რუსეთის მიმართ პოზიტიური, პრაგმატული და, რაც მთავარია, ლეგიტიმური ჟესტის გაკეთების შანსი ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გაუშვა ხელიდან, როდესაც გერმანულ ფაშიზმზე სსრკ-ის გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმს, რომელსაც რუსეთისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულად განწყობილი ევროპელი ლიდერებიც კი ესწრებოდნენ, ქართული დელეგაცია არ დაესწრო. არადა, სამხედრო აღლუმზე სიმბოლურად ჩაიარეს დიდ სამამულო ომში მონაწილე რესპუბლიკების ბატალიონებმა, რომელთა შორის არ იყო საქართველო, რომელმაც პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის დამარცხების საქმეში. ბოკერიების საამებელი ეს უაზრო დემარში რომ არა, იქნებ ორ ქვეყანას შორის დიალოგი მაშინ დაწყებულიყო და, მავთულხლართების კი არა, სოხუმცხინვალის საქმე წამოეწია წინ?

დიდი სამამულო ომი და მართლმადიდებლობა _ აი ის, რაც გვაერთიანებს და, თუ ამასმივაწვებითდა იმის ძებნას არ დავიწყებთ, რაც გვთიშავს, ეგებ გამოჩნდეს (თუ უკვე გვიანი არ არის?) გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

ამას წინათ, მგონი, პარიზში რაღაც მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიმავალ ვლადიმერ პუტინს საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლესთან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთმა ტელეჟურნალისტმა გოგონამ ტუტუცური კითხვა “ესროლა” _ როდის გაიყვანთ ჯარს საქართველოდან? ასეთი შტერობის გამგონეს, მართლა შემრცხვა. კი ბატონო, ნებისმიერი კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ სად, როდის და რა გარემოში, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?!

ამიტომ შევურჩიე კითხვის “ხულიგნური” პერიფრაზი წინამდებარე წერილს სათაურად და პუტინის პასუხსაც “ხულიგნური” ვარიანტით გაგაცნობთ. ჯერ თვითონ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა (დასავლური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით), რუსეთის პრეზიდენტმა მისგან 20-30 მეტრით დაშორებული გოგონა შეამჩნია, უკვე დიდი პატივი იყო, ხოლო ტუტუცობაზე პასუხი _ ადეკვატური: მაშინ გავიყვანთ ჯარს, როდესაც ამას რუსეთის ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდო, ანუ, “ხულიგნურად,” _ როცა ხოში მექნებაო!

წერილის ბოლოს რატომ გავიხსენე ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო რამ?

საქმე ის არის, რომ 27 იანვარს სრულდება 75 წელიწადი მას შემდეგ, რაც სსრკ-ის ჯარებმა მარშალ როკოსოვსკის (წარმოშობით პოლონელის) მეთაურობით პოლონეთის ის ტერიტორია გაათავისუფლეს, რომელზეც გერმანელ ფაშისტებს მოწყობილი ჰქონდათ ყველაზე საშინელი საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი, რომელშიც მილიონობით ებრაელი დახოცეს გაზის კამერებში.

სწორედ ეს დღე, 27 იანვარი, მიჩნეულია ე.წ. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ და მისი 75 წლისთავის აღსანიშნავად ისრაელში მიწვეულნი არიან ყველა დიდი თუ პატარა ქვეყნის მეთაურები და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილიც, რომლის სადმე გაშვება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან სახიფათოა _ ემანდ რამე სისულელე არ თქვას და თავი არ მოგვჭრას ქართველებსო, მაგრამ აქ სხვა რამითაც არის სახიფათო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი…

ისრაელში შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ ვლადიმერ პუტინი და სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციამ, რომ იტყვიან, შეუკიკინა სალომეს, _ ასეთ შემთხვევაში რას ეტყვი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტსო?

რა უნდა უთხრას? ბოკერიებისგან დაშანტაჟებულმა სალომემ თუ ზემოხსენებული ჟურნალისტივით საქართველოდან ჯარების გაყვანაზე დაიწყო ლაპარაკი, მაშინ სირცხვილი და თავის მოჭრა არ აგვცდება, რადგან 27 იანვარს ისრაელში სახელმწიფოთა შორის “საქმის გარჩევა”, რომ იტყვიან, არ მოსულა.

ისრაელში რუსეთის მიწვევის გამო პროტესტის ნიშნად არ ჩავა პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეი დუდა, რადგან ძალიან არ მოეწონა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამას წინათ გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებითაც მტკიცდება ებრაელი ხალხის გენოციდში პოლონელების აქტიური მონაწილეობა.

სიტყვამ მოიტანა და, რუსეთში მოხდა დიდი პოლიტიკური ძვრები (ვლადიმერ პუტინი, მგონი, რუსეთის უგვირგვინო მეფე გახდა, ხოლო დიმიტრი მედვედევის თამადობით გადადგა მთელი მინისტრთა კაბინეტი. ახალ პრემიერ მიხეილ მიშუსტინს ანალიტიკოსები უკვე ნიკოლოზ II-ის პრემიერმინისტრ სტოლიპინს ადარებენ), რომლებმაც არ შეიძლება, რომ საქართველოზე გავლენა არ იქონიოს. საქართველოზე, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვაზელინის სერიოზული დეფიციტია, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა, რომელზეც, ალბათ, გაზეთის შემდეგ ნომერში ვისაუბრებ.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here