Home ახალი ამბები მსოფლიო ცუკერბერგმა აღიარა, რომ “ფეისბუკზე” 35 ათასი ცენზორი მუშაობს

ცუკერბერგმა აღიარა, რომ “ფეისბუკზე” 35 ათასი ცენზორი მუშაობს

600
ცუკერბერგმა აღიარა, რომ “ფეისბუკზე” 35 ათასი ცენზორი მუშაობს

ამერიკელმა სენატორებმა სასწრაფოდ გამოიძახეს ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები _ Alphabet/Googlის დირექტორი სუნდარ პიჩაი, “ტვიტერისდამფუძნებელი ჯეკ დორსი დაფეისბუკისმფლობელი მარკ ცუკერბერგი. მოსმენის თემა იყო სკანდალური ისტორიები ონლაინცენზორის შესახებ.

ინტერნეტცენზორების თემა კვლავ გააქტიურდა “ტვიტერის” მცდელობის შემდეგ, დაებლოკა სტატიები, რომლებშიც მხილებულია ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერის, კორუფციული სქემები. ბოლოს და ბოლოს, “ტვიტერმა” უკან დაიხია, თუმცა კვლავ დაბლოკილი აქვს აკაუნტი გამოცემა New York Post-ისა, რომელიც ამერიკის სიტყვის თავისუფლების სიმბოლოა.

დორსიმ და ცუკერბერგმა ვერ ახსნეს ფარისევლური დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების მიმართ, რატომ არ ბლოკავდნენ, მაგალითად, ინფორმაციებს ტრამპის კავშირზე რუსეთთან, მაგრამ, როგორც კი ბაიდენზე გაჩნდა ნეგატიური ისტორიები, მყისვე დაიწყეს მათი დაბლოკვა. მათი ცენზურა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს.

ამ მოსმენაზე ცუკერბერგმა აღიარა, რომ 2020 წელს დაიქირავა 35 ათასი ცენზორი, რომლებიც ყოველდღიურად აუქმებენ “არასწორ” და არაპოლიტკორექტულ კონტენტს. ექსპერტთა აზრით, ეს ცენზორები კორპორაციული გესტაპოს მანქანის პატარა ჭანჭიკები არიან.

geopolitica.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here